x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
რამდენიც არ უნდა იძახოს ისრაელმა ანტიტერორისტულ ოპერაციას ვატარებო, რეალურად მიდის ტერიტორიის გაწმენდა ეთნიკური არაბებისაგან

image
"ჰამასის" ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ისრაელში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს, რომელსაც 1000-ზე მეტი ებრაელი და ისრაელის სტუმარი შეეწირა, ისრაელმა ანტიტერორისტული მოქმედებებით უპასუხა.
თავდაპირველად თუ ისრაელი პრევენციულ საავიაციო წერტილოვან დარტყმებს ახორციელებდა ღაზაში ტერორისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, სახმელეთო ოპერაციის დაწყების პირველივე დღითან ანტიტერორისტული ოპერაცია გავიდა სპეცოპერაციის ფარგლებიდან, რადგან მასობრივი საავიაციო და სარაკეტო დარტყმების ქვეშ მოექცა ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობა.
მართალია ისრაელმა რამდენიმე დღე მისცა ღაზას მცხოვრებლებს დაეცალათ ქალაქი და გასცლოდნენ საომარი მოქმედებების ზონას, მაგრამ ეს მოთხოვნა თავშივე აბსურდული იყო, რადგან მილიონიანი ქალაქის დაცლა, თან დაბომბილი ქალაქის პირობებში, როცა ღაზას უკვე არც წყალი მიეწოდებოდა, არც საკვები და არც საწვავი ისრაელის მხრიდან.
ისრაელმა ჰუმანიტარული კატასტროფა შექმნა ღაზის სექტორში, შემდეგ კი "ჰუმანური სახის" შესანარჩუნებლად ღაზის მოსახლეობას მოუწოდა გასულიყვნენ ღაზის სექტორიდან, რათა ებრაული ავიაციის და არტილერიის ცეცხლის ქვეშ არ მოქცეულიყვნენ.

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მოსახლეობა უსახსრობის და საწვავის არქონის გამო ღაზას ვერ დატოვებდა რამდენიმე დღეში, მით უფრო როცა წასასვლელიც არსად ჰქონდა.
მიუხედავად ამისა ისრაელმა დაიწყო სახმელეთო ანტიტერორისტული ოპერაცია ღაზას სექტორში, რამაც კოლოსალური მსხვერპლი გამოიწვია მშვიდობიან მოსახლეობაში.
პირადად ყოველთვის ვემიჯნებოდი, ვემიჯნები და გავემიჯნები ტერორს და ტერორისტებს, მაგრამ ასევე არასდროს დავუჭერ მხარს ხალხის ეთნოწმენდას და გენოციდს, რასაც ახლა არაბების მიმართ ახორციელებს ისრაელი.
"სუფთა ველი"-ასე შეიძლება ეწოდოს ისრაელის არმიის მოქმედებებს ღაზას სექტორში, ვისაც თუნდაც მედიით აქვს ნანახი ღაზა დამეთანხმება ისეთი ურბანული განაშენიანების მქონე დასახლებულ პუნქტში არმიის მოქმედებას მუდამ მოჰყვება კოლოსალური მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და ისრაელის ხელისუფლების თქმა, თითქოს წერტილოვან დარტყმებს ახორციელებდეს ტერორისტების ბუნეგებზე, სრული აბსურდი და მარაზმამდე დასული სიცრუეა.

როგორც, ისრაელის პრემიერმა აღნიშნა ბრიფინგზე, ებრაელებმა 3 ებრაელი მძევალი თავადვე მოკლეს და ამას გულდასაწყვეტი შეცდომა უწოდა.
არა, ეს გულდასაწყვეტი შეცდომა კი არა, სამხედროების მიერ ფართომასშტაბიანი აგრესიის გამოძახილია. ნახავდით ინტერნეტში კადრებს, სადაც ებრაელი სამხედროები კარებს ამტვრევენ და შესვლის გარეშე ყრიან შიგნით ხელყუმბარებს.
ამგვარი მოქმედება გამართლებულია ის, სადაც ზუსტადაა ცნობილი, რომ იმყოფებიან ტერორისტები და არა მშვიდობიანი ოჯახები.
სსრკ-ს დროს ანალოგიურად იქცეოდნენ საბჭოთა ჯარისკაცები, რის შედეგადაც მათმა მოქმდებამ უკურეაქცია გამოიწვია და ავღანელების იმ კატეგორიამაც აიღო ხელში იარაღი, ვინც ადრე საბჭოელების მიმართ ლოიალურ და ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა.

ის რასაც ახლა აკეთებს ისრაელის ხელისუფლება, ესაა არაბების ეთნოწმენდა და გენოციდი. ამას ვამბობ, როგორც ყოფილი სამხედრო ოფიცერი, რომელსაც საკმაო გამოცდილება აქვს, როგორც სპეცოპერაციებში, ასევე დივერსიული მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით.

დააკვირდით რუკას, ისრაელის დაარსების დღიდან როგორ შეიცვალა ისრაელის ტერიტორიები, ყოველ ებრაულ "სპეცოპერაციას" მოსდევს არაბების ეთნოწმენდა და ისრაელის ტერიტორიების გაფართოება.



დღევანდელი ვიდეო



ქალაქის ქუჩებში, მით უფრო როცა საუბარია ძალიან მჭიდროდ დასახლებულ სექტორში, პროფესიონალი მებრძოლისთვისაც შეუძლებელია ყველაფერი წინასწარ განსაზღვროს.
სწორედ აქედან გამომდინარე განიცდის "ცახალი" ძალიან დიდ დანაკარგებს და ეს დანაკარგები ყოველდღიურად მატულობს, რადგან როცა მისსავე ტერიტორიაზე ტერორისტთან ერთად ებრძვი, შენს მიერ ოჯახამოწყვეტილი ადამიანების შეიარაღებულ ჯგუფებს, ბრძოლა ზეთანამედროვე შეიარაღების ქონის პირობებშიც გაგიჭირდება.


+14


0
269
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
269