x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134550
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ფრენბურთელი ტატიანა დემიანოვა, წარმატებული სპორცმენის "ცეცხლოვანი" სურათების კოლაჟით

image

ტატიანა დემიანოვა ფრენბურთელია ყაზახეთიდან, მისმა წარმატებულმა კარიერამ ფრენბურთში მას უამრავი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი გაუჩინა.


ტატიანა აღიარებულია ყველაზე ლამაზ და სექსუალურ ფრენბურთელად, როგორც ყაზახეთში, ასევე ზოგადად ქალთა ფრენბურთში.


დემიანოვა დაიბადა ყაზახეთში, აკმოლინის ოლქის ქალაქ დერჟავინსკში. მოგვიანებით ოჯახი კოსტანაიში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც გოგონა სპორტისადმი მიდრეკილების გამო სპორტის რამდენიმე სექციაზე მიიყვანეს მშობლებმა, ფრენბურთის სექციის მწვრთვნელებმა მასში სწრაფად დაინახეს მაღალი პოტენციალი და მშობლებს ურჩიეს გოგონა ფრენბურთის სექციაზე ეტარებინათ. ტატიანა ასე, სრულიად ნორჩ ასაკში მოხვდა ფრენბურთის სამყაროში და დღემდე წარმატებულ ფრენბურთელ ქალად რჩება.

უნდა ითქვას, რომ ტატიანას დედა მარია, თავადაც ფრენბურთის მწვრთვნელია, სწორედ ის გახდა ტატიანას პირველი მწვრთვნელი და დამრიგებელი ფრენბურთში.

ფენბურთის გარდა ტატიანა დაკავებული იყო კრივით და ტაილანდური კრივით. ტაილანდური კრივით დემიდოვა დღემდეა დაკავებული, მისი მწვრთვნელის თქმით დემიდოვას სპორტის ეს სახეობა, რომ აერჩია ძალიან წარმატებული იქნებოდა, რადგან მას ყველა მონაცემები აქვს იმისათვის, პროფესიონალურ დონეზე მიეღო მონაწილეობა ქალთა შორის ტაილანდურ კრივში.

ტატიანა გულღია და უშუალო ადამიანია, ის არ ერიდება გულშემატკივრებთან ურთიერთობას, არც ჟურნალისტებთან აქვს ცუდი დამოკიდებულება.
არც პაპარაცებს ემალება, მეტიც თავადვე დებს თავის გვერდზე სოციალურ ქსელებში საკმაოდ "ცეცხლოვან" სურათებს, სადაც მართლაც, რომ მშვენივრად გამოიყურება ეს წარმატებული ფრენბურთელი გოგო.

ესეც დემიდოვას სურათების კოლაჟი, რომელიც ვფიქრობ მოგეწონებათ.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
+12

















0
576
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
576