x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134679
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508867
"კითხვის შებრუნება მარტო “ქოცებზე” მოსულა და “ნაცებზე” არა?!"- რას წერს დეა მამისეიშვილი

image


"მთავარი არხის" ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ყველა იმ წევრს უძღვნის, რომელიც მის ეთერში არასასურველი კითხვების გამო მას აკრიტიკებს და მისი მისამართით არც შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთებისგან იკავებს თავს:


"საზეპირო მასალა: ვერ გამაჩუმებთ, ვერ დამაკომპლექსებთ და ვერც გამაჩერებთ.
იმის ნაცვლად, საკუთარ თავს შეხედოთ და შეაფასოთ რას დაემსგავსეთ ამ პროცესის მონაწილეები, მე დამდევთ და მლანძღავთ, როგორ გაბედა კითხვების დასმაო. ხოდა, გამიბედავს, ვბედავ და გავბედავ????


P.s კითხვის შებრუნება მარტო “ქოცებზე” მოსულა და “ნაცებზე” არა?!


P.s.s ჩემზე ისტორიების და მითების შეთხზვით ნუ დაკავდებით, ბიოგრაფიაში ყველაფერი წერია, მათ შორის პროფესიული საქმიანობის დეტალებიც.
არ გამოვა, არა"- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დეა მამისეიშვილისადმი უკმაყოფილება "დღის სტუმარში" მათ მიმართ დასმულ ჟურნალისტის კონტრშეკითხვეს მოჰყვა, რაც გადაცემის სტუმრებს გია ბარამიძესა და ლევან ბეჟაშვილს არ მოეწონათ.


დეა მამისეიშვილის პოსტს მალევე "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა და შიდაპარტიულ დაპირისპირებაში მათ მხარეს არ დგომის გამო ჟურნალისტებისა და "მთავარი არხის" მლანძღველ ყველა "ფრენდს" მეგობრებიდან ამოშლით დაემუქრა:


"ყველა, ვინც მთავარ არხს და მის ჟურნალისტებს ლანძღავს თავის შიდაპარტიულ დაპირისპირებაში მათ მხარეს არ დგომის გამო, ჩემი მეგობრებიდან წაშლილია და მომავალშიც წაიშლება. ყველას ომი ყველას წინააღმდეგ ნუ გგონიათ ეგ "რაზბორკა", ტვინი ნუ წაიღეთ!"- დაწერა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში.











0
291
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
291