x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ჰაეროვანი ქადები (უმარტივესი რეცეპტი)

image


ინგრედიენტები:


ფქვილი — 400 გრ.

კარაქი — 180 გრ.

კეფირი — 200 გრ.

კვერცხი — 1 ცალი

სოდა — 1 ჩ.კ.

ვანილინი — 1 ჩ. კ.


გულსართისთვის:


ფქვილი — 200 გრ.

შაქარი — 200 გრ.

ზეთი — 100 მლ.


მომზადება:


I. გაცერით თასში ფქვილი > შეაზილეთ ცივი კარაქი (ფხვიერი მასა უნდა მიიღოთ, პატარა ბურთულებით).

II. გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა > გულს დაამატეთ ვანილინი და ცოტა წყალი, კარგად შეურიეთ საკონდიტრო ფუნჯით > ცილა დაამატეთ კეფირს > კეფირი ჩაასხით ფქვილიან თასში და დაამატეთ სოდა > მოზილეთ ცომი > შეახვიეთ სამზარეულოს აპკში, რომ არ გაშრეს.

III. გულსართის მოსამზადებლად, მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე ფქვილი > გადაიტანეთ თასში > დაამატეთ შაქარი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს ეს ორი ინგრედიენტი > დაამატეთ ზეთი და იქამდე ზილეთ, ვიდრე ფხვიერ მასას არ მიიღებთ, ისევე როგორც ფქვილის და კარაქის შერევისას.

IV. გაყავით ცომი ორ ნაწილად და გააკეთეთ გუნდები > გაყავით 2 ნაწილად გულსართიც > გააბრტყელეთ თითოეული გუნდა 3 მმ. სისქეზე > გაანაწილეთ ზემოდან გულსართი და გადაახვიეთ > ხვეული გააბრტყელეთ 1 სმ. სისქეზე > გადაუსვით კვერცხის გული და გასაფორმებლად, შეგიძლიათ ზემოდან ჩანგლის წვერები გადაატაროთ > დაჭერით ზიგზაგისებურად და სამკუთხედები მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე (გამოსაცხობად გამოიყენეთ კალკა ან საცხობ ფირფიტას ცხიმი წაუსვით).

V. გამოაცხვეთ 180°-ზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.


image

სხვა სიახლეები:


* იყო კი, გაგარინი კოსმოსში?

* ვანგამ უცხოპლანეტელებთან კონტაქტის თარიღი დაასახელა

* ილონ მასკმა ეგვიპტის პირამიდების საიდუმლო გაამხილა

* ინგლისური სახალისო ისტორიები




0
186
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0