x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508756
ზღაპრული სილამაზე, რომლის ყურება არასდროს მოგწყინდებათ

ნეიროქსელი მტკიცედ შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში და კრეატიული ადამიანები, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების, საკმაოდ ხშირად იყენებენ, თვითგამოხატვის, საკუთარი აზრების ვიზუალიზაციის დასახვეწად.

აქ სწორედ ერთ–ერთი მხატვრის შემოქმედებას გაგაცნობთ, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, წარმოუდგენელი გამოსახულებები შექმნა.


image


ვიშმა მაჰარაჯი (Vishma Maharaj) — მულტიმედიური მხატვარია ფლორიდიდან. ის ნეიროქსელის გამოყენებით, კაბებს, აქსესუარებს, ავეჯს და ინტერიერს ხატავს. მისი ნამუშევრები ძალიან ფერადოვანი და მათი დათვალიერება, ერთი სიამოვნებაა...

ვიშმა პოზიციონირებს როგორც ხელოვანი, რომელიც ცნობიერებას გარდაქმნის. თავად მხატვარი ამბობს, რომ მის მიერ შექმნილი საგნები, რეალურად არ არსებობს – ისინი მხოლოდ სურათებზეა. მაგრამ, ბევრი ადამიანისთვის, ეს სურათები შთაგონების წყაროდ იქცა. ზოგმა კი, მისი დათვალიერებით, დეპრესიაც კი გადალახა.

მართალია, ხელოვნური ინტელექტი ამ ნამუშევრების შექმნისას მონაწილეობდა, მაგრამ, ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მხატვრის ნაცვლად, ყველაფერს ის აკეთებდა. ასეთი სურათების შესაქმნელად, უსაზღვრო ფანტაზიის უნარი, დიდი ძალისხმევა და მოთმინებაა საჭირო. ნეიროქსელს დეტალურად უნდა აუხსნათ, თუ რისი გაკეთება გინდათ, მისცეთ საფუძველი, ყველანაირი დეტალი, თუნდაც, ყველაზე უმნიშვნელოც კი... შეიძლება, ბევრი მხატვრისთვის ამ ყველაფრის დახატვა უფრო მარტივიც იყოს, მაგრამ შედეგი ასეთი რეალისტური არ იქნება.

ქვემოთ მოცემული ყველა ნივთი, სამოსი, თუ აქსესუარი და მოდელებიც კი, ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი... არა და, თითქოს ფოტოებია...


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


image

არხის სხვა სიახლეები:


* თარგმანში დაშვებული შეცდომა, თუ სიმართლის განზრახ დამალვა? – ნოეს კიდობანი ნაოსნობისთვის შესაფერისი არ იყო

* 20 ფაქტი ალკოჰოლის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ

* 20 საინტერესო ფაქტი ბიბლიის შესახებ

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
173
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0