x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
ტოპ 5 ყველაზე მაღალი ადამიანი მსოფლიო ისტორიაში
image

ჩვენში მამაკაცის საშუალო სიმაღლე 175 სანტიმეტრი ითვლება.თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის აბსოლუტური "ოქროს შუალედი". არც მაღალი და არც დაბალი. მაღლებად 180 - 185 სიმაღლის ბიჭებს მივიჩნევთ, მაგრამ ახლა ვისზეც გვექნება საუბარი ისინი აბსოლუტურად გიგანტები არიან. მათთან შედარებით ორი მეტრის სიმაღლის მქონე ადამიანებიც კი ჯუჯებად გამოიყურებიან.


მოდით გადავხედოთ და გავიხსენოთ მსოფლიო ისტორიაში (ფიქსირებული)5 ყველაზე მაღალი ადამიანი.


ფრანც ვინკელმაიერი(1860-1887)
ქვეყანა: ავსტრია
სიმაღლე: 259 სანტიმეტრი
ფრანც ვინკელმაიერი ჩვეულებრივ ბავშვად დაიბადა, მაგრამ 14 წლის ასაკში ინფექციური დაავადების შემდეგ, მან სწრაფად დაიწყო ზრდა და მიაღწია წარმოუდგენლად მაღალ სიმაღლეს.



image

ვინკელმაიერი დაიბადა 1860 წლის 27 აპრილს ზემო ავსტრიაში, ლენგაუში, გარდაიცვალა 1887 წლის 24 აგვისტოს და იყო თავისი დროის ყველაზე მაღალი ადამიანი 2, 58 მეტრით.

image

ჯონ კეროლი(1932-1969)
ქვეყანა: აშშ
სიმაღლე: 264 სანტიმეტრი

ჯონს აწუხებდა ხერხემლის მძიმე, 2-განზომილებიანი გამრუდება (კიფოსკოლიოზი) და აკრომეგალია.

image



image



ჯონ უილიამ "ბად" როგანი(1865 ან 1868 — 1905)
ქვეყანა: აშშ
სიმაღლე: 267 სანტიმეტრი
როგანმა ძალიან სწრაფად დაიწყო ზრდა 13 წლის ასაკში, რამაც გამოიწვია ანკოლოზი (სახსრების უმოძღაობა) . შედეგად მას უწევდა ყავარჯნებით გადაადგილება, შემდეგ კი სპეციალური ურმით, რომელიც თავად დააპროექტა. საინტერესოა, რომ გიგანტი სიკვდილამდე განაგრძობდა ზრდას.

image

ამერიკის მოქალაქე, მედიცინის ისტორიაში 17 ცნობილი ადამიანიდან ერთ-ერთია, რომელმაც მიაღწია სიმაღლეს 244 სმ ან მეტს, და ასევე მეორე ყველაზე მაღალი ადამიანი, რობერტ უოდლოუს შემდეგ, რომლის სიმაღლე ზუსტად გაზომეს და დაადასტურეს ცნობილმა მეცნიერებმა.

image


რობერტ უოდლოუ(1918-1940)
ქვეყანა: აშშ
სიმაღლე: 272 სანტიმეტრი
რობერტი ჩვეულებრივ ბიჭად დაიბადა. თუმცა, უკვე 4 წლის ასაკში მან ძალიან სწრაფად დაიწყო ზრდა. 8 წლის ასაკში ბიჭი უკვე საგრძნობლად მაღალი იყო ვიდრე მამამისი და მისი სხეულის წონა 90 კილოგრამს აღწევდა. რობერტის თავისებურება იშვიათი დაავადებით იყო განპირობებული. ბიჭის ჰიპოფიზის ჯირკვალში სიმსივნე განვითარდა, რამაც არანორმალური ზრდა გამოიწვია. რობერტს ასევე დაუსვეს დიაგნოზი აკრომეგალია, პათოლოგია, რომლის დროსაც ადამიანის თავის ქალას ძვლები ფართოვდება.

image

გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით ისტორიაში ყველაზე მაღალი დაფიქსირებული ადამიანი, რომლის სიმაღლე უდაოა. აწუხებდა ჰიპოფიზის სიმსივნე და აკრომეგალია. უოდლოუ იზრდებოდა მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში. როდესაც გარდაიცვალა, ის 272 სმ სიმაღლის იყო და 199 კგ-ს იწონიდა.


image


ფედორ მახნოვი(1872-1912)
ქვეყანა: ბელარუსი
სიმაღლე: 285 სანტიმეტრი.


ფიოდორ მახნოვი ითვლება ისტორიაში ყველაზე მაღალ კაცად. თუმცა მისი ზუსტი სიმაღლე და წონა დადასტურებული არ არის. ზოგიერთი ისტორიული წყარო დარწმუნებულია ამ მონაცემების სისწორეში.

image

სხვები ამტკიცებენ, რომ გიგანტის სიმაღლე არ აღემატებოდა 240 სანტიმეტრს. შესაძლოა, გაზვიადება აიხსნა იმით, რომ მას ეხურა უზარმაზარი კაზაკური ბეწვის ქუდი და მაღალქუსლიანი ჩექმები, რაც მის სიმაღლეს მატებდა.


image


მთავარ ფოტოზე:ფედორ მახნოვი

0
456
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
456
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0