x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134677
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508999
20 მითი წარსულიდან, რომლებისაც ჯერ კიდევ გვჯერა
image


წარმოსახვითი სიმართლის ეფექტის წყალობით ჩვენ ხშირად აღმოვჩენილვართ სიცრუის ტყვეობაში და გამონაკლისი არც მსოფლიო ისტორიაა. მოვლენებში, რომლებშიც ბავშვობიდანვე 146%-ით ვიყავით დარწმუნებული, უბრალოდ მწარე სიცრუე აღმოჩნდა. ბევრ ფაქტს, რომელსაც ისტორიის სახელმძღვანელოდან გვასწავლიდნენ სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს და ის სხვა არაფერია თუ არა ფიქცია. დღეს, სწორედ ასეთ 20 ისტორიულ მითს დავამსხვრევთ, რომლისაც უმრავლესობას დღემდე სჯერა.


image


მითი №20. ბერძნებმა ტროელებს ძღვენის სახით "ტროას ცხენი" მის დასაპყრობად მიართვეს. სიმართლე: მიზანი ნამდვილად ტროას აღება კი იყო, თუმცა დანაელების მხრიდან არანაირ საჩუქარზე საუბარი არ იყო. მის ნაცვლად, ბერძნებმა უნიკალური საალყო მექანიზმი გამოიგონეს, რომელიც ცხენს ნაწილობრივ წააგავდა. სწორედ ის დაეხმარა მათ კედლის გარღვევასა და ქალაქში შეღწევაში.

image


მითი №19. არქიმედემ თავისი ცნობილი კანონი აბაზანაში წოლისას აღმოაჩინა. სიმართლე: რეალურად, აბაზანიდან გადმოღრვილი წყალი არაფერს ამბობს ამომგდებ იგივე არქიმედეს ძალაზე. ეს მეთოდი მხოლოდ მოცულობას ზომავს, თუმცა გამორიცხული არ არის ძველბერძენი მეცნიერი წყლის პროცედურებს შთაეგონებინა.


image


მითი №18. მენდელეევმა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა სიზმარში ნახა. სიმართლე: მეცნიერმა ეს ლეგენდა თავადვე უარყო და ასეთი რამ განაცხადა: "მე ამაზე შესაძლოა 20 წელია ვფიქრობდი, თქვენ კი გგონიათ: ვიჯექი და უცებ... ჰოპ და ყველაფერი მზადაა", ხოლო ძილთან დაკავშირებული ისტორიით სტუდენტებს მენდელეევის კოლეგა ა.ა. ინოსტრანცევი ართობდა.


image


მითი №17. კლეოპატრა ეგვიპტიდან იყო. სიმართლე: ეგვიპტის ცნობილი დედოფალი ბერძნული წარმოშობის გახლდათ. კლეოპატრა ალექსანდრიაში დაიბადა. ის პტოლომეების დინასტიის შთამომავალი იყო, რომელმაც ალექსანდრე დიდის გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტეზე კონტროლი დაამყარა. სხვათა შორის, კლეოპატრა იყო ერთადერთი თავისი დინასტიიდან ვინც ეგვიპტური ენა ისწავლა.



image


მითი № 16. პირამიდები მონების მიერ იქნა აშენებული. სიმართლე: არაერთი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ფარაონების დიდებული სამარხები არა მონებმა ან ებრაელებმა, არამედ თავისუფალმა დაქირავებულმა ადამიანებმა და სამშენებლო ხელოვნებაში დახელოვნებულმა პროფესიონალებმა ააგეს.



image


მითი №15. დიოგენე კასრში ცხოვრობდა. სიმართლე: სინამდვილეში, დიოგენეს კასრში ცხოვრება არ შეეძლო, რადგან ძველმა ბერძნებმა მისი დამზადება უბრალოდ არ იცოდნენ. ის თიხის დიდ ჭურჭელში - პითოსში ცხოვრობდა, რომელშიც როგორც წესი, ზეთს ან ღვინოს ინახავდნენ ან ადამიანებს მარხავდნენ.


