x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134628
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
ერთმა ოსტატმა გადაწყვიტა სიკეთის დათესვა და ბავშვებისთვის ტატუს გაკეთება დაიწყო. მართალია, არის ერთი ნიუანსი
მსოფლიოში, სადაც სხეულის მოხატვა თვითგამოხატვის გავრცელებული ფორმაა, სადავო ტენდენცია გაჩნდა. ეს ტატუს ოსტატი ტატუს ბავშვებს 6 წლის ასაკში უკეთებს. რა თქმა უნდა, ამან მღელვარე დებატები გამოიწვია და ხალხი ორ ბანაკად გაიყო.


image

რით დაიწყო ყველაფერი

image

მხატვარი ბენჯამინ ლოიდი ფართოდ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ბავშვს ტატუს უკეთებს. პუბლიკაციამ 400 000 მოწონება დააგროვა. მას შემდეგ, ლოიდის ფოტოები და ვიდეოები, სადაც ბავშვზე აეროგრაფით ტატუს გაკეთება ნაჩვენებია, უფრო და უფრო პოპულარული ხდება, მის სოციალურ ქსელებში ასობით ათასობით ნახვას აგროვებს.



უკვე ესტუმრა ბავშვთა საავადმყოფოს Starship ოკლენდში (ახალი ზელანდია), ასევე IHC ორგანიზაციას, რომელიც შეზღუდული განვითარების მქონე ადამიანებს ემსახურება. ის ინტერნეტში ფულს აგროვებს, რომ ხალხს გაღიმებაში დაეხმაროს.


ბავშვების ღიმილი ბევრი ღირს

image

თავიდან ბევრი აღშფოთებული იყო, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს მუდმივი ტატუ იყო. თავის პოსტში მხატვარი წერს: „ეს აეროგრაფიაა, ნახატი ირეცხება“. ყველა ბავშვი, რომელსაც ტატუ გაუკეთა, ბედნიერი იყო.


ბენჯამინი ამას აკეთებს იმისთვის, რომ მისი თქმით, „ბავშვებს მოსწონთ. როგორც კი, ტატუს იკეთებენ, უფრო თავდაჯერებული ხდებიან“.


გამოყენებული მელანი უსაფრთხოა

image

ის იყენებს ორგანულ, არატოქსიკურ მელანს, რომელიც ბავშვებისთვის უსაფრთხოა. ტატუ იმდენად რეალისტურად გამოიყურება, რომ ადამიანები ფიქრობენ, რომ მუდმივია. ბენჯამინი ამას მოწონების ან ყურადღების მისაზიდად არ აკეთებს, არამედ იმიტომ, რომ ბავშვებისთვის ღიმილის ჩუქება სურს.


ბავშვები თავდაჯერებულობას გრძნობენ

image

ლოიდი თავის ნიჭს ბავშვებს უზიარებს. მისი სამსახური კარგია იმით, რომ სხვადასხვა ნიმუშის გამოყენებით ერთი რეალისტური ტატუს გაკეთებას მხოლოდ 9 წუთში ახერხებს. ვინაიდან მელანი ორგანულია, ტატუ შხაპის მიღების შემდეგ ირეცხება. ის ამბობს: „ერთადერთი, ცუდია ის, რომ ბავშვებს შემდეგ შხაპის მიღება არ სურთ“.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 15+ ნაზი ტატუ-მაქმანი, რომელიც თქვენს ბებიასაც კი მოეწონება

2. 20 + ტატუ, რომელთა მფლობელებს იუმორის გრძნობა გენებში აქვთ

3. 14 ვარსკვლავმა აირჩია სამოსი, რომელიც მათ ტატუებზე აქცენტს მოხდენილად აკეთებს

4. 10 დახვეწილი ტატუ, რომელიც თქვენს დედებსაც მოეწონებათ

5. 20+ ტატუ, რომლებიც ხელისგულებზე ძალიან მაგრად გამოიყურება

6. არა მხოლოდ სილამაზისთვის: რატომ აქვს ყველა ბებიას ტატუები ბოსნიაში

0
351
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
351