x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"კაბის გახდა და ტრუსით ყოფნა შემომთავაზა, იმ მოტივით რომ კაბას ცურვაში ხელი არ შეეშალა"-ლელა კურტანიძე მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს ბრალს სდებს
image

პოეტი და გერმანისტი ლელა კურტანიძე ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტს ნიკოლოზ ფაჩუაშვილს სექსუალურ შევიწროვებაში ბრალს ადანაშაულებს, ეს ამბავი მისი თქმით დაახლოებით 12/13 წლის წინ მოხდა, ჯავახეთში ექსპედიციის დროს .


იგი აგრეთვე ანალოგიურ დანაშაულში ამხელს ვაკის წმიდა სამების ტაძრის დეკანოზის თეიმურაზ ბარაბაძეს.




"Edit: პოსტში ჩავმატე ინფო მეორე აბზაცად, ფეხებზე მკიდია.


ჯავახეთის ექსპედიციის მიმდინარეობის დროს, დაახლოებით 12-13 წლის წინ გავხდი არაერთგზის სექსუალური შევიწროების მსხვერპლი მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის მიერ.

ასევე არ მახსოვს წელი მაგრამ ალბათ ეგეც19-23 წლებში ვიყავი, ერთჯერადად გავხდი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ვაკის წმიდა სამების ტაძრის დეკანოზის თეიმურაზ ბარაბაძის მიერ."- წერს ლელა კურტანიძე.



"წეღან ვიყავი მუხიანში გობრონიძიდან თემქის გადასახვევისკენ არის ეკლესია, აღარ მახსოვს ვისი სახელობის. წლების წინ დავდიოდი და მამა გრიგოლი ძალიან დადებითად მახსოვს. დღეს მივედი, ვუთხარი ამ შევიწროებებზე და ვკითხე, თქვენთან იგივე მემუქრება -მეთქი?

ჩაფიქრდა და ამბობს, იცი შვილო, სამწუხარო ამბავია მაგრამ ბევრი თვითონ ცდილობს სასულიერო პირებთან ეკლესიის გარეთაც ჰქონდეს ურთიერთობა და ხდება ხოლმე მერე ბოროტიო ....

აიიი, არც უარყო ტიპმა .....გეფიცებით, ყველა შეშლილია"-აღნიშნავს კიდევ ერთ პოსტში ლელა კურტანიძე.


თავად პოეტმა ჯავახეთში მომხდარ ინციდენტზე დაწვრილებით ისაუბრა გამოცემა " ქვიართან", რომელსაც ქვემოთ გაეცნობით:




"ეს იყო ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიციის დროს, თუ სწორად მახსოვს 2010 ან 2011 წელი იყო, როდესაც ერთი ჯგუფი ვიყავით კარვებით დაბანაკებული სოფელ ასფარაში. ეს ექსპედიცია, როგორც ვიცი, იყო მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილის მხარდაჭერით ორგანიზებული. იმ პერიოდში სტუდენტებთან ერთად იყო პერიუდულად ასევე მამა თანდილი, ერთი ძალიან კეთილსინდისიერი მოძღვარი და დადებითი ადამიანი და მიტროპოლიტი ნიკოლოზიც იყო.

არ ვიცი, ზედამხედველებად იყვნენ სტუდენტებთან, ყურადღების მიმქცევებად, თუ რა მიზნით. მე მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანისტიკაზე ვსწავლობდი. ექსპედიცია ძალიან დადებით მიზანს ისახავდა. მოგეხსენებათ, რომ ჯავახეთი დასახლებულია ძირითადად სომხური მოსახლეობით, ეთნიკური უმცირესობით და ექსპედიცია მიზნად ისახავდა ქართველების და სომხების ინტეგრაცია მომხდარიყო ერთმანეთში, გაგვეცნო ერთმანეთი, დადებით გამოცდილებები დაგვეგროვებინა ერთად და ასევე, მოგვევლო ეს კულტურული ადგილები, დავხმარებოდით მონასტრებს, იქ დედათა მონასტერიცაა და მამათა მონასტერიც არის, დასუფთავების ღონისძიებებში ვიღებდით მონაწილეობას ტაძრების და ექსკურსიები გვქონდა, ვერთობოდით, კულტურული საღამოები იყო.

