x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134625
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
"ტყუილი გამიგია, მაგრამ ამხელა?! "- რას წერს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პარლამენტის თავმჯდომარის
მიერ რუსულ კანონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და მას სიცრუეში ამხელს:


"ტყუილი გამიგია, მაგრამ ამხელა?!


პაპუაშვილი ყოველ დღე იმეორებს: შარშანაც ეგრე გვეუბნებოდნენ ევროპიდან, ამას თუ არ იზამთ, იმას, თუ არ იზამთ, კანდიდატის სტატუსს არ მოგცემთო, მაგრამ არაფერზე დავიხიეთ უკან და მაინც ხომ მივიღეთ კანონიო?!


შარშან არ იყო, საკუთარი მიღებული კანონის საკუთარი ხელით ჩაგდება რომ მოგიწიათ? ეს უკან დახევა თუ არ იყო, აბა რა იყო?


ჩვენ ცალ ფეხზე არ დავდგებითო და ცალ ფეხზხე კი არა სულ უკან სვლით იარეთ. ეს კანონი რომ არ გაგეწვიათ, ვინ დაგვანახებდა კანდიდატის სტატუსს? ახლა კი ამაყობთ მისი მიღებით, მაგრამ თქვენი ხელიდან ის ჩაგდებული იყო."- წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.



0
555
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
555