x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
აირჩიეთ ყავის ფინჯანი და ჩვენ გეტყვით თქვენს შესაძლებლობებს
ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი, როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.


ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამიანურ საქციელს.



image






მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერ-ფიზიოლოგს ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები.





ბევრ ჩვენგანს უყვარს ეს ჯადოსნური და მატონიზირებელი სასმელი. ყავა გვაძლევს ენერგიას, ყველაზე ხშირად გვეხმარება ვიყოთ ფხიზლად და გავაკეთოთ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა უფრო ენერგიულად. ჩვენ გვიყვარს სხვადასხვა სახის ყავა გარკვეული მიზეზების გამო. თუ შეარჩევთ ფინჯანს მოცემული ფოტოდან, ჩვენ გავარკვევთ თქვენს შესაძლებლობებს.




აირჩიეთ ყავის ფინჯანი და ჩვენ გეტყვით თქვენს შესაძლებლობებს




1. თუ თქვენ აირჩიეთ ფინჯანი ნომერი 1 - ის, რისთვისაც და რისკენაც ყოველთვის იბრძვით და ილტვით, არის "მზის ქვეშ თქვენი ადგილი". სამსახურში დიდ დროს და ძალისხმევას ხარჯავთ, რისთვისაც პატივს გცემენ და გაფასებენ. სხვების მიმართ ტაქტიანი ხართ და მეგობრების მიმართ ერთგული. ერთადერთი, რასაც ვერავის პატიობთ, ღალატია.


თქვენი უნარი: არ ნებდებით. ეს არის თქვენი შინაგანი ძალა. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც არასოდეს კარგავს იმედს და სჯერა საკუთარი თავის. ნამდვილი მებრძოლი ბიზნესში, სიყვარულში თუ ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროში.





2. თუ თქვენ აირჩიეთ ფინჯანი ნომერი 2 - არ გიყვართ მარტოობა, მოგწონთ ადამიანებთან ურთიერთობა და კარგი დროის გატარება საინტერესო კომპანიაში, მაგრამ თქვენი პრიორიტეტი ყოველთვის სახლი, ოჯახი და მასთან დაკავშირებული ყველაფერია. ყველაფერს გააკეთებთ იმისათვის, რომ ოჯახმა თავი კარგად და კომფორტულად იგრძნოს.


თქვენი უნარი: თქვენ ხართ მართალი ადამიანი. არ ატყუებ სხვას და არ იტყუებ თავს. გესმით გამოთქმა „კეთილი/თეთრი ტყუილი“, მაგრამ გეზიზღებით და ტავს არ ადიბეთ ამ „ტკბილ“ ტყუილს.





3. თუ თქვენ აირჩიეთ ფინჯანი ნომერი 3 - ამ რიცხვს ჩვეულებრივ ირჩევენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ სამი მათი იღბლიანი რიცხვია. სამი უნიკალური რიცხვია: სიმბოლოა წარსულის, მომავალის და აწმყოსი. ვინც ამას ხვდება, საინტერესო ადამიანია.


თქვენი უნარი: თქვენ იცით როგორ გიყვარდეთ ძლიერად. ყველას არ აქვს ამის უნარი. თქვენ გიყვართ ადამიანი და არა საკუთარი თავი ამ სიყვარულის პროცესში. სერიოზული ქმედებების უნარი გაქვთ და ხართ ძალიან ინდივიდუალური.





4. თუ თქვენ აირჩიეთ ფინჯანი ნომერი 4 - თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც არ სურს იყოს საუკეთესო ან ყველაზე ცუდი. ადამიანი, რომელიც ყოველთვის ირჩევს ოქროს შუალედს, რომელიც ბევრს არ მოითხოვს სხვებისგან და ცხოვრებისგან. თქვენთვის მთავარია, რომ საყვარელი ადამიანები ცოცხლები და ჯანმრთელები იყვნენ და ეს სავსებით საკმარისია. ბრძენი ხართ.


თქვენი უნარი: სიტყვების ძალა. ხალხი ამბობს, რომ ხმის ძალიან სპეციფიკური ტემბრი გაქვთ და ხშირად გეუბნებიან ადამიანები, რომ სასიამოვნო ხმა გაქვთ, რომ თქვენი ხმა დამამშვიდებელია, რომ ყოველთვის იცით რა თქვათ და იცით, როგორ იპოვოთ სწორი სიტყვები ნებისმიერ სიტუაციაში და ეს მართლაც ასეა.





5. თუ თქვენ აირჩიეთ ფინჯანი ნომერი 5 - გიყვართ წესრიგი ყველაფერში: ბიზნესში, ურთიერთობებში, სახლში, ცხოვრებაში. თქვენ იცით, როგორ მოაწყოთ საქმეები. მოგწონთ გონივრული წესები და გაზომილი ცხოვრება. ყოველთვის მოწესრიგებულად გამოიყურებით.


თქვენი უნარი: თქვენ იცით, როგორ დაინახოთ ადამიანების სურვილები. ძალიან ყურადღებიანი ხართ დეტალების მიმართ, თანმიმდევრული. რაც საჭიროა, ყოველთვის ინახება თქვენს მეხსიერებაში. ხალხი გაკვირვებულია თქვენი გამჭრიახობით და ძლიერ ადამიანად გთვლიან.





0
166
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0