x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
რატომ არის თვითმფრინავის ფანჯრები მრგვალი: მიზეზი, რის გამოც კვადრატული მრგვალი ფორმით ჩანაცვლდა

image

ილუმინატორის მომრგვალებული ფორმა უკვე იმდენად ჩვეული გახდა, რომ კითხვებსაც კი აღარ ბადებს, თუმცა ყოველთვის ასე როდი იყო. გასული საუკუნის შუა პერიოდის ფოტოებზე შეგიძლიათ იხილოთ თვითმფრინავები კვადრატული ან მართკუთხა ფანჯრებით, რომლებიც სარკმელს უფრო წააგავდა. ავიაციის განვითარების იმ ეტაპზე ეს იყო სტანდარტი, თუმცა დროთა განმავლობაში ფრენის სიმაღლე და სიჩქარე გაიზარდა, თვითმფრინავის კორპუსი კი სულ უფრო მეტ დატვირთვას განიცდიდა, რის გამოც ლითონმა დაზიანება უფრო სწრაფად დაიწყო.


image


სამწუხაროდ, ინჟინრებს რამდენიმე ტრაგიკული მოვლენა დასჭირდათ იმისთვის რომ თვითმფრინავის ფანჯრების დიზაინისთვის ახლებურად შეეხედათ. ეს იყო 1950-იან წლებში, როდესაც კომერციულმა ავიალაინერებმა ზრდა დაიწყეს, თუმცა ამავდროულად ჰაერში დაშლაც. 1950-იანი წლების დასაწყისში ბრიტანულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა კომპანია "de Havilland"-მა წარმოადგინა რეაქტიული ავიალაინერი სახელად "კომეტა". თვითმფრინავი, ავიაციის ნამდვილ სასწაულად ითვლებოდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ ის ჰაერში ნაწილებად დაიშალა. რამდენიმე თვის შემდეგ იგივე განმეორდა კომპანიის კიდევ ორ თვითმფრინავთან დაკავშირებით. ინჟინრებმა თვითმფრინავის თითოეული ხრახნის დიაგნოსტიკა ჩაატარეს და პრობლემაც აღმოაჩინეს.


image


კატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის კვადრატული ფანჯრები აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ ფანჯრების კუთხეებზე დიდი დატვირთვა მოდის, რომელიც ფრენის დროს კიდევ უფრო იზრდება. ინჟინრებმა პრობლემა ფანჯრების კუთხეების დამრგვალებით გადაჭრეს. ამის წყალობით, ფრენა ახლა უკვე ბევრად უფრო უსაფრთხო გახდა.


image


1950-იანი წლისთვის "DeHavilland Comet"-ის მსგავსი თვითმფრინავები თავის წინამორბედებთან შედარებით გაცილებით უფრო სწრაფად და მაღლა დაფრინავდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე რეისის შესრულებისა და წნევის მრავალჯერადად მომატების შემდეგ, ეს კვადრატული ფანჯრები პრაქტიკულად წნევისგან იშლებოდა.

image

მომრგვალებულ ფანჯრებს კი შეუძლიათ თანაბრად გაანაწილონ წნევა, მრგვალი ფანჯრის ფორმები დეფორმაციის მიმართაც ასევე უფრო ძლიერი და მდგრადია, რაც მათ საშუალებას აძლევს გაუძლოს წნევის განმეორებით ცვლილებას როგორც თვითმფრინავის შიგნით, ასევე გარეთაც.



image

ასევე შეგიძლიათ შეამჩნიოთ, რომ თქვენსა და თვითმფრინავის გარე ნაწილს შორის არის აკრილის (არა მინის) რამდენიმე ფენა. ეს ფენები უზრუნველყოფს დამატებით დაცვას ამინდის პირობებისგან, როგორიცაა წვიმა, ქარი და ნისლი, და ის თუ იცით რა მნიშვნელობის მატარებელია ილუმინატორის ქვევით მდებარე ეს პატარა ხვრელი?


image


მას "გამწოვს" უწოდებენ, რომელიც დაცვის კიდევ ერთ დონეს ქმნის, რაც ხელს უწყობს ბორტზე ჰაერის წნევის შენარჩუნებას შედარებით მუდმივ დონეზე, გარდა ამისა ის ასევე საშუალებას აძლევს ჰაერს გაიაროს ფანჯრის სხვადასხვა ფენაშიც.











0
228
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
228