x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134551
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ცნობილი მსახიობები, რომელთა დამტკიცებაც როლზე გარეგნობის გამო არ უნდოდათ

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მსახიობისთვის? რა თქმა უნდა, ნიჭი და სამსახიობო უნარები. მაგრამ ზოგჯერ გარეგნობა გადამწყვეტ როლს თამაშობს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსახიობი ჯერ კიდევ ვერ დაიკვეხნის შთამბეჭდავი პორტფოლიოთი. გაგიკვირდებათ და ეს მსახიობები გარეგნობის გამო დაიწუნეს რეჟისორებმა როლისთვის:

1. ჯენიფერ ლოურენსი არასაკმარისად ლამაზად ჩათვალეს შერონ ტეიტის როლისთვის ფილმში ერთხელ ჰოლივუდში (2019), მის ნაცვლად კი რეჟისორებმა მარგო რობი დაამტკიცეს.image

2. ქეით ბეკინსეილი არასაკმარისად ლამაზად ითვლებოდა მედდა ეველინის როლისთვის ფილმში Pearl Harbor (2001).

მსახიობის თქმით, ასე ფიქრობდა ფილმის რეჟისორი მაიკლ ბეი.

მისთვის მიმზიდველი ქალი არ ვიყავი. ასე რომ, იყო დიდი პანიკა და შფოთვა კითხვაზე: "როგორ ვაპირებთ რომ ის მიმზიდველი გავხადოთ?"

თუმცა ამ როლზე ბეკინსეილი მაინც მიიღეს.image

3. სკარლეტ იოჰანსონი კი პირიქით, ზედმეტად ლამაზად ჩათვალეს ლიზბეთ სალანდერის როლისთვის ფილმში “გოგონა დრაკონის ტატუირებით" (2011). მსახიობი როლზე არ დაამტკიცეს, მის ნაცვლად ფილმში რუნი მარამ ითამაშა.image

4. ენდრიუ გარფილდი ასევე არასაკმარისად ლამაზად მიიჩნიეს, მთავარი როლისთვის ფილმში ნარნიას ქრონიკები: პრინცი კასპიანი (2008). მის ნაცვლად კი ბენ ბარნსმა ითამაშა.image

5. ჰიუ გრანტი ზედმეტად ლამაზად ჩათვალეს მთავარი როლისთვის ფილმში “ოთხი ქორწილი და დაკრძალვა'' (1994). ასე ფიქრობდა ფილმის სცენარისტი რიჩარდ კერტისი, რომელიც მთელი ძალით ცდილობდა, რომ გრანტს როლი არ მიეღო, თუმცა, ფაქტია არ გამოუვიდა.image

6. მერილ სტრიპი არასაკმარისად ლამაზად ითვლებოდა მთავარი როლისთვის ფილმში "კინგ კონგი" (1976 წ.) მსახიობს არ მიუღია როლი, მის ნაცვლად ითამაშა ჯესიკა ლანგმა.image

7. ჰიტ ლეჯერი ზედმეტად ლამაზად ითვლებოდა ჯოკერის როლის შესასრულებლად ბნელ რაინდში (2008). პრესა ამის შესახებ ხშირად წერდა, თუმცა ლეჯერის ჯოკერი დღეს ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.image

8. ემი როსუმი ზედმეტად ლამაზად ითვლებოდა ფიონა გალაგერის როლისთვის სერიალში “უსირცხვილო"(2011−2021). მსახიობის თქმით, თავდაპირველად მათ არც კი სურდათ მისი ქასთინგზე დაშვება. თუმცა, როლი მაინც მიიღო.image

9. ბენედიქტ ქამბერბეტჩი არ იყო საკმარისად სიმპათიური სერიალისთვის "შერლოკი" (2010-2017). ეს იყო BBC-ის რამდენიმე პროდიუსერის განაჩენი, თუმცა, მათი აზრი არ იქნა გათვალისწინებული და ქამბერბეტჩმა როლი ყოველგვარი კონკურენციის გარეშე მიიღო.image

10. დევიდ ტენანტი საკმარისად სიმპათიურად ითვლებოდა მინი-სერიალ კაზანოვაში (2005) მთავარი როლის შესასრულებლად. თუმცა, ნიჭმა თავისი გაიტანა და მსახიობმა როლი მიიღო.image

11. შარლიზ ტერონი ზედმეტად ლამაზად ითვლებოდა ფილმისთვის "ეშმაკის ადვოკატი" (1997). რეჟისორმა ტეილორ ჰეკფორდმა თავდაპირველად ჩათვალა, რომ ტერონი ძალიან ლამაზი იყო ასეთი როლის შესასრულებლად. თუმცა, მსახიობმა მას დაუმტკიცა, რომ მას შეეძლო საკუთარი თავის გარდაქმნა და ის დარჩა ფილმში.image

12. კირა ნაითლი ზედმეტად ლამაზად ითვლებოდა ელიზაბეთის როლისთვის ფილმში სიამაყე და ცრურწმენა (2005). ფილმის რეჟისორს, ჯო რაიტს, თავდაპირველად არ სურდა მსახიობის გადაღება ფილმში მისი მიმზიდველობის გამო, მისი აზრი მის ფოტოებსა და ფილმებზე იყო დაყრდნობილი. თუმცა, პირად შეხვედრაზე, მან, ნაითლის თქმით, თქვა: ”არა, შენ საკმაოდ შესაფერისი ხარ”.image

0
473
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
473
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0