x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
"იქ სასაფლაოა... - არა აქ ჩვენი შვილების საცხოვრებელი ადგილია.. იქ სასაკლაოა... - არა აქ სახლები, საბავშვო ბაღი და სკოლაა"
image

ფეისბუქზე, ჯგუფში "რაჭა" ერთ-ერთი ადგილობრივი ახალგაზრდა ქალბატონი სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:


„პირველ რიგში გილოცავთ მარიამობას ჩემო ძვირფასებო. ჩვენი ღვთისმშობლის ლოცვა გვფარავდეს და გვიცავდეს მთელ რაჭას და სრულიად საქართველოს.


არ მინდოდა არაფრის დაწერა. არც არასდროს არსად დამიწერია ასე საჯაროდ. მაგრამ ამ ვიდეომ სადაც ჩემი სახლი ჩანს შოვის ტერიტორიაზე, სადაც საკუთარ შვილებს ვზრდი მეც და სხვებიც და აწერია ჩემს სახლს იყო და არა იყო რაოოო....


იქნებ თავი შეიკავოთ მსგავსი წარწერებისგან და კომენტარებისაგან. 3 აგვისტოს 16:30 სთ ის შემდეგ 5 დღე და ღამე ტალახის წინ ვიდექი და ვისმენდი ჩემი ახლობლების ტირილს საკუთარი შვილების მოლოდინში....


თუ ამდენის ატანა შემეძლო ვერასოდეს ვიფიქრებდი მერე დავტოვე ჩემი სოფელი მთლად გაყინული და გაქვავებული... არავინ იცის რას ვგრძნობდით ყველა ერთად არავინ ლაპარაკობდა, არც ჩიტები ჭიქჭიკებდნენ მარტო ტალახი გვქონდა ყველას თვალებში და თვალს ერთმანეთს ვერ ვუსწორებდით... ყველას ერთად გვრცხვენოდა რომ გადავრჩით ... ჩვენ გადავრჩით მაგრამ იქ დავტოვეთ ჩვენი გულები... მოდით გთხოვთ გვადროვეთ ვიგლოვოთ ჩვენი შოვი და ჩვენი სოფლელებიიი....


... იქ აღარასოდეს ავალ..... - ნუ ამოხვალთ ბატონოოო.... იქ როგორ უნდა გავიცინოოო..... -რატომ სადაც თქვენ ცხოვრობთ სიცილი შეწყვიტეთ თუ სუნთვა?....იქ სასაფლაოააა.... - არა აქ ჩვენი შვილების საცხოვრებელი ადგილია... იქ სასაკლაოააა..... - არა აქ სახლები, საბავშვო ბაღი და სკოლაააა..... შოვი იყო და აღარ არისოოოო.... - არა შოვი არსად წასულა არც არავნ მოუკლავს და არც არავისთვის რამ დაუშავებიააააა.


შოვიც ჩვენი წინაპარი... აწმყო... და მომავალიაააა, რომელსაც ჩვეულებრივ ვიგლოვებდით, რომ ამდენი სიცოცხლე არ დაეკლა გულზე.


ეს შოვს არ უქნია .... ეს მდინარემ და ბუნებამ ქნა. იმ ბუნებამ რომელმაც ყველგან მოახდინა უბედურებები მაგრამ არსაიდან არავინ აყრილან და გადასახლებულან...


არც არავის გიყიდიათ ჩვენთვის სახლები, რომ იქ გადავცხოვრდეთ....და რას გვთავაზობთ იქნებ გვითხრათ.....


არსად არავინ ვართ დაცულები მეგობრებოოო.... შოვი არ არის ერთი კონკრეტული ადგილი ჩვენთვის .ნუ შეგვიქმნით ისეთ სიტუაციას რომ გვრცხვენოდეს იმისი თქმა თუ სად ვცხოვრობთ.


მაპატიეთ ეს პოსტიც და ეს სიტყვებიც ....


გთხოვთ მიეცით უფლება ჩვენს შვილებს გაიზარდონ შოვში და იცინონ ამ ისედაც წამიერ ცხოვრებაში....


არავის არ გტკივათ ჩვენზე მეტად, დამიჯერეთ“, - წერს Rusa Gvanca/

1
177
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
177
  
2023, 1 სექტემბერი, 23:26
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1