x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
5 შემთხვევა, როცა სელებრითები სამოსის არჩევისას მწარედ შეცდნენ

image


ცნობილი ადამიანები ნებისმიერი გარემოებისთვის უნდა იყვნენ მზად, იქნება ეს ქართან გამკლავება თუ მოუხერხებელი კაბის მთელი საღამო ატანა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 უხერხულ შემთხვევას, როდესაც ვარსკვლავები არასწორად შერჩეული სამოსის გამო კრიტიკის ობიექტები გახდნენ.



ზაინა დრიდი


image


ზაინა არ ელოდა რომ ამინდი გაფუჭდებოდა და წითელ ხალიჩაზე ძლიერი ქარი ამოვარდებოდა. იტალიელი მსახიობი მთელი ძალით ცდილობდა ინტიმური ადგილების დაფარვას, თუმცა უშედეგოდ, ყველამ იხილა რა იმალებოდა იტალიელი ლამაზმანის ფირუზისფერი კაბის ქვეშ.





პრიანკა ჩოპრა


image


ეფექტური გარეგნობის მქონე მსახიობმა თავისი ღრმა დეკოლტიანი თამამი ჩაცმულობით წითელ ხალიჩაზე ფურორის მოხდენა გადაწყვიტა, თუმცა მისმა წინდაუხედაობამ ყველაფერი იქამდე მიიყვანა რომ ფოტოებზე მის მუცელზე არსებული ნაკეცები განხილვის მთავარ საგნად იქცა.




რიანა


image


რიანა თავისი თამამი ჩაცმულობით უკვე აღარავის აკვირვებს, თუმცა ქვებით მორთული ამ თეთრეულის კომპლექტის არჩევისას ბარბდოსელი ლამაზმანი ზომაში აშკარად შეცდა. ბიუსტჰალტერი მომღერალის მკერდს ისე ძლიერად აჭერდა, რომ მისი წინასწარ დაგეგმილი ეპატაჟური გამოსვლა სრულ ფიასკოდ იქცა.





ემა სტოუნი


image


მსახიობის ულამაზესი კაბა მისი ფიგურის მოხდენილობას წითელ ხალიჩაზე შესანიშნავად უსვამდა ხაზს, თუმცა ვარსკვლავს გვერდზე არსებულმა საკმაოდ გრძელმა ჭრილმა უხერხულობა თავიდან მაინც ვერ ააცილა. კაბის კალთის აწევისას "ოსკაროსან" მსახიობს უნებლიედ საცვლები გამოუჩნდა, რაც ფოტოგრაფებს შეუმჩნეველი რაღა თქმა უნდა, არ დარჩენიათ.





ემა უოტსონი


image


ფილმის პრემიერაზე ბრიტანელმა მსახიობმა ემა უოტსონმა წვიმიანი ამინდისთვის სრულიად შეუსაბამო ჩაცმულობა შეარჩია. ქარმა ვარსკვლავს კაბის კალთა მოულოდნელად აუფრიალა და საცვლები გამოუჩინა, რაც უხერხულობის მიზეზად იქცა, თუმცა სელებრითს სიტუაციიდან ღირსეულად გამოსვლაში მისივე ქარიზმა დაეხმარა.







0
336
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
336