x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134628
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
წმინდა მდინარე განგის შოკისმომგვრელი ფოტოები, სადაც მიცვალებულთა კრემაცია ხდება

image

ვარანასი - ინდუსებისთვის შვიდი წმინდა ქალაქიდან ერთ-ერთია, სადაც ყოველწლიურად რამდენიმე მილიონზე მეტი რელიგიური მომლოცველი იკრიბება. ლეგენდის თანახმად, ის ღმერთმა შივამ 5 ათასზე მეტი წლის წინ ააშენა, მაგრამ მთავარი, რაც ვარანასის შესახებ უნდა იცოდეთ არის ის, რომ ის- მიცვალებულთა ქალაქია. ბუნების წარმოუდგენელი სილამაზისა და პეიზაჟების, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი კლიმატისა და განვითარებული ცივილიზაციების გარდა, ზოგჯერ ცხოვრებაში შეიძლება სრულიად გაუგებარ და შემზარავ ადგილებსაც გადააწყდეთ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ინდოეთში მდებარე - მიცვალებულთა ქალაქი - ვარანასია. ყოველი ინდუსი სიცოცხლის დასრულებას და დაწვას სწორედ ვარანასში ოცნებობს, რაც ცივილიზებული სამყაროსთვის აბსოლუტურად სიველურედ ჟღერს.


image



ქალაქის ცენტრს მდინარე განგის სანაპირო წარმოადგენს



imageimage


სანაპიროდან ცოტა მოშორებით ფაქტობრივად სასაფლაო-კრემატორიუმი იწყება



imageimageimage


ინდუსებს სჯერათ, რომ წმინდა მდინარე განგის ნაპირზე კრემაცია გარდაცვლილის კარმას გაასუფთავებს და ის მომავალ ცხოვრებაში ბედნიერებას ჰპოვებს.


imageimage


ამ ქალაქში ჩასული ტურისტები მას ხშირად საშინელებათა ფილმის გადასაღებ მოედანს ადარებენ, სადაც გარშემო ყველგან სხეულები იწვის და საშინელი სუნი დგას.



image


კოცონზე კრემაცია ადგილობრივი სტანდარტებით საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ ყველა ინდუსს არ შეუძლია თავს ამის ფუფუნების უფლება მისცეს.



image


არსებობს ასევე ადამიანთა ისეთი კატეგორიებიც, რომელთა კრემაციაც არ შეიძლება: ესენი არიან ორსულები, 13 წლამდე ასაკის ბავშვები და ასკეტები. როგორც წესი, მათ ქვაზე აკრავენ და ფსკერზე უშვებენ.


image


ასე რომ, მდინარე განგის ფსკერზე არაკრემირებული გვამების სასაფლაო ყოველწლიურად 45 ათასი გვამით იზრდება.


imageimage


დღესდღეობით, წმინდა მდინარე განგი მსოფლიოს 5 ყველაზე დაბინძურებულ მდინარეს შორის არის.



imageimageimage


ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციები და ცხოვრების წესი ევროპელებს შოკში აგდებთ, თუმცა თავად ვარანასის მაცხოვრებლებისთვის ასეთი ცხოვრება საკმაოდ ჩვეულებრივია. 2000-იან წლებში მეცნიერებმა მდინარე განგის წყალს სიცოცხლისთვის სახიფათო უწოდეს, თუმცა გაგიკვირდებათ და, ინდუსები მასში არა მხოლოდ ბანაობენ, არამედ მას სასმელადაც იყენებენ.









0
227
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
227