x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
წარმოუდგენელი ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე

ზოგჯერ, ბუნება ისეთ შედევრებს ქმნის, რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. მაგრამ… ვინ ვართ, რომ მას ვეკამათოთ? აქ ბუნების მიერ შექმნილ, რამდენიმე სურათს გთავაზობთ, რომლის დაფიქსირება ფოტოგრაფებმა შეძლეს:


ჰიმალაური ორბი. პირველად რა დაინახეთ?image


ვარდისფერი კალიაimage


კვადრატული ზღვის ვარსკვლავი
image


ჩრჩილი და ხის ტოტიimage


მარწყვის სიმინდი (დეკორატიული მცენარე)image



ნამიბიის უდაბნო
image


Greta oto – შუშის პეპელა
image


მზის ჩასვლა ყინულის გამოქვაბულში, ისლანდიაimage


ტუკანის მოდური ვარცხნილობა
image


სიმეტრიული კატა
image


ნამფოთლიანი (Drosophyllum – მტაცებელი მცენარე)image


სპირალური სუკულენტი (succulentus)image


თევზი–კუბიკი (Ostracion cubicus – შხამიანი თევზი)image


"ცხელი ტუჩები" (psychotria elata)image


ლიტოფსი image


ეს საოცარი მცენარე, 1811 წელს, ინგლისელმა ბოტანიკოსმა და ბუნებათმცოდნემ უილიამ ბერჩელმა აღმოაჩინა, სამხრეთ აფრიკის ქვიან უდაბნოში მოგზაურობის დროს. ხოლო მოგვიანებით გამოქვეყნებულ წიგნში, მან ტექსტს აღმოჩენილი მცენარის ნახატებიც დაურთო. როგორც მეცნიერი წერდა, ქვებს შორის მცენარე ისე კარგად იყო შენიღბული, რომ მხოლოდ ბედნიერი შემთხვევითობის გამო შეამჩნია.

აღმოჩენის შემდეგ, ლიტოფსმა ბოტანიკოსებისგან დამალვა თითქმის 100 წლის მანძილზე კიდევ მოახერხა. მას მთელი საუკუნის მანძილზე ყურადღებას არ აქცევდნენ. მისი დღევანდელი სახელიც «lithos» – ქვა და «opsis» – გამოიყურება, მცენარემ მხოლოდ 1922 წელს მიიღო. ამჟამად, აღმოჩენილი და შესწავლილია მისი 60-მდე სახეობა. გარეგნობით მცენარეები მართლაც სხვადასხვა შეფერილობის ქვებს მოგვაგონებენ. ხოლო შემოდგომაზე, როდესაც კოკრებს იკეთებს, უკვე შესამჩნევი ხდება, რომ უბრალო ქვებთან კი არა, ცოცხალ მცენარეებთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება ყვავილის გვირგვინს, ის შეიძლება თეთრი ან ყვითელი ფერის იყოს. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* 10 ფაქტი, რომლებიც გამოგონილს ჰგავს, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა

* ამას ყველას ეუბნებიან, მაგრამ ვიზრდებით და გვავიწყდება

* ნამდვილი კატის კოდექსი

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
286
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0