იმ წელს კარვებით ვიყავით ფარავნის ტბის პირას. ეს მიტროპოლიტი ნიკოლოზი იყო ჩვენთან ერთად, მაშინ აღვიქვამდით რომ იყო ძალიან საპატივსაცემო, განათლებული პიროვნება, რიდს რომ იწვევდა და თან რომ გვემეგობრებოდა ახალგაზრდებს და ჩვენ ძალიან გვიხაროდა როდესაც მოდიოდა. თან ყოველთვის სადღაც დავყავდით მანქანით, ბევრი რაღაცა დაგვათვალიერებინა. ცნობილი იყო იმით, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობდა, იყო მთამსვლელი და კარგად ცურავდა. გაგვაოცებდა ხოლმე, როდესაც დილაობით ფარავნის ტბაზე გადიოდა და ძალიან შორს შეცურავდა ხოლმე. ერთ დღეს ყველანი ერთად რომ ვიყავით, ვახსენე, რომ ცურვა არ ვიცოდი. რაღაც ისე პოზიტიურად შემომთავაზა – „არ გინდა ცურვას გასწავლიო?“ ამ იდეამ აღმაფრთოვანა, ვიფიქრე რომ როგორი უბრალო ადამიანი იყო, წარმოიდგინეთ მიტროპოლიტი და მე, ჩვეულებრივ ახალგაზრდას ცურვას მასწავლის. ფარავნის ტბაზე დილით ადრე გასვლაც ძალაინ საკრალურად მომეჩვენა და დავთანხმდი.



ჩვენ კი ვიყავით ფარავნის ტბასთან ახლოს კარვებით, მაგრამ საცურაო ადგილი ცოტა მოშორებით იყო და მანქანით მივდიოდით. ცურვას რომ მასწავლიდა და მე საერთოდ არ ვიცოდი ცურვა, ხელით ხომ უნდა დავეჭირე რომ არ ჩავძირულიყავი. რაღაც მომენტში მისი ხელები სხეულის ნეიტრალურ ზონებს გასცდა. წარმოიდგინეთ ახლა მთელი შენი რწმენა, შეხედულება დაფუძნებულია იმაზე, რომ ეს არის ძალიან პატივსაცემი ადამიანი, რომელსაც სრულად ენდობი. ჩემი მშობლებიც ძალიან მშვიდად იყვნენ, რომ მე საიმედო ხელში ვიყავი. ამ რწმენით ხარ და მეორე მხრივ სხეული გეუბნება რომ რაღაცა ისე არ არის. შევიშმუშნე, მეგონა ხელი მოუხვდა, გავიწიე და ამ დროს წყალში ჩავვარდი. ამ დროს მითხრა – „რას შვები, წყალში გასწორდი“, ანუ თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრძნობინა თავი, ისე თითქოს ჩემი რეაქციები არ იყო ადეკვაური. ამ დროს მკერდზე შეხებაც იყო და გენიტალიებზეც.




მერე იყო მანქანაში ისეთი ტიპის ჩახუტება, რომელიც სცილდება მეგობრულ ჩახუტებას.



მე ამ დროს 19-20 წლის ვიქნებოდი და ასე მგონია ძალიან გვიან გავიზარდე. ძალიან მოწყვლადი ვიყავი, უღარიბესი ოჯახიდან. კარგად ვსწავლობდი, მინდოდა გამეგო ყველაფერი, ჯავახეთშიც იმიტომ წავედი. ძალიან საინტერესოდ ჟღერდა ჩემთვის ახალი რაღაცების, ადგილების გაცნობა. ამის მერე კი ძალიან ავირიე, ერთი მხრივ მე მომენიჭა ასეთი პრივილეგია, რომ მე წამიყვანა და მე მასწავლიდა ცურვას, ასეთმა დიდმა ადამიანმა მე გამომარჩია და მეორე მხრივ რაღაც სწორად არ მოხდა. მეც გადავედი თავის მოტყუების ისეთ რეჟიმში, რომ თითქოს მართლა არაფერი მომხდარა. ამ დროს შიგნიდან ემოციურად თითქოს რაღაცა მჭამდა. იყო კიდევ ერთი მომენტი, რომელსაც აღვნიშნავ. საცურაო კოსტუმი არ მქონდა, არც ცურვა ვიცოდი და აქედან გამომდინარე არც კოსტუმი მქონდა თან. კაბით შევდიოდი საცურაოდ. კაბის გახდა და ტრუსით ყოფნა შემომთავაზა, იმ მოტივით რომ კაბას ცურვაში ხელი არ შეეშალა, რაზეც არ დავთანხმდი.



