x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
11 ფილმი, საბედისწერო შემთხვევით
ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. კინემატოგრაფიას ხომ საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. სანამ ტელევიზია პოპულარული გახდებოდა, ადამიანები უახლესი კინოფილმების საყურებლად კინოთეატრებში იყრიდნენ თავს. იაფფასიანი ამბების ჩვენებით დაწყებული, კინემატოგრაფია, დიდ კომერციულ ინდუსტრიად და თავისუფალი დროის გასატარებელ საუკეთესო საშუალებად იქცა. თუმცა, დროის ცვლილებასთან ერთად დაიხვეწა ყველაფერი ამ დარგში და უფრო სასიამოვნო საყურებელი გახდა თავისი ეფექტებით, ფერებითა და ჟანრობრივი განხრით. მეც და მათ შორის ალბათ ყველა თქვენგანს გექნებათ თქვენი ფავორიტი ფილმი, რომლის მრავალჯერ ყურება არაჩვეულებრივ სიამოვნებას განიჭებთ.




image




ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა, შესანიშნავი ნიჭის წყალობით კი მსახიობები თუ შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლები, სამუდამოდ რჩებიან მაყურებლის გულში.





წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა, რადგან მათ გაარღვიეს მაყურებლის გულებში ყველა მწვერვალი და მოიპოვეს უკვდავი გენიის სტატუსი, რის გამოც გიჩნდებათ სურვილი უსასრულოდ უყუროთ საყვარელ სცენებს.







ვტკბებით კინო მოყვარულები- ძლიერი, საყვარელი და უბრალოდ სასიამოვნო სანახავი ფილმებით, ამ დროს კი წარმოდგენა არ გვაქვს, მსახიობებმა რამდენი დრო, ენერგია და შრომა ჩადეს თითოეული ეპიზოდის გადაღებისას. მათი საოცარი ნიჭი და გრიმის დახმარება კი ხშირად იძლევა წარმოუდგენელ შედეგს და ხშირად გვიჭირს წარმოდგენა, თუ რომელი მსახიობი შეიძლება ასრულებდეს იმ კონკრეტულ როლს.




ცოტამ თუ იცის, რომ ფილმის სიუჟეტი არც თუ ისე შორს არის რეალობისგან და შეიძლება საშიში იყოს მსახიობების სიცოცხლისთვის გადაღების დროს როლის შესრულება.




11 ფილმი, საბედისწერო შემთხვევით





1. «Long xiong hu di» - 1986 წელი.image


ჯეკი ჩანი მსოფლიო ჩემპიონია მსახიობებს შორის ტრიუკების შესრულების რაოდენობით. თავის ყველა ფილმში ის თავად ასრულებს ყველაზე რთულ ილეთებს, ამიტომ არაერთხელ მოუწია საავადმყოფოში ყოფნა. თუმცა, ყველაზე საშინელი ეპიზოდი 1986 წელს მოხდა ცნობილი ფილმის "ღვთის ჯავშანი" გადასაღებ მოედანზე.


ჯეკი ჩანი მაღალ ხეზე ავიდა და შემთხვევით ჩამოვარდა იქიდან. მან თავის არეში სერიოზული დაზიანება მიიღო, ასევე ჰქონდა ყბის მოტეხილობა და სმენის ნაწილობრივი დაკარგვა. გმირის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გადაღებები მთელი წლით გადაიდო.






2. «Syriana» - 2005 წელი.image

თრილერი „სირიანა“ ბევრი ქალის საყვარელ მსახიობს, ჯორჯ კლუნს, კინაღამ ხერხემლის ფასად დაუჯდა. ერთ-ერთ სცენაში მსახიობი ძალიან ცუდად დაეცა და ხერხემალი მოიტეხა. საავადმყოფოში წოლისას იმდენად სასოწარკვეთილი იყო ტკივილების გამო, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრიც კი დაიწყო. ექიმები ცდილობდნენ მსახიობი ცოცხალი და ჯანმრთელი შეენარჩუნებინათ, თუმცა იმ ტრავმის შემდეგ, მას თავისა და ზურგის ტკივილი დღემდე აწუხებს.





3. «Aeon Flux» - 2005 წელი. image

ამ ფილმში მთავარი როლი მომხიბვლელმა შარლიზ ტერონმა შეასრულა. ჯორჯ კლუნის მსგავსად, მასაც არ გაუმართლა და დაეცა. მანაც ასევე დაიზიანა ხერხემალი და კინაღამ კისერი მოიტეხა. მსახიობი სასწრაფოდ გადაიყვანეს ჰოსპიტალში და ნაკერები დაადეს.





4. «Indiana Jones and the Temple of Doom» - 1984 წელი. image

ცნობილმა ჰარისონ ფორდმა მსგავსი დაზიანება მიიღო ინდიანა ჯონსის შესახებ ლეგენდარული ფილმის გადაღებისას. მისი დაზიანება იმდენად სერიოზული იყო, რომ მსახიობი სასწრაფოდ ლონდონიდან აშშ-ში თვითმფრინავით საავადმყოფოში გადაიყვანეს.





