x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134683
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508878
"იყო თქვენი – გახდა ჩვენი" – სტალინი და ესპანური ოქრო

ფორმულით — «ქვედა ფენებს არ შეუძლიათ ძველებურად ცხოვრება, ხოლო ზედა ფენებს არ შესწევთ უნარი, ქვეყანა უწინდებურად მართონ» (ლენინი, 1913 წ.), რევოლუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მის წინამძღოლებს საკმარისი ფინანსები გააჩნიათ. არსებული ხელისუფლების დასამხობად, მხოლოდ ხალხის მასების განწყობა და ხელისუფლების უუნარობა არ არის საკმარისი, როგორც ამას სკოლის სახელმძღვანელოებში წერენ — რევოლუციის ორგანიზებას დიდი ფინანსური მხარდაჭერაც სჭირდება!

ოქტომბრის რევოლუციის დროს, ფინანსურ საკითხებზე პასუხისმგებელი სტალინი იყო და თუ რევოლუციონერები ფულს ლეგალური გზით ვერ შოულობდნენ, მისი მოპოვება არალეგალურად ხდებოდა და ამ მიმართულებით, სსრ კავშირის მომავალი ბელად კარგად იყო გათვითცნობიერებული... და როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, მან აღნიშნული უნარ-ჩვევები, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც ვერ დაივიწყა...


image


ესპანური ოქრო


იმაზე, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სტალინი არალეგალურ ფულზე უარს არ ამბობდა, ერთი ისტორია მეტყველებს: 1936 წელის 17 ივნისს სსრ კავშირში ფარულად 600 მლნ. დოლარზე (იმ დროინდელი ფასებით!) მეტი ღირებულების ესპანური ოქრო შეიტანეს. მიზეზი კი, ესპანეთში მომხდარი რევოლუცია იყო, რომლის დროსაც, კანონიერი ხელისუფლება დაამხეს და ქვეყნის მართვის სადავეები გენერალმა ფრანკომ ჩაიგდო. ქვეყნის ხაზინის გაძარცვის და «განიავების» შიშით, რესპუბლიკის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სსრ კავშირს ოქროს მარაგის შენახვის თხოვნით მიმართეს... და სტალინმა უარია არ უთხრა.


ოქროს ჩაბარება


სიტყვიერი შეთანხმების შემდეგ, ძვირფასი ტვირთი კარტახენას მახლობლად მდებარე, პორტში ჩაიტანეს და ოქროს ზოდებით სავსე ყუთები გემებში ჩატვირთეს. სულ 10 ათასი ყუთი იყო და თითოეულში 72 კგ. ძვირფასი ლითონი იდო. ტვირთი ძველი რიცხვით გააფორმეს და გემებმა შავი ზღვისკენ აიღეს გეზი. ოქრო საბჭოთა ტერიტორიაზე, ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მშვიდად გადაიტანეს. ოპერაცია გასაიდუმლოებული იყო და არც სამხედროებმა, რომლებმაც გემები დატვირთეს და არც გემების კაპიტნებმა ოქროს შესახებ, არაფერი იცოდა. ტვირთის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა საბჭოთა დაზვერვის თანამშრომელს ორლოვსაც, რომელიც აღნიშნულ ოპერაციას ხელმძღვანელობდა. არ გაუფორმებიათ არც ტვირთის მიღება-ჩაბარების აქტი და ოქროს სანაცვლოდ, არც რაიმე სახის ხელწერილი მიუციათ ესპანელებისთვის... ოპერაციის ხელმძღვანელს, რაიმე სახის დოკუმენტის გაცემა, თავად სტალინმა აუკრძალა. ხოლო, ასეთ გასაიდუმლოებას იმით ხსნიდნენ, რომ თითქოს, ტვირთით სხვებიც იყვნენ დაინტერესებულნი და შეიძლებოდა, მაგ., გერმანელები ან იტალიელები გემებს თავს დასხმოდნენ. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტრანსპორტირების პროცესმა მშვიდად ჩაიარა და ძვირფასი ტვირთი ოდესაში ჩაიტანეს.


და ხელწერილი?..


როდესაც ესპანური ტვირთის ბოლო ყუთი საბჭოთა გემის ტრიუმში აღმოჩნდა, ესპანეთის ხაზინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ორლოვს ხელწერილი სთხოვა. ამ უკანასკნელმა კი, მას პირდაპირ უთხრა, რომ მსგავსი საბუთის გაცემის უფლებამოსილება არ გააჩნდა. ხოლო როდესაც, მისი სიტყვების პასუხად, ესპანელის შემცბარი სახე დაინახა, მისი დამშვიდება სცადა და უთხრა, რომ ნერვიულობა საჭირო არ იყო... და რომ, საბუთებს მოგვიანებით, მოსკოვში, მას შემდეგ გააფორმებდნენ, რაც ტვირთი საბოლოო დანიშნულების ადგილზე, ანუ ხმელეთზე აღმოჩნდებოდა. მაგრამ, ოთხი ადამიანი, რომელიც ესპანეთის ოქროს აცილებდა, სადღაც გაქრა...

და რა თქმა უნდა, ესპანეთის ხელისუფლებას არანაირი ხელწერილი არ მიუღია. ხოლო, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ იქიდან მოყოლებული, ოქროს ბედი იდუმალებით არის მოცული. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის ესპანეთში არ დაბრუნებულა...


image

არხის სხვა სიახლეები:


* მრუშობა სიკვდილით ისჯებოდა, ყაჩაღობა კი, ჯარიმით – დანაშაული და სასჯელი ძველ ეგვიპტეში

* როგორ გახდა მუმია "წამალი" და "საოცარი ნივთიერება", რომელსაც ის შეიცავს

* რა გავლენას ახდენს ქვეცნობიერი ჩვენს ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე? – საიდუმლო ამოხსნილია

* ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?



0
461
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
461
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0