x
მეტი
  • 14.05.2024
  • სტატია:134649
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508985
ლელა კილაძე ზღვაზე გიორგი ცაგარელთან ერთად ისვენებს
image

ლელა კილაძე და გიორგი ცაგარელი ერთად ისვენებენ ზღვაზე, ზღვაში გადაღებულ რომანტიკული კადრს სოციალურ ქსელში ლელა კილაძე აზიარებს.


ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც წყვილი ერთად ხედავენ.ორიოდე თვის წინ, ლელა კილაძემ და მუსიკოსმა, ალ­ტის­ტმა, გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლმა გააზიარეს ერთობლივი ფოტო, სადაც ხორ­ვა­ტი­ა­ში, ინ­გლი­სუ­რი ჯგუ­ფის, Depeche Mode-ის კონ­ცერტს ესწრებოდნენ, სა­დაც მათ შო­რის თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩანს.როგორც ცნობილი გახდა, ლელა კილაძე მორიგ ქმარს, გუკა რჩეულიშვილს დაშორდა და ახლა ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

image


რაც შეეხება გიორგი ცაგარელს, იგი ლიზა ბაგრატიონის უკვე ყოფილი მეოთხე ქმარია, რომელიც 12 წლის უმცროსი იყო ლიზაზე.გიორგი ცაგარელი შესაბამისად უმცროსია ლელა კილაძეზეც.


ლელა კი­ლა­ძეს სხვადასხვა ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავს; უფ­რო­სი ვაჟი, კოკო კეჟე­რაშ­ვი­ლი უკვე 23 წლი­საა. პირველი ქორწინებიდან 2 ვაჟი ჰყავს, მე­ო­რე­დან ერთი ვაჟი (ალექ­სან­დრე უგუ­ლა­ვა), რომელიც თბილისის ყოფილ მერთან გიგი უგულავასთან გაუჩნდა, ხოლო გუკა რჩე­უ­ლიშვილთან პა­ტა­რა გო­გო­ნა თრი­ნი­თი-მარ­თა შეეძინა.


37 წლის მუსიკოსი გიორგი ცაგარელი სწავლობდა თბილისის, დეტმოლდის, ლაიფციგისა და ბაზელის კონსერვატორიებში.როგორც სოლისტი თანამშრომლობდა მრავალი ქვეყნის სიმფონიურ ორკესტრებთან.


იგი გახლავთ ბერიოს, ფელდმანის, ქსენაკისის, სტრავინსკის, პენდერეცკის, ლიგეტის, პიარტის, ყანჩელის და მანსურიანის ვიოლასთვის შექმნილი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი საქართველოში. 2008 წელს გიორგიმ შეასრულა სულხან ცინცაძის 1987 წელს შექმნილი ვიოლას კონცერტის მსოფლიო პრემიერა საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ასევე მისი შესრულებით შედგა ზვიად ბოლქვაძის ნაწარმოების “In Memoriam“ (ვიოლას, სოპრანოს, მამაკაცთა გუნდისა და ორკესტრისათვის) პრემიერა, რომელიც შეიქმნა ეროვნული მუსიკალური ცენტრის დაკვეთით სპეციალურად გიორგი ცაგარელისთვის. ტიგრან მანსურიანის ნაწარმოების „არიები ვიოლასა და ფორტეპიანოსათვის“ ქართული პრემიერა 2015 წელს შედგა გიორგი ცაგარელისა და თავად კომპოზიტორის შესრულებით.

image


2016 წლის იანვარში გიორგი ცაგარელმა მიიღო უმაღლესი სახელმწიფო პრიზი - წინანდლის პრემია, გია ყანჩელის „სტიქსის“ საუკეთესო შესრულებისათვის, რომელიც შედგა ფესტივალი Young Euro Classic-ის ფარგლებში, ბერლინის კონცერტჰაუზში 2015 წლის აგვისატოში, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.


2019 წლიდან გიორგი ცაგარელი არის გრემის მფლობელი კამერული ორკესტრი „კრემერატა ბალტიკა“-ს მიწვეული სოლისტი, რომელსაც გიდონ კრემერი ხელმძღვანელობს.


2017 წელს გიორგი ცაგარელმა დააფუძნა სიმებიანი ორკესტრი Zagareli & Strings. ანსამბლი თანამშრომლობს post minimalist, live electronic, Ambient, Hip-Hop და კლასიკური მუსიკის არტისტებთან. მონაწილეობდა ისეთ ფესტივალებში, როგორიცაა: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი, თბილისის Open Air ფესტივალი, ფრანკფურტის River Bank ფესტივალი, Sofar Sounds, არტარეას ფესტივალი და სხვ.


აღსანიშნავია მისი თანამშრომლობა ალექსანდრე კორძაიასთან a.k.a. Kordz, KayaKata, ნიკა მაჩაიძესთან a.k.a. Nikakoi, ნატალია TBA ბერიძესთან, ფრედერიკ რობინსონთან, ანუშკა ჩხეიძესთან, Tete Noise, vazhmarr და ნიკა კოჩაროვთან.

1
294
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
294
  
2023, 9 სექტემბერი, 22:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1