x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134679
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508867
"გაფრთხილებ, გამოგჭამ ყელს"- რატომ დაუპირისპირდა ლენუკა ყიფშიძე ნანუკა ჟორჟოლიანს

image


მსა­ხი­ობ ზურა ყიფ­ში­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი, ლე­ნუ­კა ყიფშიძე ნანუკა ჟორჟოლიანს მის 2 წლის წინანდელ განცხადებას დღეს პასუხობს და მას კიდევ ერთხელ მამამისის, ზურა ყიფშიძის აუგად მოხსენიების შემთხვევაში საჯაროდ ემუქრება:


"დიდი ხანია ვითმენ და ძალიან დავიღალე ამ ყ**ქალას მოსმენით და მამაჩემის ლანძღვით. ნანუკა, ცოტა აზრზე მოდი და ოდნავ მაინც გრცხვენოდეს მამაჩემზე სანამ გადაბრუნებულ რამეს იტყოდე, საჯაროდ საუბრობ ისეთ რამეზე, რაც არ იცი და სრულად არ გინახავს გადაცემა, აზრი მერე გამოიტანე ასე ჯობია შენთვის.

შენ საერთოდ იცნობ რა ადამიანია მამაჩემი? ყველა ვინც რამე გადაბრუნებულს იტყვის მამაჩემზე, პირში წყალი გამოივლეთ. ადამიანი გადამკვდარია ოჯახზე, მეგობრებზე და საერთოდ რატომ აძლევ თავს უფლებას მამაჩემზე ასე ისაუბრო? ნუ შეე*ით ამ კაცს, სახალხოდ გაფრთხილებ, არასდროს გაბედო მამაჩემზე რამე თქვა, გამოგჭამ ყელს გოგო, თავი ვინ გგონია.


აი, საერთოდ ამ ქალბატონს რატომ აძლევთ უფლებას და ბედავს მამაჩემზე ასე ისაუბროს, რატომ არ გაუშვა ბოლომდე გადაცემა, რაც თვითონ აწყობდა ის თქვა მხოლოდ, წავიდა მიშა-გრიშა, ახალი თაობა მოდის და მივცეთ გასაქანი"- წერს ყიფშიძე სოციალურ ქსელში.


image


"პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის მონაწილემ ზემოაღნიშნულ პოსტს თან 2 წლის წინანდელი ის ვი­დე­ოც დაურთო, სა­დაც ტელეწამყვანმა საკუთარ გა­და­ცე­მა­ში ზურა ყიფ­ში­ძის მიერ "უცნობის კიდობანში" გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა.


შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ზურა ყიფ­ში­ძე გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ზემოაღნიშნულ გა­და­ცე­მას სტუმ­რობ­და, სა­დაც საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე ასეთი რამ განაცხადა:


"მა­პა­ტი­ეთ და ძა­ლი­ან ცუდ რა­მე­ებს ვი­ტყვი, რა… რომ შე­მო­ვარ­დნი­ლიყ­ვნენ, ცოლი გა­ე­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­ნათ, შვი­ლი მო­ეკ­ლათ, ცო­ლის თვალ­წინ გა­ვე­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­ნე… ერთი გიჟი რო­გორ ვერ გა­მოჩ­ნდა, კე­ნე­დი “დაბ­რი­დეს”… მე იმას კი არ ვი­ძა­ხი, არი­ქა, კარ­გი იქ­ნე­ბო­და მიშა რომ მო­ეკ­ლათ, უბ­რა­ლოდ, ვერ­ცერ­თმა გამ­წა­რე­ბულ­მა ვერ გა­დად­გა ეს ნა­ბი­ჯი."


ყიფშიძის ამ გან­ცხა­დე­ბას იმავე წელს ნა­ნუ­კა ჟორჟოლიანი სა­კუ­თარ გა­და­ცე­მა­ში შემდეგი შინაარსის მონოლოგით გა­მო­ეხ­მა­უ­რა:


"სამ­წუ­ხა­როდ, უმ­ძი­მე­სი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ზურა ყიფ­ში­ძემ… ეს ვინ­მე პო­ტენ­ცი­უ­რი ან არ­შემ­დგა­რი ტე­რო­რის­ტის მო­საზ­რე­ბა არ გე­გო­ნოთ. ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლი და ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბის, ზურა ყიფ­ში­ძის სი­ტყვე­ბია, ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, სამ­შობ­ლო საჭ­მელ­ზე და სა­მო­თა­ხი­ან ბი­ნა­ზე ბევ­რად მეტი ღირს, სამ­შობ­ლო შე­უ­ფა­სე­ბე­ლია. ადა­მი­ა­ნის და პრე­ზი­დენ­ტის დაბ­რედ­ვა კი­ნოს გა­და­სა­ღე­ბი მო­ე­და­ნი არ არის…".










0
431
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
431