x
მეტი
  • 09.06.2024
  • სტატია:135209
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509497
რეაქტიული თვითმფრინავების ფანატი 24 წელია ონასისის ყოფილ ავიალაინერში ცხოვრობს
image

74 წლის ამერიკელი, ბრიუს კემპბელი არისტოტელე ონასისის თვითმფრინავში 24 წელია ცხოვრობს.




ამერიკელმა რეაქტიული თვითმფრინავის ფანატმა გადააკეთა ძველი Boeing 727 თვითმფრინავი სახლად და მასში 24 წელი იცხოვრა. ამის შესახებ WOFL იტყობინება.

image


ყოფილმა ელექტრო ინჟინერმა ბრიუს კემპბელმა 1999 წელს გადაწყვიტა მისთვის უჩვეულო სახლის შექმნა. მან 100 000 დოლარი დახარჯა, იმისთვის, რომ ჩამოწერილი თვითმფრინავი საბერძნეთიდან ამერიკაში გადმოეგზავნა და ორეგონის შტატში, ქალაქ ჰილსბოროს მახლობლად ტყეში . ამ "ბოინგს", მფლობელის თქმით, ისტორიული ღირებულება აქვს, რადგან ადრე ბერძენ მილიარდერს, არისტოტელე ონასისს ეკუთვნოდა, -ჟაკლინ კენედის მეორე ქმარს, რომელსაც მანამდე მარია კალასთან ჰქონდა რომანი.

imageფოტოზე:ჟაკლინ კენედი და არისოტოტელე ონასისი საკუთარ თვითმფრინავში



1975 წელს სწორედ ამ თვითმფრინავით გადაასვენეს არსოტოტელე ონასისის გვამი და კუბო.


საერთო ჯამში, მიწის შესყიდვასთან და სხვა ხარჯებთან ერთად, ახალი სახლი მამაკაცს 220 ათასი დოლარი დაუჯდა.

image

კემპბელმა თვითმფრინავში დაამონტაჟა საშხაპე და ნიჟარა, დადგა სარეცხი მანქანა, მაცივარი . თვითმფრინა- სახლში ცხოვრება მას თვეში 400 დოლარი უჯდება, ეს არის მიწის გადასახადი და ელექტროენერგია. ამერიკელი თავის არაჩვეულებრივ სახლს კონცერტებისა და სხვა ღონისძიებებისთვის ხელმისაწვდომს ხდის და მათ, ვისაც თვითმფრინავში ცხოვრება სურს, უფასოდ დარჩენის უფლებას აძლევს.

image

თვითმფრინავს არ აქვს გათბობა, ამიტომ შიგნით ტემპერატურა იგივეა, რაც გარეთ. ამავდროულად, კემპბელი შესაძლო სტუმრებს აფრთხილებს, რომ შესაძლოა შემთხვევით შიშველი დაინახონ, რადგან იგი ნუდისტია და როცა ამინდი ამის საშაულებას იძლევა, ხომალდში ტანსაცმლის გარეშე დადის. გარდა ამისა, მისი საძინებელი და საშხაპე ოთახი კედლებით არ არის შემოსაზღვრული.


თვითმფრინავში ცხოვრების სურვილს კემპბელი მათი სიყვარულით ხსნის. „ეს შესანიშნავი ხომალდები კაცობრიობის მიღწევების ბრწყინვალე სიმბოლოა. ისინი სრულად იმსახურებენ ხანგრძლივ და დიდსულოვან მეორე სიცოცხლეს“, - თვლის ამერიკელი.

image

ნახევარ წელიწადს ის იაპონიაში ატარებს და იქ სხვა სახლს აკეთებს ძველი თვითმფრინავიდან.. ამერიკელი იმედოვნებს, რომ მისი მაგალითი სხვებსაც აიძულებს სახლები მოიწყონ ძველ თვითმფრინავებში.

image

კემპბელი ამბობს, რომ მან ძალიან ბევრი ფული დახარჯა ორეგონის სახლზე დაგეგმარების დროს დაშვებული შეცდომების გამო. სინამდვილეში, თვითმფრინავში სახლის მოწყობა და ცხოვრება შეიძლება ბევრად ნაკლები დაჯდეს.


image

0
99
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0