ეს სიტუაცია კონფლიქტით არ დასრულებულა, მე მისთვის არაფერი მითქვამს და საერთდ არავისთვის მითქვამს მაშინ.



ძალიან დიდი გაურკვევლობა წამოვიღე მე იქიდან და მერე დავივიწყე საერთოდ. დავივიწყე ისე, რომ ეს ადამიანი უარყოფითად არ დამრჩენია აღქმაში, იმიტომ რომ უარყოფითად რომ დამრჩენოდა, მაშინ მომიწევდა საკუთარ თავთან იმის აღიარება, რომ რაღაც ძალიან საშინელი მოხდა ჩემს თავს. მაშინ ამდენი ინფორმაცია საზოგადოებაში ჯერ არ იყო სექსუალურ შევიწროვებაზე. მომხდარზე საუბარი მხოლოდ სამი კვირის წინ შევძელი ფსიქოთერაპიის სეანსზე. მანამდე როდესაც სექსუალურ შვიწროვებაზე მესმოდა, ისე ვუჭერდი სხვა ქალებს მხარს, თითქოს მეც შემემთხვა, მაგრამ არაფერი ისეთი, თითქოს მე არ ვყოფილვარ მსხვერპლი. გონებით ვიცოდი ის რაც შემემთხვა, მაგრამ ემოციური კავშირი არანაირი არ მქონდა ამ ამბავთან.



3 კვირის წინ მძიმე მოვლენები მოხდა ჩემ ცხოვრებაში, მიმდინარე მოვლენების სტრესი თითქოს დააწვა იმას რაც აქამდე გამოუთქმელი იყო, ბრაზმა იფეთქა და დავპოსტე ის, რაც მოხდა. ვფიქრობ თერაპიაც დამეხმარა, კონტაქტი შევძელი ამ გამოცდილებასთან, რომ ეს მართლა მე შემემთხვა. ვიტირე, ვიტირე ძალიან ბევრი.


ამას იმიტომ არ ვამბობ ხმამაღლა რომ ვუჩივლო, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პრობლემა აქვს.


მე ვცხოვრობდი ეკლესიური ცხოვრებით, წირვას ვესწრებოდი, ვეზიარებოდი, დილა საღამოს ლოცვებს ვკითხულობდი. თბილისში რომ ვსწავლობდი ყველაზე ახლო ეს ვაკის ტაძარი იყო. მივედი მამაო თეიმურაზ ბარაბაძესთან. მადლიერიც ვიყავი მისი. ახლაღა ხდება იმის გაცნობიერება, რომ მისი მხრიდან საკმაო წნეხს განვიცდიდი, რომელიც ჩემი თვითშეფასების და თავდაჯერებულობის შემცირებაზე იყო მიმართული. ამას სისტემატურად აკეთებდა საუბრების სახით, რომელიც თითქოს ჩემ დახმარებაზე იყო მიმართული, მაშინ მე ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა, ფინანსურიც მათ შორის. თუმცა ამ საუბრების შემდეგ სულ დანაშაულის განცდით მოვდიოდი ხოლმე.



შევიწროვების ფაქტს რაც ეხება, იქ არის აღსარებისთვის ოთახი და იქ ვიყავით შესულები. აღსარებას ვაბარებ და ვხვდები, რომ ცოტა უცნაურად მიყურებს და სუნთქავს. მე საუბარს ვაგრძელებ. შემდეგ თვითონ მითხრა – ჩამეხუტე თუ თვითონ ჩამეხუტა არ მახსოვს, მაგრამ ჩახუტების დროს რაღაც ხმებს გამოსცემდა. დამრჩა შთაბეჭდილება რომ ორგაზმი ჰქონდა, ამ ხმების გათვალისწინებით. განადგურებული წამოვედი.



