x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
13 პატარა ხრიკი, როგორ აიმაღლოთ მოტივაცია
თუ შინაგანი მოტივაცია არ გაქვთ, ეს მარტივი რჩევები გამოიყენეთ.



1. შეახსენეთ საკუთარ თავს მიზეზი


ხანდახან საქმე იმდენად მოსაწყენია, რომ საერთოდ არ გინდა მისი გაკეთება. გაიხსენეთ, რატომ დაიწყეთ თავიდან. ასე საქმე უფრო მიმზიდველი გახდება. თუ მიზეზს ვერ იხსენებთ, იქნებ, ამად არ ღირს.



2. იმუშავეთ ცოტათი მაინც

image

დაიწყეთ 5 წუთით. ხშირად ასეთი მცირე ძალისხმევა საკმარისია თქვენი მოტივაციის აღსადგენად.



3. იმოძრავეთ სწორად



იმოძრავეთ ისე, თითქოს ენერგიულად განწყობილი ხართ საქმისთვის. ეს მიდგომა სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ მუშაობს.



4. განსაზღვრეთ შემდეგი ნაბიჯი

მთელ პროექტზე მუშაობა არ შეიძლება. როცა თქვენს წინ უფორმო სამუშაო მასაა, საქმეს ვაჭიანურებთ. დაყავით რამდენიმე კონკრეტულ ნაბიჯად, რომ ამოცანა გაგიმარტივდეთ.



5. გაიგეთ, რა გიშლით ხელს მუშაობაში


იქნებ დაღლილი, შეშინებული, მოწყენილი, შეშფოთებული, გაბრაზებული ხართ? დრო არ გყოფნით თუ ვინმესგან ინფორმაციას ელოდებით? არ ელოდოთ, რომ ყველაფერი თავისთავად წავა. გამოავლინეთ მიზეზი და მოაგვარეთ.



6. გაანალიზეთ თქვენი შიშები


image

ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაქვთ ფობია, რომელიც საქმის დასრულებაში ხელს გიშლით. თუმცა ფარული შიში და შფოთვა სამუშაოზე კონცენტრირებას ხელს უშლის. განსაზღვრეთ ისინი. დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ნებისმიერ სიტუაციას.



7. გაერთიანდით ვინმესთან


იპოვეთ ადამიანი, რომელიც მოგცემთ მოტივაციას, როცა სიზარმაცე გიპყრობთ. მაგალითად, ერთად წადით სავარჯიშო დარბაზში. ეს დაგეხმარებათ, არ დანებდეთ.



8. დაიწყეთ დღე სწორად


დაგეგმეთ დღე საღამოს. ადრე ადექით და დილით დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეების კეთება. ასე დღის მეორე ნახევარში მოტივაციას აიმაღლებთ.



9. წაიკითხეთ წიგნები


image

არა მხოლოდ თვითგანვითარებისა და მოტივაციისთვის, არამედ ნებისმიერი ნაწარმოები, რომელიც ახალ იდეებს შეიცავს. ახლის სწავლა ტვინს მუშაობას აიძულებს.



10. იპოვეთ სწორი ინსტრუმენტები


გარემო განწყობაზე დიდ გავლენას ახდენს. ნელი კომპიუტერი, მოუხერხებელი აპლიკაცია ან მანქანა, რომელიც მუდმივად ფუჭდება, მოტივაციას სწრაფად წაგართმევთ.



11. გადააქციეთ პატარა პრობლემები დიდებად


მოტივაციისთვის ყველაზე უარესია ერთი შეხედვით მცირე პრობლემები, რომელთა მოგვარებაც შეუძლებელია. ისინი გამაღიზიანებელია და რაიმეს კეთების სურვილს გართმევთ. ისე გადააკეთეთ, რომ უფრო დიდი გამოჩნდეს.



12. შექმენით საკუთარი მანტრა


იპოვეთ რამდენიმე ფრაზა, რომელიც დაგეხმარებათ კონცენტრირებაში და მოტივაციის ამაღლებაში. მაგალითად, ციტატები თქვენი საყვარელი წიგნიდან ან სპიკერის გამოსვლიდან. გამოგადგებათ მარტივი სიტყვებიც, რომლებიც მიგანიშნებთ, რა გააკეთოთ. მაგალითად, „იმოქმედეთ ახლავე“.



13. იპოვეთ შთაგონება საკუთარ წარმატებებში


image

როცა რაღაც საქმეში წარმატებას აღწევ, უფრო და უფრო მეტის გაკეთება გინდა. შთაგონებისთვის მცირე გამარჯვებაც საკმარისია. კოლეგების შექება ან დავადების სწრაფად შესრულება, ყველაფერი ენერგიის მომცემია.



დაგეგმეთ დღე ისე, რომ სადილამდე 1–2 გამარჯვებას მიაღწიოთ. ეს დანარჩენი დღისთვის მოტივაციას მოგცემთ. დაგეგმეთ დილისთვის დავალებები, რომელთაც აუცილებლად დაასრულებთ. მაგალითად, წადით სავარჯიშო დარბაზში ან უპასუხეთ მნიშვნელოვან წერილებს.



საუკეთესო საშუალება საკუთარი თავის მოტივაციისთვის – მოაწყვეთ ცხოვრება ისე, რომ არ დაგჭირდეთ მოტივაცია. თუ თქვენთვის მუშაობა მუდმივად საკუთარ თავთან ბრძოლაა, დროა ცვლილებებზე იფიქროთ. გამოიყენეთ მოტივაციის გარეგანი მეთოდები უკიდურეს შემთხვევაში, მაგრამ არ დაეყრდნოთ მუდმივად.



ასევე დაგაინტერესებთ:

მილიონერი ჰიუგო ოუენსის წარმატების ისტორია, რომელიც სხვისი ბარგებით გამდიდრდა

10 რამ, რასაც მხოლოდ ღარიბი ადამიანი აკეთებს, მდიდარი - არასდროს

პოპულარული რჩევები ფინანსური გურუსგან, რომლებიც უმჯობესია არ უგულებელყოთ

7 პროფესია ზარმაცებისთვის – სად ვიმუშაოთ, თუ საერთოდ არ გვინდა?

დაუთმეთ დღეში 1 საათი ამ 5 რამეს და თქვენი ცხოვრება შეიცვლება


0
176
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
176