image


მითი №14. მეკობრეები ძირითადად მამაკაცები იყვნენ. სიმართლე: გემზე ქალი ნამდვილი უბედურებაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის... მეკობრეა! რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, საგანძურის აღმოჩენით დაკავებული მხოლოდ კაცები არ იყვნენ, მათ ღირსეულ კონკურენციას ქალებიც უწევდნენ.


image


მითი №13. აბორიგენებმა კაპიტანი კუკი შეჭამეს. სიმართლე: ჯეიმს კუკი ბრიტანელების მიერ რამდენიმე ჰავაელის მკვლელობის შესახებ გავრცელებულმა ჭორებმა და მისმა ორაზროვანმა საქციელმა დაღუპა. ამ ყველაფერმა აბორიგენებს საომარი მოქმედებების დაწყებისკენ უბიძგა, და სანამ ბრიტანელები პანიკაში იყვნენ ჰავაელებმა კუკი, სავარაუდოდ, კეფის არეში შუბის დარტყმით მოკლეს, თუმცა ის არავის შეუჭამია.


image


მითი №12: გლადიატორები ერთმანეთს ყოველთვის ხოცავდნენ. სიმართლე: ყველაზე დაფასებული მებრძოლები, განსწავლული მხატვრების მსავსად, ძალიან ძვირად ფასობდნენ და ბევრი მათგანი საკმაოდ დიდხანსაც ცოცხლობდა. ჩონჩხებისა და საფლავის ქვების ანალიზმა ცხადყო რომ ზოგიერთმა გლადიატორმა 100 -ზე მეტი ბრძოლის ჩატარებაც კი მოასწრო და დაახლოებით 25-30 წელი იცოცხლა, რაც რომის იმპერიის იმდროინდელ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას სავსებით შეესაბამებოდა.


image


მითი № 11: ვიკინგები რქიან მუზარადებს ატარებდნენ. სიმართლე: ნებისმიერი ადამიანის წარმოდგენაში ვიკინგი ძლიერი, წვერიანი მამაკაცია თავზე რქიანი მუზარადით, მაგრამ არც ერთ არქეოლოგიურ აღმოჩენას ჯერ არ დაუდასტურებია, რომ ვიკინგები ასეთი მოდის მოყვარულები იყვნენ. სინამდვილეში, რქიანი მუზარადი საკმაოდ არაპრაქტიკული და მოუხერხებელია, ასე რომ თუ ვიკინგები მათ იყენებდნენ, სავარაუდოდ, მხოლოდ რიტუალური მიზნებისთვის და არა ბრძოლების დროს.


image


მითი №10: რაინდები ჯვაროსნულ ლაშქრობებზე წასვლის წინ ცოლებს "უბიწოების ქამრებს" უკეთებდნენ. სიმართლე: ალბათ, ყველას სმენია "უბიწოების ქამრის" შესახებ, რომელიც შეყვარებული წყვლებისთვის ერთგულების ერთგვარ გარანტს წარმოადგენდა, თუმცა სინამდვილეში მას არასდროს იყენებდნენ, და მასთან დაკავშირებული ყველა ისტორიაც - მითია. ქალის ქამარი სხვა არაფერია თუ არა ღვთისმოსავი სიმბოლო, მაშინ როდესაც მამაკაცის - უფრო ჯავშანს წააგავს.


image


მითი №9: მეფე არტური რეალური ადამიანი იყო. სიმართლე: არტური როგორც ცალკეული პიროვნება არასდროს არსებობდა, სავარაუდოდ, მის სახელს ისტორიაში სხვა ფსევდონიმით ცნობილ ადამიანს მიაწერდნენ, და დიახ მას ბევრი პროტოტიპიც ჰყავდა.



image


მითი №8. მოცარტი სალიერიმ მოწამლა. სიმართლე: სალიერს მოცარტის მოკვლის არც მოტივი და არც სურვილი არ ჰქონია, ის საკმაოდ ცნობილი და უფრო წარმატებულიც კი იყო, ვიდრე მისი სავარაუდო "მსხვერპლი", ამიტომ შური ისევე როგორც მკვლელობა, გამორიცხულია. სალიერი სიცოცხლის განმავლობაშიც არაერთხელ იქნა გამართლებული.