5. «Die Another Day» - 2002 წელი. image

ბონდის მე-20 ნომერი კინაღამ ტრაგიკული გახდა. პირს ბროსნანთან სექსის სცენის დროს მსახიობი კინაღამ ხილის მარცვლით დაიხრჩო. როდესაც სუნთქვა შეწყვიტა, საბედნიეროდ, პირსი არ დაელოდა დახმარებას და სწრაფად დაიწყო ჰეიმლიხის მანევრის გამოყენება. მისი წყალობით, ჰალი ბერი ცოცხალი და უვნებელი დარჩა.


აღსანიშნავია, რომ ბერი კიდევ ერთხელ გახდა იძულებული შეეწყვიტა მონაწილეობა გადაღებებში იმის გამო, რომ ფილმში "გოთიკა"-ს გადაღებებისას რობერტ დაუნი უმცროსმა მას ხელი მოსტეხა. ამ ინციდენტის შემდეგ კოლეგებმა შეწყვიტეს ურთიერთობა, რადგან რობერტმა ბოდიში არ მოიხადა, მსახიობი კი ძალიან განაწყენებული იყო.





6. «Se7en» - 1995 წელი. image

ბრედ პიტმა ასევე მოიტეხა ხელი აგენტ დევიდ მილსის თამაშისას ფილმში "შვიდი". მტერს ადევნებული პიტი მანქანას დაეცა და ფანჯარა ჩაამტვრია, რა დროსაც მან ხელი მოიტეხა. სამწუხაროდ, რეჟისორმა გადაწყვიტა, ამ ტრავმის გამო სამუშაო პროცესი არ შეწყვეტილიყო. სწორედ ამიტომ ვხედავთ ფილმში დეტექტივ მილსს მოტეხილი ხელით.





7. «No Man’s Land» - 1987 წელი.image

ამ ფილმის გადაღებისას მსახიობმა ჩარლი შინმა კინაღამ სმენა დაკარგა. ერთ-ერთი სიუჟეტის გადაღებისას, მსახიობი აფეთქების ეპიცენტრში მოჰყვა. ეს ყველაფერი უბედური შემთხვევის გამო, რადგან აფეთქება სცენარისთვის მოსალოდნელზე ადრე დაიწყეს. ჩარლი შინმა კინაღამ დაკარგა სახე, განიცადა მრავლობითი ჭრილობა, რომლებიც მხოლოდ დროთა განმავლობაში შეუხორცდა.






8. «Now You See Me» - 2013 წელი. image

ავსტრალიელი ისლა ფიშერი კინაღამ დაიხრჩო "სიცრუის ილუზიის" გადაღების დროს. ის აკვარიუმში იმყოფებოდა ჰაერის წვდომის გარეშე და როცა ამ ილეთის გამოჩენის დრო დადგა, მსახიობს ხელზე ერთ-ერთი სამაჯური გაეჭედა, რის გამოც წყლიდან დროულად ვერ ამოვიდა. გადამღები გუნდის სწრაფი რეაქციის წყალობით, მოხერხდა მისი გადარჩენა, სანამ გონებას დაკარგავდა.





9. «The Crow» - 1994 წელი.image
ცნობილი ბრიუს ლის ვაჟის, ბრენდონ ლის შემთხვევით გარდაცვალებამ, რომელიც საბედისწერო შეცდომის გამო მოხდა, მთელი ჰოლივუდი შოკში ჩააგდო. გადაღების დროს იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვია მსახიობს მუცელში მოხვდა. ბრენდონ ლი გარდაიცვალა უწყვეტი სისხლდენით.





10. «Twilight Zone: The Movie» - 1983 წელი.image

ვიეტნამის ბრძოლის გადაღებისას ვერტმფრენის პილოტმა დაკარგა კონტროლი და ის ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი მსახიობი - ვიკ მორო, 7 წლის მუ-სა დინ ლი და 6 წლის რენე შინი.


გარდაცვლილებიდან ერთ მამაკაცს და ერთ-ერთ ბავშვს პროპელერის ხრახნიანმა პირებმა თავები მოკვეთა. ფილმის რეჟისორს, ჯონ ლენდისს სისხლის სამართლებრივი ბრალი წაუყენეს, თუმცა მოსამართლეებმა ტრაგედიის ამსახველი კადრების ნახვის შემდეგ ის უდანაშაულოდ ცნეს.





11. «The Last Samurai» - 2003 წელი. image

ტომ კრუზი გადასაღებ მოედანზე კინაღამ მოკვდა - მისმა პარტნიორმა ძლივს გააჩერა სამურაის ხმალი მისი კისრიდან ერთი-ორი სანტიმეტრით მოშორებით.




0
118
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0