x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებული ადამიანების შემზარავი ფოტოები

image


ჩვენი ცხოვრება ძალიან მყიფეა და ის ყოველ წუთს შეიძლება რომ დასრულდეს, თუმცა ზუსტად როდის მოხდება ეს არავინ იცის, ეს არც ამ სტატიის გმირებმა იცოდნენ. დღეს, მსურს წარმოგიდგინოთ ის საზარელი ფოტოები, რომლებიც ამ ადამიანების სიკვდილამდე სულ ცოტა ხნით ადრე იქნა გადაღებული.




მე-5 სართულიდან გადმოვარდნა


image


19 წლის დიანა თავის ორი წლის ნათლულთან ერთად ხუთსართულიანი კორპუსის სახანძრო კიბიდან ხანძრის დროს გადმოვარდა, რომელიც მომხდარის დროს ჩამოინგრა, ქალი მრავლობითი მოტეხილობით იმავე ღამეს გარდაიცვალა, გოგონა კი მის სხეულზე დაცემის შედეგად გადარჩა.



14 წლის რეჯინა ქეი უოლტერსის უკანასკნელი ფოტო

image


ეს მკვლელის მიერ 14 წლის უოლტერსისთვის გადაღებული უკანასკნელი ფოტოა. მანიაკი, რობერტ ბენ როუდსი, რომელმაც ის მის მეგობარ ბიჭთან ერთად გაიტაცა, მის შეყვარებულს მყისიერად გაუსწორდა, გოგონას კი კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩააცვა, თმა შეაჭრა და მიტოვებულ ანგარში სიკვდილის წინ უკანასკნელი ფოტო გადაუღო.




ტუკა რაცოს ბოლო ფოტო


image

ეს 21 წლის ტუკა რაცოს უკანასკნელი კადრია, ფოტო გოგონას სახლის დაბომბვამდე 24 საათით ადრე იქნა გადაღებული.




საბედისწერო სასკოლო ექსკურსია


image


სკოლის მოსწავლეები ერთობლივ ფოტოს იმ დროს იღებენ, როდესაც მათი მეგობარი მდინარეში იხრჩობა.



კონცერტზე გადაღებული უკანასკნელი ფოტო


image


ეს ფოტოზე აღბეჭდილი ქალის ბოლო ფოტოა, ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტის დროს, რომელსაც ის მეუღლესთან ერთად ესწრებოდა მოულოდნელად შეიარაღებული პირი შეიჭრა და 58 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომელთა შორის ეს ქალიც აღმოჩნდა, მან სული მეუღლის მკლავებში დალია.



ბოლო დაშვება



image


მარკო სიფრედიმ დაშვება ევერესტზე დაიწყო და უგზაუკლოდ გაუჩინარდა, მისი ცხედარი ვერსად იპოვეს.



საბედისწერო ნახტომი


image

"Burning Man"-ის ფესტივალზე 2017 წელს მამაკაცი შევარდა. გაურკვეველია, რატომ გააკეთა მან ეს, მისი ნეშტის მიხედვით არც ალკოჰოლი და არც რაიმე აკრძალული ნივთიერება არ გამოვლენილა.



17 წლის მთამსვლელი


image


ეს ფოტო 17 წლის მთამსვლელის 300 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული, არანაირი დაზღვევა მას არ ჰქონია.



უკანასკნელი ვარჯიში


image


მოზარდმა ეს ფოტოები გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაიღო. ის ვარჯიშობდა, როცა კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და თავზე ჩამოენგრა, დაზიანებები სასიკვდილო აღმოჩდა.



საბედისწერო ოპერაცია


image


ქალს გლიობლასტომის დიაგნოზი დაუსვეს, ოპერაციამდე მან ეს პოზიტიური ფოტო გადაიღო, თუმცა აღნიშნული კადრი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, ამ ფოტოთი მისი ცხოვრებაც დასრულდა...




საბედისწერო ჩაყვინთვა


image


ფოტოზე, ფრიდაივერის, ნიკოლას მევოლის შეცბუნებულ მზერას ხედავთ, რომელმაც 72 მეტრის სიღრმეზე სუნთქვის შეკავების მსოფლიო რეკორდის დამყარება გადაწყვიტა. წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ ის წყლიდან უსაფრთხოდ ამოვიდა, და განაცხადა რომ ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა მოულოდნელად გონება დაკარგა და იმავე დღეს გარდაიცვალა.








0
274
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
274