x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134550
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ტუტანხამონის სამარხში ნაპოვნი სამკაული არამიწიური აღმოჩნდა

ტუტანხამონის სამარხის ძებნა ათწლეულების მანძილზე მიმდინარეობდა. ბევრი არქეოლოგი ცდილობდა ამ ლეგენდარული სამარხის პოვნას, რადგან სადღაც, მეფეთა ველის ქვიშებში, ახალგაზრდა ფარაონის ხელუხლებელი სამარხი იმალებოდა, მისი უთვალავი განძეულით. თუმცა, ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა...

და აი, 1922 წ. ეგვიპტეში გათხრები ბრიტანელმა არქეოლოგმა და ეგვიპტოლოგმა ჰაუარდ კარტერმა განაახლა. მან, ამ ძიებით, ინგლისელი ლორდის კარნარვონის დაინტერესება მოახერხა და ის ექსპედიციის დაფინანსებას დათანხმდა.


image


მრავალთვიანი შრომატევადი გათხრების შემდეგ, კარტერის გუნდმა ბოლოს და ბოლოს, ფარაონ რამსეს VI სამარხთან, მიწისქვეშა საფეხურები აღმოაჩინა. შესასვლელის და დერეფნის გასუფთავების შემდეგ, რომელშიც კიბეები ჩადიოდა, არქეოლოგი, ლორდთან და ექსპედიციის რამდენიმე მონაწილესთან ერთად, სამარხში ჩავიდა... და პირველივე ოთახში, კარტერი, იატაკზე მიმოფანტულმა ოქროს ნივთებმა და სამკაულის დანახვამ გააოცა. მთელს ამ ბრწყინვალებაში, განსაკუთრებით, ქოთნები გამოირჩეოდა, რომელშიც ფარაონის შინაგანი ორგანოები ინახებოდა.

არქეოლოგმა, აკანკალებული ხელებით, ერთ-ერთი ოქროს თასი აიღო და მასზე ბეჭედი დაინახა, ფარაონის სახელის სიმბოლოებით (ძველ ეგვიპტეში, ანბანის ყველა ასოს, გარკვეული სიმბოლო შეესაბამებოდა). ეს ყველაფერი ტუტანხამონს ეკუთვნოდა.

ამ აღმოჩენამ, მთელს მსოფლიოში, ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია და პრესის ყურადღება მიიპყრო. თუმცა, სამარხის სრულად შესწავლა, მაშინვე ვერ მოხერხდა – წლები დასჭირდა, ყველაფრის საგულდაგულოდ გასუფთავებასა და აღწერას...


image


დიდი ხნის მანძილზე, სამარხში აღმოჩენილი ყველა არტეფაქტი, ძველეგვიპტურად ითვლებოდა. მაგრამ, ამ ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა იმ მასალების შემადგენლობის შესწავლა გადაწყვიტეს, რომლითაც ეს არტეფაქტები იყო დამზადებული.

აღმოჩნდა, რომ ყველასთვის ცნობილი გულსაკიდი, ყვითელი შუშით იყო დამზადებული. უფრო დიდი აღმოჩენა კი, წინ ელოდათ... მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ასეთი შუშის შექმნა მხოლოდ მაღალი ტემპერატურის პირობებში შეიძლება. მათ თანამედროვე ელექტრონული მიკროსკოპი გამოიყენეს, რომელმაც შუშაში საოცარი მინერალების კრისტალები არსებობა დააფიქსირა, რომლის ფორმირება მხოლოდ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, დაახლოებით, 2000-3000 გრადუსზეა შესაძლებელი.
წარმოიდგინეთ, რომ ასეთი ცხელი ვულკანის ლავაც კი არ არის – მისი ტემპერატურა, საშუალოდ, 1000 –დან – 1200 °C-ს შორის მერყეობს.

ამრიგად, დედამიწაზე მსგავსი ნედლეულის ფორმირება შანსი, უბრალოდ, არ იყო. ამიტომ, ერთადერთი ვარიანტი – გულსაკიდის უცხოპლანეტური წარმომავლობა არის.


P. S. არსებული წერილობითი წყაროს მიხედვით, ძველ ეგვიპტეში, ქვეყნის ყველა მმართველს თავისი ზეციური მრჩეველი ჰყავდა და სწორედ ისინი აძლევდნენ არამიწიურ არტეფაქტებს ეგვიპტის მომავალ ფარაონებს. დიდი ხნის მანძილზე, ეგვიპტოლოგები ამტკიცებდნენ, რომ ეს მხოლოდ მითი იყო და არანაირი ციური მრჩევლები და მით უმეტეს, არამიწიური წარმოშობის რელიკვიები არ არსებობდა... და ასე იქამდე გრძელდებოდა, ვიდრე 1922 წ. ტუტანხამონის (ძვ. წ. აღრ. 1341–1323 წწ.) სამარხი არ გახსნეს. გაგრძელება >>>


image

სხვა სიახლეები:


* ჰიტლერმა წაიკითხა მოხსენება და თქვა – "სისულელე!"... და შემდეგ, ძალიან ინანა

* მიწისქვეშა ქალაქის საიდუმლო

* ამ ფოტოებზე რა ხდება? – სახალისო სურათები (V ნაწილი)

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
536
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
536
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0