x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"თუ ტერაქტს რაიმეთი ამართლებ, სულ მცირე ტერორიზმის მხარდამჭერი გამოდიხარ"-ამირან სალუქვაძე

image"რუსეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ვერსიებს რომ წინასწარ წერდნენ, თანაც უმეტესობა ერთსა და იგივეს, ეს არაა პრობლემა. მაგრამ როცა ტერაქტს ამართლებენ, ეს უკვე დაავადებაა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა "იგილ"-მა აიღო. ამიტომ დალოდება სჯობს ხოლმე.
გუშინ ტერაქტს გაემიჯნა რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის უკრაინის ხელისუფლება.
სხვა ქვეყნებთან ერთად, რუსეთის მოსახლეობას, მსხვერპლთა ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადეს დასავლეთის ლიდერებმა, თეთრმა სახლმა.
ჩვენთან არიან ადამიანები, რომლებიც ღიად წერენ, რომ ხალხი იმსახურება დახოცვას. სხვადასხვა არგუმენტები აქვთ.
ტერაქტი ვერ მართლდება არგუმენტებით. თუ ტერაქტს რაიმეთი ამართლებ, სულ მცირე ტერორიზმის მხარდამჭერი გამოდიხარ.
შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება, არ მოგწონდეს სახელმწიფო, იყოს შენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი, შეიძლება იყო ომში ქვეყანასთან, მაგრამ სროლის და ომის ადგილი არის ბრძოლის ველზე.
ვინც ტერორს, შეუიარაღებელი ხალხის ხოცვას ამართლებს, ან ღირებულებითი პრობლემები აქვთ, ან უბრალოდ არ უფიქრიათ ღრმად ამ თემაზე.
ომშიც კი, ბრძოლის ველზე, უიარაღოს არ ესვრიან, ტყვეების დახოცვა ითვლება სამხედრო დანაშაულად. ტერაქტი კიდევ უფრო მეტად ამორალურია, ვიდრე ტყვეების დახოცვა. ეს აქსიომაა და კამათს არ ექვემდებარება."-წერს სოციალურ ქსელში გადამდგარი გენერალი და სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე.
ბოლო ცნობებით, ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილები დააკავეს და მოსკოვში გადმოყავთ, ისინი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ.ესენი არიან ტაჯიკეთის მოქალაქეები:37 წლის ნასრიდინოვი მახმადრასული, 51 წლის ისმონოვ რივოჟიდინი, 21 წლის საფოლზოდა შოხინჯონი და 29 წლის ნაზაროვი რუსტამი.
შეგახსენებთ, 22 მარტის საღამოს, ჯგუფ "პიკნიკის"კონცერტის წინ "კროკუს სიტი ჰოლში" უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს . მოგვიანებით მოწმეებმა განაცხადეს სამი კამუფლაჟიანი მსროლელის შესახებ. შემდეგ გავრცელდა კადრები, სადაც ხუთ უცნობი მამაკაცს ეჭირა ხელში ავტომატები. ასევე ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, რომელიც რვა ათეულს აღწევს, მათ შორის არიან ბავშვები.
1
197
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
197
  
"შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება, არ მოგწონდეს სახელმწიფო, იყოს შენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი, შეიძლება იყო ომში ქვეყანასთან, მაგრამ სროლის და ომის ადგილი არის ბრძოლის ველზე." ამის მერე ეს კაცი ექიმთა რო მიიყვანო და გითხრას,სრულიად ჯამრთელიაო,ხომ უნდა შეუწყვიტო ექიმის ლიცენზია? საკუტარი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილ ადამიანს თხოვდე,უცხო ქვეყნის მოქალაქეების სიკვდილის გულთან მიტანას,არაადეკვატურობა მგონია,მით უფრო შესაძლებლად ამის წარმოჩენა.

ტერაქტი არავის მოსწონს,არც ადამიანების ხოცვა ან რაიმე მსგავსი,მაგრამ როცა რუსეთს ეხება საქმე,ყველაფერი სხვანაირად არის. რუსი რუსია და რაც უფრო მეტი შარი ექნება რუსეთს,უფრო კარგია დაპყრობილი ქვეყნისთვის. ეს ამბავი სასიხარულოა არა ადამიანების სიკვდილის კუთხიდან,არამედ შენს მტერს პრობლემების კუთხით. რაც ნაკლები რუსი იქნება რუსეთში,უფრო კარგი იქნება ქართველისთვის,რადგან ის მტერია და მტერი რაც უფრო ცოტა იქნება უკეთესია. გასაგებია,ბევრი დედა სსრკში დაიბადა,პიონერი იყო და სენტიმენტები აქვთ რუსეთის მიმართ,თუმცა საერთოდ მკიდია,რა მოუვა რუსეთს ან მის მოსახელეობას. და კიდევ,ადამიანის მოკვლა ომშიც არასწორია და საკონცერტო დარბაზშიც,რახან ომი იყო და ადამიანები დახოცა რუსეთმა ე.ი. მოსულა? რამდენი უდანაშაულო ადამიანი დახოცა წლების მანძილზე რუსეთმა,ჩვენთან,ჩრდილოეთ კავკასიაში,უკრაინაში და ა.შ.,სად იყო რუსი ხალხი და რატომ არ ჩამოაგდო ეს რეჟიმი? გამოდის რო დამონებული ყავთ ან ემხრობიან ამ ამბავს,ორივე შემთხვევაში სანერვიულო არ არის. ადამიანი თავისუფლების გარეშე არის მონა,მონა არის ცხოველის დონეზე და მსოფლიოში ბევრი ცხოველი კვდება,თუმცა ამაზე პანიკას არავინ ტეხს. თუმცა საქმეც ეგ არის,რომ რუსეთის მოსახლეობა ემხრობა პუტინის რეჟიმს,თორე 144 მილიონიან ქვეყანაში რანაირად ხდება რო მაქსიმუმ ათასი კაცი გიწყვეტდეს რამეს? მიშა ხომ იყო ტირანი და ბევრს აშავებდა,ხომ გადავაგდეთ ქართველმა ხალხმა,რუსები რატომ ვერ ახერხებენ?
0 1 1