image


მითი №7. ყველა ანტიკური ქანდაკება თეთრია. სიმართლე: ანტიკური ხელოვნება მტკიცედ ასოცირდება თეთრ ფერთან, თუმცა გაგიკვირდებათ და საზოგადოებრივი შენობები და ქანდაკებები ფერადი იყო, უბრალოდ საღებავი დროთა განმავლობაში გაიცრიცა, რადგან ის მინერალური იყო, ბაზა კი ორგანული. ბაქტერიები ორგანულ ნივთიერებებს ანადგურებენ, საღებავი კი დროთა განმავლობაში იფშხვნება. ახლა, ულტრაიისფერი ნათურის საშუალებით შეგიძლიათ უძველესი ხელოვნების ნიმუშების რეალური ტონებიც კი იხილოთ.


image


მითი №6. ვინსენტ ვან გოგმა ყური თავად მოიჭრა. სიმართლე: ამ ლეგენდამ შესაძლებელი გახადა მის საპატივსაცემოდ სინდრომისთვისაც კი მიენიჭებინათ მისი სახელი ("ვან გოგის სინდრომი" - წარმოადგენს ფსიქიკურ აშლილობას, რომლის დროსაც ადამიანი მიმართავს თვითდაზიანებას – სხეულის ნაწილის მოკვეთას, ჭრილობის მიყენებას ან კატეგორიულად ითხოვს მისთვის ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას), თუმცა ვან გოგს სინამდვილეში ყური არ მოუჭრია. ნიდერლანდელმა ფერმწერმა და გრაფიკოსმა ყურის ბიბილო გოგენთან კამათის დროს მოიჭრა.



image


მითი №5. მიკი მაუსი უოლტ დისნეიმ დახატა. სიმართლე: ეს მართლაც შესანიშნავი იქნებოდა, თუმცა ასე არ არის. მიკი, დისნეის სტუდიის საუკეთესო ანიმატორმა აბ აივერქსმა დახატა, მაგრამ უოლტ დისნეიმ ცნობილი პერსონაჟის შექმნაში თავისი ალტერნატიული წვლილი მაინც შეიტანა, ხმოვანი ანიმაციური ფილმების გამოჩენისას, მიკი მაუსი სწორედ მისი ხმით ალაპარაკდა.


image


მითი №4: კოვბოებს დუელის გამართვა უყვარდათ. სიმართლე: ოჰ, ეს კოვბოური სანახაობრივი დუელები - ცხელი ქალაქური შუადღე, მწველი მზე... და არც ერთი დუელისტი ირგვლივ, იმიტომ რომ კოვბოები ასეთ სანახაობებს იშვიათად აწყობდნენ, ეს სტერეოტიპი ვესტერნებმა შთაგვაგონა.


image


მითი №3. ივანე მრისხანემ საკუთარი ვაჟი მოკლა. სიმართლე: არც ერთ ქრონიკაში არ მოიპოვება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ივან ივანოვიჩის სიკვდილი ძალადობრივი იყო, ხოლო მეფის მოსკოვში გაგზავნილი წერილიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მისი შვილი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც თანამედროვე კვლევებიც ადასტურებს.


image


მითი №2. მათემატიკა ნობელის პრემიის სიიდან იმიტომ იქნა ამოღებული, რომ ალფრედ ნობელის მეუღლემ მას მათემატიკოსთან უღალატა. სიმართლე: უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ალფრედ ნობელი დაქორწინებული არასოდეს ყოფილა, ხოლო ნობელის პრემია მათემატიკის სფეროში მიღწევებისთვის იმიტომ არ იქნა დაწესებული, რომ ის აბსტრაქტულ მეცნიერებად იყო აღიარებული.


image


მითი №1: სპარტანელები სუსტ ბავშვებს კლდიდან ყრიდნენ. სიმართლე: ეს მითი თანამედროვე მკვლევარების მიერ იქნა უარყოფილი. ლეგენდის თანახმად, ახალშობილებს აპოთეტის ხეობაში ყრიდნენ, თუმცა იქიდან ამოღებული ძვლების ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ ნეშტი 18-35 წლის 46 მამაკაცს ეკუთვნოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთი ბავშვი არ დაშავებულა.







0
447
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
447