x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134670
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508865
წარსულის იშვიათი ფოტოები, რომლებიც საინტერესო ისტორიას გვიყვება
image


რამდენ საიდუმლოს ინახავს ისტორია და რა იშვიათად გვეძლევა ხოლმე შანსი მასთან ოდნავ მაინც მიახლოების. დღეს, სწორედ ასეთი უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს. დღევანდელ სტატიაში თქვენს ყურადღებას ცნობილი ადამიანებისა და საინტერესო მოვლენების ამსახველი ფოტოების მორიგ სერიაზე შევაჩერებ და იშვიათ ისტორიულ ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომლებიც დროებით წარსულში დაგაბრუნდებთ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამოგზაურებთ.



image



მადონა, 1992 წელი


image


ნორვეგია, ადგილობრივი შეიარაღებული ძალების მებრძოლი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს 1980 წელი



image



ახალგაზრდა ანჯელინა ჯოლი, 1992 წელი




image



ბავშვები მაღაზიის ფანჯრის შუშიდან ყურებისას, 1950-იანი წლები, ნიდერლანდები, ფოტოგრაფი ვიქტორ მეუსენი


image



პორტატული პლეერი ვინილის ჩანაწერების მოსასმენად, 1969 წელი


image


ბეტი დევისი და ჯოან კროუფორდი...



image


მოდის დიზაინერი პიერ კარდენი და მოდელი გოგონები, რომლებიც მის მიერვე შექმნილი ფუტურისტული მედდის ფორმებში გამოწყობილები ფრანგული მოდის ლეგენდასთან ერთად პოზირებენ, პარიზი, საფრანგეთი, 1970-იანი წლები



image


ბრიჯიტ ბარდო



image


"მოსკვიჩი-412" აფრიკის რალიში ბრიტანეთის ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობისას, 1975 წელი



image



"მშრალი კანონი", 1920-ანი წლები, აშშ



image


კაპიტანი ჰარი ტრუმენი, პირველი მსოფლიო ომი, 1917 წელი, ის ასევე გახლდათ აშშ-ის 33-ე პრეზიდენტი (1945–1953 წწ) "დემოკრატიული" პარტიიდან


image



დიზაინის ბიურო, აშშ, 1935 წელი



image


ლავას შადრევანი ვულკანის ამოფრქვევის დროს ჰავაიზე, 1969 წელი



image



უშიშარი ქალი - ფოტოგრაფი, ბერლინი, 1910 წელი



image


ვან - ნაისი, ლოს-ანჯელესის გარეუბანი, კალიფორნია, აშშ, 1972 წელი


image


შეიხ ზაიდი აბუ - დაბის მშენებლობის გეგმის მიმოხილვსას, 1974 წელი



image


90 - იანების წლების პლაჟის ფოტო



image


რეპორტიორები, რომლებმაც უოტერგეიტის სკანდალი ამხილეს ტელეეთერით პრეზიდენტ ნიქსონის გადადგომას უყურებენ, 1974 წელი (ცნობისთვის, უოტერგეიტის სკანდალი რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობის პერიოდს უკავშირდება, რომელიც 1974 წლის 9 აგვისტოს მისი რამდენიმე უახლოესი მრჩეველის დაპატიმრებითა და თვით პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა.


image


სკანდალი დაიწყო ვაშინგტონში 1972 წლის 17 ივნისს უოტერგეიტის საოფისე კომპლექსში დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის შტაბ-ბინაში შეჭრისთვის ხუთი ადამიანის დაპატიმრებით. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ წარმოებული გამოძიებით, ხოლო მოგვიანებით სენატის უოტერგეიტის კომიტეტისა და თემთა პალატის იურიდიული კომიტეტისა და პრესის მხილებით დადგინდა, რომ ეს შეჭრა ერთ-ერთი იყო მრავალრიცხოვან არალეგალურ საქმიანობათაგან, რომლებიც ნიქსონის შტატის თანამშრომლების მიერ იყო ნებადართული და წარმოებული.


image


ამ საქმის გამოძიება "ვაშინგტონ პოსტის" ორ ჟურნალისტს 29 წლის ბობ ვუდვორდს და 28 წლის კარლ ბერნშტეინს დაევალა. მათ გამოააშკარავეს დანაშაულისა და კანონდარღვევის უამრავი შემთხვევა, რომლებიც მოიცავდა საარჩევნო კამპანიის დარღვევებს, პოლიტიკურ შპიონაჟსა და საბოტაჟს, არალეგალურ შეჭრებს, გაუმართლებელ საგადასახადო აუდიტებს, არალეგალურ მოსმენებს მასშტაბურ დონეზე და ასევე საიდუმლო ფარულ საბანკო ანგარიშს მექსიკაში, ამგვარი ოპერაციების ჩამტარებელთა ანაზღაურებისთვის. ეს საიდუმლო ფონდი გამოიყენებოდა ასევე იმ შვიდი ადამიანის გასაჩუმებლად, რომლებიც 17 ივნისის შეჭრისთვის იყვნენ დაკავებული. უოტერგეიტის სკანდალმა რადიკალურად შეცვალა პოლიტიკა და ჟურნალისტიკა. ვუდვორდი და კარლ ბერნშტეინი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტები გახდნენ, რომლებმაც ამერიკის პოლიტიკაში ყველაზე დიდი უკანონობა გამოააშკარავეს. რეპორტიორების საქმიანობამ სათავე დაუდო საამოძებო ჟურნალისტიკის განვითარებას)


image


ჰემი - პირველი შიმპანზე - ასტრონავტი, რომელიც 1961 წელს თავისი ლეგენდარული 16-საათიანი ფრენიდან დაბრუნდა











0
472
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
472