x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
შეწყვიტეთ დანამატების მიღება, რადგან ჭარბი ვიტამინი D ანადგურებს თირკმელებს
საკვებ დანამატებს მიეკუთვნება ვიტამინები, მინერალები, სხვადასხვა მცენარეული საშუალებები, ამინმჟავები, ცხიმოვანი მჟავები, ენზიმები. მათ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებსაც უწოდებენ. ისინი შეიძლება შეგვხვდეს ტრადიციული აბების, ტაბლეტების, კაფსულების, წვეთების, საკვებში შესარევი პუდრის და სასმელების სახით. ყველაზე პოპულარული დანამატების რიცხვშია D ვიტამინი, კალციუმი, რკინა, თევზის ქონი, ომეგა 3.



image



არაერთი კვლევა მოწმობს, რომ საკვებ დანამატებს დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, D ვიტამინზე მომუშავე მკვლევართა დიდი ნაწილი ამტიცებს, რომ მას შეუძლია სიმსივნური დაავადებებისგან, დიაბეტისგან, დეპრესიისგან, თუნდაც ბანალური გაციებისგან ორგანიზმის დაცვა; მიიჩნევა, რომ ომეგა-3 დიდ როლს ასრულებს ინსულტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილებაში; ანტიოქსიდანტები, მაგალითად, C და E ვიტამინები და ბეტა კაროტინი, იმედის მომცემ შედეგებს იძლევა გულის დაავადებებთან, სიმსივნესთან, ალცჰაიმერის დაავადებასთან ბრძოლის კუთხით. თუმცა მედალს ორი მხარე აქვს. ამ კვლევათა უმეტესობა დაკვირვებითი ხასიათისა იყო – არ მომხდარა არც ერთი დანამატის ეფექტის შედარება პლაცებოს ეფექტთან. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორი, დოქტორი ჯოან მენსონი, რომელიც D ვიტამინსა და ომეგა-3-ზე ჩატარებულ ერთ-ერთ დიდ რანდომიზებულ კვლევას ხელმძღვანელობდა, აღიარებს, რომ ვიტამინებსა და სხვა დანამატებთან დაკავშირებული დიდი ენთუზიაზმი ხშირად რეალურ მონაცემებს ფარავს. ისეც ხდება, რომ კვლევის შედეგები ერთმანეთს გამორიცხავს. მაგალითად, ერთხანს მიიჩნეოდა, რომ E ვიტამინი გულს იცავდა, შედარებით ახალმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ამ ვიტამინს ჰემორაგიული ინსულტის რისკის გაზრდა შესძლებია. ფოლიუმის მჟავას და B ვიტამინსაც გულის დაავადებებისა და ინსულტის პრევენციის საშუალებებად მიიჩნევნენ, მაგრამ ბოლოდროინდელმა კვლევებმა ეს მოსაზრება არ დაადასტურა. მეტიც – აღმოჩნდა, რომ დიდი დოზით მათი მოხმარებისას სიმსივნის განვითარების ალბათობა იზრდება.



image




შეწყვიტეთ დანამატების მიღება, რადგან ჭარბი ვიტამინი D ანადგურებს თირკმელებს





D ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. მისი დეფიციტი იწვევს: იმუნური სისტემის გაუარესებას; დაღლილობას; სახსრების ტკივილს; დეპრესიას; კანის, ფრჩხილების და თმის მდგომარეობის გაუარესებას.
მაგრამ ძალიან ბევრი ვიტამინი D შეიძლება იყოს ტოქსიკური. D ვიტამინის მაღალმა დონემ შეიძლება დააზიანოს თირკმელები, ღვიძლი და გული.


კანადის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებულ კვლევაში, ექიმები ოგიუსტ ბორნი, კარმენ ავილა-კასადო და ჯოან მ. ბარგმანი ტორონტოს უნივერსიტეტიდან დეტალურად აღწერენ, თუ რა დაემართა მამაკაცს, რომელიც უკონტროლოდ იღებდა D ვიტამინს.


მისი მდგომარეობა მუდმივად უარესდებოდა. ექიმებმა ვერ იპოვეს მიზეზი, სანამ მამაკაცმა არ თქვა, რომ ნატუროპათმა ექიმმა მას ურჩია D ვიტამინის დიდი დოზების მიღება.


2, 5 წლის განმავლობაში ის ყოველდღიურად იღებდა 8-12 წვეთ D ვიტამინს და საერთო დღიური დოზა შეადგენდა 8000-12000 სე-ს.


ნორმალური მდგომარეობა მხოლოდ 1 წლის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ მამაკაცმა "შეიძინა" თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.


ვიტამინი D გვხვდება უმი კვერცხის გულში, ფერმენტირებულ რძის პროდუქტებში, ყველში (ხაჭო), კარაქში და ზღვის პროდუქტებში.




1
106
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
106
  
1 მაისი, 12:05
არა და ნებისმიერ ეგრევე Dვიტამინს უნიშნავენ. ერთგვარ ტრენდად აქციეს ეს ვიტამინი..
0 1 1