x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134674
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508998
სე@ს მუშაკები "წითელი ფარნების კვარტალის" გადატანას აპროტესტებენ
image

ამსტერდამში ასობით სექსმუშაკმა გააპროტესტა ქალაქის საკრებულოს გეგმა, რათა ცნობილი "წითელი ფანრების კვარტალი" ქალაქის ცენტრიდან გარეუბანში გადაიტანონ.


მომიტინგეები მერიისკენ გაემართნენ, ბევრს ეკეთა ნიღაბი ანონიმურობისთვის, ზოგიერთს ეჭირა პლაკატები და ბანერები წარწერით "გადავარჩინოთ წითელი ფანრების კვარტალი" და სკანდირებდნენ: "ნუ გადაგვარჩენთ ჩვენ, გადაარჩინეთ ჩვენი ფანჯრები".

image
image


წლის ბოლომდე მერიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ სკანდალური „ეროტიკული ცენტრის“ გადატანაზე, მიზეზად სახელდება ტურისტების მიერ მასობრივად შექმნილი დისკომფორტი.


იმ გარეუბნის მაცხოვრებლები, სადაც "წითელი ფანრების" გადატანა სურს, შეშფოთებულნი არიან თავიანთ სახლებთან ორ ნაბიჯში „უზარმაზარი ბორდელის“ გახსნის პერსპექტივით, შეუერთდნენ სექსმუშაკების პროტესტს, რომლებსაც სურთ ისტორიულ ცენტრში, არხის გასწვრივ თავიანთი წითელი ნეონის ვიტრინებში დარჩენენ.

image

„ფაქტობრივად, 16 წელია ვაპროტესტებთ ვიტრინების გაქრობას. 2007 წელს ქალაქის მუნიციპალიტეტის თქმით, მიზეზი იყო ადამიანებით ვაჭრობა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ახლა კი მასობრივ ტურიზმთან ბრძოლაა“, - განმარტავს ყოფილი სექსმუშაკი, ამ სექტორის ადვოკატი, მარიშკა მაჯორი.

image

ევროპის მედიკამენტების სააგენტოც კი (EMA) იყო ჩართული ამ სკანდალში და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ბორდელის განთავსებას მათ ახალ შტაბ-ბინასთან ამსტერდამის სამხრეთით.


ნიდერლანდების დედაქალაქში, რომელიც ცდილობს გათავისუფლდეს "ცოდვის ქალაქის" იმიჯისგან, ასევე წამოიწყო ონლაინ კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ევროპელებს გადააფიქრებინოს ქალაქში stag parties-ის ან სხვა წვეულებების მოწყობა.


თებერვალში ქალაქის მერიამ სექს-ცენტრისთვის სამი პოტენციური ადგილი შეარჩია, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან პროტესტის შემდეგ, ზაფხულის დასაწყისში მერიამ ოდნავ შეცვალა თავისი გეგმა, პირობა დადო, რომ მაქიმალურად შეამცირებდა კვების სერვისების რაოდენობას იმ შენობაში, სადაც დაგეგმილია ასეულობით სექსმუშაკის განთავსება.

image

მერიის მხრიდან დათმობა არ არის იმედისმომცემი: პეტიციას პროექტის წინააღმდეგ მხოლოდ 22000-მდე კაცმა მოაწერა ხელი, ასე, რომ დიდი ალბათობით ლეგენდარულ "წითელი ფანრების კვარტალს" ამსტრდამის ცენტრში საბოლოოდ წერტილი დაესმება.


0
270
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0