x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე გადაღებული 15 შემაძრწუნებელი ფოტო

image


სიკვდილი ასე თუ ისე ყველა ადამიანში გარკვეულ შიშს ბადებს, თუმცა ქვეცნობიერად ყველა ჩვენგანმა იცის რომ ის გარდაუვალია. დღევანდელ სტატიაში ადამიანების სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებულ შემზარავ ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომლებიც მართლაც რომ მძიმე სანახავია, რადგან თითოეულ კადრში ისეთი ენითაღუწერელი სევდა იმალება, რაც ყველა მნახველში უნებურ შიშსა და სასოწარკვეთას ბადებს.


image


29 წლის ესპანელი ტორეადორი ვიქტორ ბარიო სიკვდილამდე წამით ადრე. 29 წლის მატადორს ხარმა რქა პირდაპირ გულში გაუყარა. მართალია, ადგილზე ექიმები მყისიერად გაჩნდნენ, თუმცა ახალგაზრდა ტორეროს გადარჩენა სამწუხაროდ ვერ შეძლეს


image


31 წლის ვულკანოლოგი დევიდ ჯონსტონი "სენტ-ჰელენზის" მთის ფერდობზე ამოფრქვევამდე 13 საათით ადრე, სადაც მკვლევარი გარდაიცვალა კიდეც


image


პანამაში გადაღებული ჰოლანდიელი გოგონების კრის კრემერსისა და ლისანა ფრონის მიერ გადაღებული უკანასკნელი სელფი, სადაც ორივე ტურისტი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა


image


ესამ, კელსიმ და სავანამ ეს სელფი მანამდე გადაიღეს სანამ უკანა ფონზე გამოჩენილი მატარებელი მათ სიცოცხლეს არ შეიწირავდა


image


გოგონებმა ერთობლივი ფოტო "ფეისბუქზე" ატვირთეს, იმავე საღამოს შაიენ ანტუანმა (მარცხნივ) თავისი მეგობარი ბრიტნი გარგოლი (მარჯვნივ) ქამრით გაგუდა


image


ამ შემზარავი ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე წუთში ვიეტნამელი ქალი შვილებთან ერთად ამერიკელი ჯარისკაცების მიერ სონგმში იქნა მოკლული


image


ამერიკელმა სერიულმა მკვლელმა და მოძალადემ რობერტ ბენ როუდსმა 14 წლის რეჯინა ქეი უოლტერსს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ეს ფოტო გადაუღო


image


14 წლის ავსტრალიელმა კიტ საპსფორდმა იაპონიაში გაფრენის მიზნით დამალვა თვითმფრინავის ბორბალში სცადა, საიდანაც ის შუა ფრენისას გადმოვარდა


image


თქვენ წინაშეა ცნობილი მექსიკელი მომღერლის ჯენი რივერას უკანასკნელი კადრი გადაღებული საკუთარ ჯგუფთან ერთად კერძო თვითმფრინავ "Learjet 25"-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთ მექსიკის შტატ ნუევო - ლეონში თვთმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა


image


24 წლის სიდნი ლუფმა ეს სელფი მანამდე გამოაქვეყნა, სანამ პაემანზე გაემართებოდა, სადაც ის მეგობარი მამაკაცის მიერ იქნა გაგუდული. გოგონას მკვლელი, ობრი ტრეილი მის გარდაცვალებას ინტიმის დროს უბედურ შემთხვევას აბრალებდა


image


21 წლის ტუკა რაზო ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ მოსულიში მდებარე საკუთარ სახლში, იმავე ღამეს გოგონა ამერიკელების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა


image


ბეისბოლისტმა როი ჰოლადეიმ ეს ფოტო "ტვიტერზე" თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე რამდენიმე საათით ადრე ატვირთა


image


ანა ფაბერმა ეს სელფი შეყვარებულს გაუგზავნა, რამდენიმე წუთის შემდეგ გოგონა გაიტაცეს და მოკლეს, მისი ცხედარი მხოლოდ 2 კვირის შემდეგ იქნა ნაპოვნი


image


სასკოლო სელფმა უკანა ფონზე შემთხვევით ბიჭის დახრჩობის მომენტი დააფიქსირა, სამწუხაროდ მას ვერ უშველეს


image


ქალმა ეს მხიარული ფოტო გლიობლასტომის მოცილებამდე ცოტა ხნით ადრე გადაიღო, ოპერაციის შემდეგ მან ვეღარ გაიღვიძა








0
1633
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1633