x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134680
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508878
ფარაონების ზეციური მრჩევლების და არამიწიური არტეფაქტები

ძველ ეგვიპტეს უამრავი საიდუმლო უკავშირდება. მეცნიერები ჯერაც ვერ მივიდნენ კონსენსუსამდე, პირამიდების დანიშნულებასთან დაკავშირებით. ხოლო, ინტერნეტში სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება, პირამიდების და სფინქსის ქვეშ არსებული, იდუმალი მიწისქვეშა ნაგებობების შესახებ.


image


თუმცა, აქ გადაუმოწმებელი ინფორმაციის განხილვას არ მოვყვებით და თქვენს ყურადღებას, რეალურად არსებულ, არამიწიერი წარმომავლობის არტეფაქტებზე გავამახვილებთ.

XX საუკუნის დასაწყისში, ბრიტანელმა არქეოლოგებმა ეგვიპტის ფარაონების და დიდებულების სამარხები ნაწილობრივ, ზოგი კი მთლიანად, გაძარცვეს არაერთი ფაქტი გამოავლინეს. ამასთან, როგორც წესი, მოპარული სხვადასხვა წვრილმანი იყო, რომელიც ადრე ფარაონებს ეკუთვნოდათ.

XX საუკუნის შუა ხანებში, ინგლისში წიგნი – «ვინ გაძარცვა ფარაონები?» გამოვიდა, რომელშიც საფლავების მძარცველებზე და ჩატარებულ გამოძიებაზე იყო მოთხრობილი. მართალია, გამოძიებას არანაირი შედეგი არ ჰქონია და ქურდის, თუ ქურდების ვინაობა ვერ დაადგინეს, მაგრამ ერთი რამ ცხადი გახდა: ვიღაც, ვინც ზუსტად ფლობდა ინფორმაციას ფარაონების სამარხების შესახებ, შიგნით შედიოდა და კონკრეტულად რაღაც ნივთებს იპარავდა. ამასთან, ენით აღუწერ სიმდიდრეს, ოქროს სამკაულს და მნიშვნელოვან დოკუმენტებს, უძველესი პაპირუსების სახით, ხელუხლებელს ტოვებდა.

თავდაპირველად, გახსნილ სამარხებში შესვლის შემდეგ, არქეოლოგებმა ჩათვალეს, რომ მოპარული საერთოდაც არაფერი იყო. თუმცა, 1976 წ. მას შემდეგ, რაც უძველესი პაპირუსი გაშიფრეს, რომელშიც ფარაონის დაკრძალვის რიტუალი სრულად იყო აღწერილი, აზრი შეიცვალეს.

არსებული წერილობითი წყაროს მიხედვით, ქვეყნის ყველა მმართველს თავისი ზეციური მრჩეველი ჰყავდა და სწორედ ისინი აძლევდნენ არამიწიურ არტეფაქტებს ეგვიპტის მომავალ ფარაონებს. დიდი ხნის მანძილზე, ეგვიპტოლოგები ამტკიცებდნენ, რომ ეს მხოლოდ მითი იყო და არანაირი ციური მრჩევლები და მით უმეტეს, არამიწიური წარმოშობის რელიკვიები არ არსებობდა... და ასე იქამდე გრძელდებოდა, ვიდრე 1922 წ. ტუტანხამონის (ძვ. წ. აღრ. 1341–1323 წწ.) სამარხი არ გახსნეს.

მისი საჩუქარი ზეციური მრჩევლისგან ხანჯლები აღმოჩნდა. ამასთან, ერთი მიწიური ლითონებისგან იყო დამზადებული, მეორე კი – მეტეორიტის რკინისგან და უცნობი მინერალისგან. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მეტეორიტის რკინისგან დამზადებულ ხანჯლის მასალაში, საერთოდ არ არის ჟანგბადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვაკუუმში იყო დამზადებული. და აქ ისმის კითხვა: რამდენად რეალურია, რომ ძველ ეგვიპტეში ვაკუუმის მიღება შეეძლოთ?

უძველესი პაპირუსების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზეციური მრჩევლების, მინიმუმ, 14 რელიკვია მაინც არის დაკარგული. ყოველ შემთხვევაში, ეს არტეფაქტები, ფარაონების იმქვეყნიური «მზითვის» სიაში იყო, სამარხებში კი ვერ აღმოაჩინეს. მათ შორის არის რამზესის III მშვილდი, სემერხეტის კვერთხი, ჰორის თილისმა, ინტეფ II «თვალი» და სხვა.


imageტუტანხამონის ოქროს და მეტეორიტის რკინის ხანჯლები


ეგვიპტოლოგები, რომლებსაც სჯერათ ფარაონების და მათი გარემოცვის ზეციურ მრჩევლებთან კავშირის, ამტკიცებენ, რომ აღნიშნული არტეფაქტები, შესაძლოა, კერძო კოლექციებში იყოს დაცული. ეგვიპტის ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით, განცხადებაც კი გამოაქვეყნა, რომელშიც კოლექციონერებს საკუთარი ექსპონატების ლითონის შემადგენლობაზე შემოწმება სთხოვა... და თუ არამიწიური წარმომავლობის არტეფაქტები კიდევ აღმოჩნდება, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ ძველ ეგვიპტეში ფარაონებს, მართლაც ჰქონდათ კავშირი სხვა, უცნობი ცივილიზაციის წარმომადგენლებთან, რომელიც, როგორც ჩანს, განვითარების მიხედვით, აქაურს ბევრად აღემატებოდა...


image

არხის სხვა სიახლეები:


* ატლანტები წარღვნის გამო კი არ გაქრნენ, დედამიწის დაცვას შეეწირნენ

* რის თქმას აპირებდა ჯონ კენედი და რატომ მოკლეს?

* ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ – ფოტოები, რომლებსაც კარგად უნდა დააკვირდეთ (IV ნაწილი)

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



1
515
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
515
  
2023, 12 ნოემბერი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1