ბავშვობიდან ჩამომიყალიბდა რწმენა ღმერთის მიმართ. წიგნების კითხვით მოვიდა ეს ჩემთან. ეკლესიასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის. იმ ეკლესიაშიც მივედი იმის შემდეგ და მამაოსაც ვაპატიე. ოღონდ მერე მივხვდი, რომ ეს პატიება ძალიან გულუბრყვილობით მომივიდა. ბრაზი ვერ შევძელი, მე უფრო ნგრევა განვიცადე მაშინ. მე დავიშალე. რწმენა, შეხედულებები ჩამომენგრა.



ფსიქოთერაპია დამჭირდა, დეპრესიის დიაგნოზით ვმკურნალობ. ფსიქიატრის დახმარებაც დამჭირდა. ახლაც კი მიჭირს ბოლომდე აღვიქვა თუ რა გავლენა მოახდინა ამ ყველაფერმა ჩემზე და რა ზიანიც მივიღე.



ქალებს და გოგონებს ვინც სექსუალურ შევიწროვებას დაექვემდებარა, წრფელი გულით ვეტყოდი და ვთხოვდი, რომ თავი არ დაადანაშაულონ არაფერში. ასევე ვეტყოდი, რომ მათი შეგრძნებები არ იტყუება და როგორც კი რაიმე უსიამოვნოს იგრძნობენ ეგრევე გაეცალონ. ასევე ვეტყოდი, რომ მხარდამჭერი, სანდო ადამიანები მოძებნონ და ითხოვონ დახმარება. და ასევე, თუ ვინმეს რამე აქვს სათქმელი, მეც ყოველთვის მოვუსმენ."

3
685
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
685
  
2023, 10 ნოემბერი, 7:57
ეს, დედაკაცი - ს ე ქ ტ ა ნ ტ ი ა?! მისი, ''ფოტო''...კი, უდავოდ, ე შ მ ა კ ს ა ც - შ ე ა ც დ ე ნ ს?! მისი, მისიაც - შ ე უ ს რ უ ლ ე ბ ა დ ი ა!
2023, 9 ნოემბერი, 23:28
ეს თუ პატიოსანი ქალია აქამდე რატომ დუმდა და რატომ არ უჩივლა?
დადგმულ სცენარს ჰგავს ამ ქალის საქციელი, მაშინ სირცხვილი იყო ამის თქმა და ახლა არა?
არ მჯერა მე ასეთი "სექსუალურად" შევიწროებულების, განა იმიტომ რომ ნიკოლოზი ამას არ იკადრებდა. არა, ხანდაზმულობის გამო იცის ამ ქალმა ახლა ვერც უჩივლებს, მაგრამ ლაფს ხომ მაინც ესვრის იერარქს? მისიაც შესრულებული იქნება.
2023, 9 ნოემბერი, 20:41
სად იყო 13 წელი? არა,იმის მჯერა რო კაბიანი ფეოდალები ამას იზავდნენ,თუმცა ეს რატომ მოყვა ახლა? ასე ადგებიან და დიდიხნის წინანდელ ამბავს ყვებიან,რითი დაამტკიცებენ ამ ამბავს? 13 წლის წინ მიშას ტირანია იყო,დააკლავდნენ მამაოს ხატებზე,მაშინ უნდა ეთქვა აშკარად. ახლა,წვერიანის დანახვაზე მთელი სახელმწიფო აპარატი მუხლს იყრის და ლოცვას იწყებს,ამ გოგოს ვინ დაუჯერებს. პედოფილიის ბრალდება იყო,თუმცა გამოიძიეს რამე? იქეთ დოკუმენტი გამოჩნდა,სადაც ილია II რუსეთის აგენტად იქნა გამოყვანილი(ივერიონად მოხსენიებული),გამოიძიეს რამე ან თუ ტყუილი იყო,ვინმე პასუხის გებაში მიცეს. აი,ეს ქვეყანა იძახის რო ჩვენ ვიმსახურებთ ევროკავშირსო და ის ჩემისებიც გვიღებენ. სახელმწიფო სახელმწიფოში საპატრიაქოს სახით,მათზე არ მოქმედებს კანონები და წესები,ხოდა ან ჩვენ რატომ გვინდა იქ ან ისინი რატომ გვიღებენ(ჩემს ფეხებს გვიღებენ ჯერ)
0 1 3