საზოგადოება
"სირცხვილი და თავის მოჭრა!"- რამ აღაშფოთა ნიკა გვარამია
2023, 11 დეკემბერი, 14:18
"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ქუთაისში გამართულ ადრიანო ჩელენტანოს ორეულის კონცერტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და აღნიშნულ ივენთს მთელი ქუთაისის "სირცხვილად" და "თავის მოჭრად" აფასებს:
"ყველაფერი ფეიკია ქართული ოცნების საქართველოში.
ჩელენტანოს ორეულის კონცერტს რომ ქუთაისს აკადრებ.
სირცხვილი და თავის მოჭრა!"- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ადრიანო ჩელენტანოს ორეულის კონცერტი გაიმართა, რამაც არაერთი ადამიანის უკმაყოფილება და კრიტიკა დაიმსახურა.