x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508613
სეულში მცხოვრები ქუთაისელი სოფია კვინიკაძე კორეელ ბიჭს გაჰყვა ცოლად
image

სეულში მცხოვრები ქართველი ბლოგერი პლუს Size მოდელი სოფია კვინიკაძე რომელსაც ბევრი სახელით - Depressed Georgian in South Korea იცნობს, ცოტა ხნის წინ დაქორწინდა.



სოფიამ კორეელ მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა გაუზიარა გამომწერებს, რომელსაც ამ რეგიონისთვის არატიპური სახელი თომა ჰქვია სახელად.


"რა კარგები ხართ", "რა საყვარლები ხართ", 'სოფ დაიკელი? როგორ გიხდება", „იბედნიერეთ სოფო, ეს თომა როგორ იპოვე, ქართული სახელით და ასეთი საყვარელი", "ასე არავის დანახვა არ მიხარია ამ სივრცეში როგორც ამ ორი გვრიტის წერენ კომენტარებში.


image


სოფია კვინიკაძე კორეული ენითა და კულტურით ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული. სოფიამ კავკასიის რეგიონში კორეული ენაზე სიტყვით გამოსვლის კონკურსში გაიმარჯვა და მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად ორწლიანი სტიპენდია მოიპოვა. ის სამხრეთ კორეაში უკვე რამდენიმე წელია იმყოფება და ჩონბუკის სახელმწიფო უნივერსიტეტში კორეული ენის ფილოლოგიას სწავლობს. სოფია არის სატელევიზიო მოდელი, მუშაობს რადიოში, სკოლასა და ბაღში ასწავლის ინგლისურ ენას, აქტიურად მისდევს სპორტს, დაკავებულია ბოქსით, არის რუსული და ინგლისური ენების თარჯიმანი;


მის ბლოგს სახელწოდებით Depressed Georgian in South Korea 362 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. სეულში მცოხვრებმა სოფიამ კონტრაქტი გააფორმა ერთ-ერთ სამხრეთ კორეულ სააგენტოსთან და პლუს ზომის მოდელის ამპლუაში დაიწყო კარიერა.


2022 წელს, სოფიას ფოტო საფრანგეთში დაფუძნებული საერთაშორისო ჟურნალის – MALVIE Magazine-ის ყდაზეც დაიბეჭდა.

image

"კორეელები საქართველოს ჯერ კარგად არ იცნობენ, მაგრამ ამ ბოლო დროს ახალ ტურისტულ წერტილად იქცა და უფრო და უფრო მეტს იტყობენ ჩვენი ქვეყნის შესახებ. ჩემი აქ ჩამოსვლიდან დღევანდელ დღემდე სიტუაციას თუ შევადარებთ, საკმაოდ ვგრძნობ სხვაობას. პირველი ერთი წელი ისე ვიცხოვრე, მეგონა, აქ ჩემი ქვეყანა არავინ იცოდა და ახლა უკვე საქართველოს რომ იტყვი, ხალხი აქა-იქ ცნობს სახელს და ეს ძალიან მიხარია. იმედი მაქვს, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს კორეაში ჩვენი ქვეყნის შესახებ და ამაში მეც დიდი წვლილი მინდა შევიტანო."-ამბობდა "ფორბსთან" ინტერვიუში სოფია

0
312
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0