x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134680
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508881
კიმ ჩენ ინის "სიამოვნების რაზმი" - როგორ ხვდებიან იქ გოგონები და რას უკეთებენ მათ, ვინც იქ მოხვედრაზე უარს ამბობს
image


საზოგადოებისთვის ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრების დეტალები მხოლოდ ნაწილობრივ არის ცნობილი. ამ ქვეყანაში კატეგორიულად იკრძალება ფოტოების გადაღება, ადგილობრივი მცხოვრებლებისგან ინტერვიუების აღება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა.


image


აქ ნებისმიერი დაშვებული შეცდომა და გადაჭარბებული ინტერესი ტურისტებს, ისევე როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, შეიძლება არა მხოლოდ თავისუფლების, არამედ სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეთ, ამიტომ ადამიანები მიეჩვივნენ თავიანთი სირთულეების შესახებ გაჩუმებას და არსებულ ყოფასთან შეგუებას, თუმცა თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე ზოგიერთი ფაქტის დამალვა უბრალოდ შეუძლებელია. დღევანდელ სტატიაში სწორედ ერთ - ერთ ასეთ ფაქტზე ვისაუბრებთ და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის - კიმ ჩენ ინის "ბედნიერების რაზმზე" მოგიყვებით, რომელიც როგორც სახელმწიფოს მეთაური, თავისი ხალხისგან განსხვავებით თავს არაფერში იზღუდავს.


image


ქალთა რაზმი პირადი მიზნებისთვის ჯერ კიდევ 1978 წელს ამჟამინდელი მმართველის ბაბუის მიერ იქნა შექმნილი. მასში 2000 გოგონა შედიოდა, რომელთა ერთადერთ მოვალეობად სახელმწიფოს მეთაურის ყველა საჭიროების დაკმაყოფილება იყო. პირადი "ბედნიერების რაზმის" ტრადიცია მემკვიდრეობით თავად კიმ ჩენ ინმა გადმოიბარა, რომელმაც ულამაზესი გოგონების პირად "ჰარემზე" უარი ვერ თქვა. რა თქმა უნდა, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველს ბევრი პასუხისმგებლობა აკისრია, ამიტომ კანდიდატების შერჩევით ძირითადად, მისი ოფიცრები არიან დაკავებულნი.


image


მათთვის თავიანთი ლიდერის ვნებების შესახებ ცნობილია, ამიტომ კარგად იციან - როგორი გარეგნობის, ტიპისა თუ ქცევების გოგონები მოეწონება კიმ ჩენ ინს. გარეგნობის გარდა, გოგონები გარკვეული ნიჭითაც უნდა იყვნენ დაჯილდოებული, მაგალითად, რომელიმე ინსტრუმენტზე ვირტუოზულად უნდა უკრავდნენ ან პროფესიონალი მოცეკვავეები უნდა იყვნენ. "ცხოვრების დროებითი შეყვარებულის" საბრძოლო მომზადება ასევე მნიშვნელოვანია და ის "ბედნიერების რაზმის" ყველა კანდიდატმა ღირსეულად უნდა გაიაროს.



image


მართალია, ბევრი გოგონა სიღარიბიდან თავის დაღწევაზე და პრივილეგირებულ მდგომარეობაში გადასვლაზე ოცნებობს, თუმცა არა ყველა, მაგრამ ამ შემთხვევაში სამწუხაროდ მათი პირადი სურვილები აქ გადამწყვეტ როლს არ ასრულებს, რადგან ზოგიერთი მათგანი "რაზმში" პირდაპირ ქუჩიდან მიჰყავთ, რომლებსაც სხვა აღარაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა რომ ბედს შეურიგდნენ და თავიანთ ახალ მდგომარეობას შეეგუონ. მაშინაც კი, თუ გოგონამ მკაცრი შერჩევა გაიარა და "ბედნიერების რაზმში" 2000 იღბლიანთაგან ერთ-ერთი გახდა, ეს სულაც არ ნიშნავს რომ ის კიმ ჩენ ინთან განმარტოებას ან რაზმში დიდხანს დარჩენას შეძლებს.



image


კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველს კანდიდატებიდან მხოლოდ 50 ყველაზე ღირსეული ახლავს თან, ხოლო დანარჩენებს 20 წლის შესრულებისთანავე ოფიცრებზე ან სხვა ღირსეულ წარმომადგენლებზე იძულებით ათხოვებენ, რაც კიმ ჩენ ინის უმაღლესს გულმოწყალებაზე მეტყველებს. შესაბამისად, გოგონები ვალდებულნი არიან ლიდერის მიმართ მადლიერების გამოხატვის ნიშნად მათთვის პირადად შერჩეულ კანდიდატებზე გათხოვდნენ, მაშინაც კი, თუკი მეუღლე მათზე ბევრად უფრო უფროსია ან ის მათ საერთოდაც არ მოსწონთ.


image

აღსანიშნავია, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველი თავისი "რაზმისთვის" არანაირ ფინანსებს არ იშურებს, ყოველწლიურად ის 2000-ვე რჩეულისთვის თეთრეულისა და ძვირადღირებული ტანსაცმლის შესაძენად დიდ თანხებს ხარჯავს. სრულფასოვანი კვება და განსაკუთრებული მდგომარეობა კომფორტულად ცხოვრების საშუალებას იძლევა, რაც ჩრდილოეთ კორეის მაცხოვრებლებისთვის უკვე დიდი მიღწევაა.









0
699
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
699