x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
საბჭოთა პერიოდის სამი მივიწყებული სალათა, რომელიც თქვენ სადღესასწაულო სუფრას მოუხდება
თანამედროვე ცხოვრების ორომტრიალში ხშირად ვივიწყებთ მარტივ, მაგრამ გემრიელ კერძებს, რომელიც პოპულარული იყო საბჭოთა პერიოდში. დღეს უმეტესად საახალწლო სუფრაზე "ოლივიეს", იგივე "მოსკოვურ " სალათას შეხვდებით, თუმცა გასულ საუკუნის შუახანებიდან მოყოლებული არანაკლებ პოპულარული იყო საკმაოდ გემრიელი სალათები, რომელთა რეცეპტებს ახლა შემოგთავახებთ:



სალათი "სამგზავრო" -საბჭოთა კავშირის დროს ძალიან გავრცელებული იყო, მაგრამ ახლა დაუმსახურებლად მივიწყებულია. დამიჯერეთ, მისი გემო და მარტივად მომზადება უდავოდ იმსახურებს თქვენს ყურადღებას.



ამ სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:



ძროხის ღვიძლი - 250 გრამი;



კიტრის მწნილი - 1 ცალი საშუალო ზომის;


ხახვი - 1 თავი;


სტაფილო-1 ცალი


ფქვილი - 2 სუფრის კოვზი;


ზეთი ან კარაქი - შესაწვავად;


მაიონეზი - გემოვნებით.


მარილი და პილპილი გემოვნებით



საქონლის ღვიძლი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ მცენარეულ ზეთში, სანამ არ გახდება ოქროსფერი. გაციების შემდეგ დანით წვრილად დაკუწეთ . ხახვი დავჭრათ ნახევარ რგოლებად, გავხეხოთ სტაფილო მსხვილ სახეხზე და შევწვათ მცენარეულ ზეთში. კიტრის მწნილი დავჭრათ წვრილად . შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და დაამატეთ მაიონეზი გემოვნებით.


image



ვინეგრეტი ჩაშუშული ხორცით



კლასიკური ვინეგრეტი არის სალათა, რომელიც ბევრს უყვარდა საბჭოთა პერიოდში. მაგრამ იყო კიდევ ერთი ვარიანტი - ჩაშუშული ხორცით(ე.წ. ტუშონკით)! ეს სალათი უფრო მსუყეა და გემოც საინტერესო აქვს.



ინგრედიენტები:



ჩაშუშული - 1 ქილა (350 გრამი);


კარტოფილი - 5-6 მოხარშული;


კიტრის მწნილი - 3 ცალი ;


მოხარშული ჭარხალი - 1 ცალი;


მწვანე ხახვი - 100 გრამი;


მაიონეზი - ნახევარი ჭიქა;


მდოგვი - 1 ჩაის კოვზი;


ძმარი - 1 სუფრის კოვზი.


მარილი გემოვნებით



ჯერ მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერათ კუბიკებად. შემდეგ ანალოგიურად დავჭრათ მწნილი და მოხარშული ჭარხალი. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ თასში, დაუმატეთ ერთი ქილა ჩაშუშულის შიგთავსი და წვრილად დაჭრილი ხახვი. შემდეგი - მაიონეზი, მდოგვი და ძმარი. ყველაფერი კარგად აურიეთ და გადაიტანეთ სალათის ჭურჭელში სუფრაზე მისატანად.


image


კარტოფილის სალათა


კარტოფილის სალათი არის მარტივი და გემრიელი კერძი, რომელიც თითქმის ყველა საბჭოთა სუფრას ამშვენებდა



სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:



მოხარშული კარტოფილი - 500 გრამი;


მწვანე ხახვი, ოხრახუში, კამა - გემოვნებით;


მცენარეული ზეთი - 2 სუფრის კოვზი;


ძმარი - მეოთხედი სუფრის კოვზი;


მარილი და პილპილი - გემოვნებით.




ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია კარტოფილის სალათის მომზადებისთვის



კარტოფილი დავჭრათ ნაჭრებად და მოვათავსოთ თასში. დავაყაროთ მარილი, პილპილი, მოვასხათ მცენარეული ზეთი და ძმარი . მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი ;


მიირთვით ეს სალათი ხორცთან, ფრინველთან ან თევზთან ერთად. უმჯობესია კერძი მოამზადოთ ახლად მოხარშული თბილი კარტოფილისგან.

image

0
230
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0