x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ნუცა დღეს 25 წლის გახდა" - მაია ასათიანი
image

ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში თავის ერთადერთი ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს და ასეთ მინაწერს უკეთებს:


"ნუცა დღეს 25 წლის გახდა"




"გილოცავთ მაიკო ნუცას დაბადების დღეს.. ეს თქვენთვის ყველაზე ბედნიერი დღეა "




"ნათელი მოჰფინოს ღმერთმა!



გილოცავ ნუცა სადაც ხარ მჯერა იქ უკეთესად ხარ"



"ნათელი და სანთელი მის ლამაზ სულს "


გილოცავთ . უფალნა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული, მაიკო თქვენ სულ ასეთი ლამაზი იყავით ნუცას სულის გასახარებლად . მას ხომ უხარია ლამაზ დედიკოს რომ უყურებს . ბედნიერად გამყოფოთ უფალმა.ნუცა გილოცავ და ნათელი და სანთელი შენს ლამაზ სულს "



"...პარიზი ხუთშაბათი დილა."სასწაული არ მოხდა"...6:25 წუთზე...ზუსტად ის დროა როცა ნუცა დაიბადა"-წერენ კომენტარებში.



შეგახსენებთ, მაია ასათიანის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე 2017 წლის 23 თებერვალს საფრანგეთში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა. გოგონა 18 წლის გახლდათ, საზღვარგარეთ სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა კიდეც.გოგონა პარიზში კლინიკა "ბიშაში" კომატოზურ მდგომარებაში გადაიყვანეს;

image


საფრანგეთში მოღაწე ქართველი ექიმის, ქეთი ლობჟანიძის თქმით, ნუცაც გადარჩენის შანსი ძალზე მცირე იყო, რადგან გოგონას ე.წ. "ელვისებური მენინგიტი" განუვითარდა.

image

"გოგონა 5 დღის განმავლობაში ავადმყოფობდა. თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივ ვირუსულ ინფექციას ჰგავდა, მაგრამ უცებ შეუქცევადი პროცესები დაიწო. "ეს იყო ელვისებური მენინგოკოკცემია. საათებში ხდება შეუქცევადი ცვლილებები, მერე კი უკვე მიზერულია შანსები. 3 დღე გასტროენტერიტის კლინიკა ჰქონდა, მე-4 დღეს - ართრალგია (სასხრების ტკივილი) და მე-5 დღეს გონება დაკარგა. მენინგოკოკცემიის ნიშნები მანამდე არ ჩანდა, საათებში დამძიმდა" -ამბობდა მაშინ ქეთი ლობჟანიძე.



" ახლა გავარკვიე, რომ აქ, თინეიჯერებში, პანაცეად ქცეულა დიეტომანია, წყაროს ვერ დავასახელებ. პარიზულ სტრესში, ოჯახებიდან შორს მყოფი ბავშვები, რომლებსაც ისედაც ურთულესი სასწავლო პროგრამა აქვთ, ნახევრად შიმშილობენ. სტრესი, გონებრივი სამუშაო და დიეტა სრულიად საკმარისია ჯანმრთელობის შესარყევად - იმუნოდეფიციტიდან დაწყებული ფსიქიკურ აშლილობამდე. ყველას მოვუწოდებ, მიხედონ და დაითანხმონ შვილები, ვიტამინის კურსი მაინც ჩაიტარონ დეფიციტის შესავსებად."-აღნიშნა ექიმმა.

1
308
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
308
  
2023, 25 ოქტომბერი, 22:55
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1