- ეს აღმოჩენები ბუნებრივად მოითხოვს, რომ ხვამლის არქეოლოგიური შესწავლა გაგრძელდეს.
- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდს გადაწყვეტილი აქვს ხვამლზე მომავალი ექსპედიციების დაფინანსება. მხარში გვიდგას კომპანია "არდი"... თუმცა მეფეთა განძის აღმოჩენაზე თავს ვერავინ დადებს. არა მგონია, რომ რასაც აქ მივაგნებთ ან უკვე მივაგენით, განძზე ნაკლები ღირებულებისა იყოს, - დასტურდება, რომ ჩვენი წინაპრები დაახლოებით ქრისტემდე VIII-VII საუკუნეებში თითქმის 2000 მ სიმაღლეზე მიწისქვეშა და მიწისზედა ქალაქებს აგებდნენ.
ქვის ხანის სპეციალისტებმა დაახლოებით, მილიონ ორასი ათასი წლის ქვის იარაღიც აღმოაჩინეს. მასთან ერთად კი კერამიკის ჭურჭელი, ობსიდიანის დანა და ჰემატიტის საკულტო ქვაც იყო. ამ ყავისფერ ქვას ძველ საბერძნეთში, დელფოს სამისნოსა და ძველ ეგვიპტეში ამულეტად იყენებდნენ. თქმულებების მიხედვით ეგვიპტის ნაყოფიერების ღვათება ისიდას, ზეციდან მიწაზე დაშვებისას უბედურებისაგან სწორედ ეს ქვა იცავდა.
ჩვენი ხვამლის ქვა ხელოვნების ნიმუშია - დაახლოებით ერთსანტიმეტრიან ქვაზე 8 ოთხკუთხედი და 6 სამკუთხედია ამოკვეთილი, ამ უკანასკნელებში კი ფიგურებია ჩახაზული, რომელსაც ახლა ვშიფრავთ. ეს მხოლოდ დასაწყისია, - ველით, რომ ხვამლის მთა სულ უფრო მეტად გაგვიხსნის გულს და მეტ საოცრებებს დაგვანახებს.
ეს აღმოჩენები ბატონი გურამ გაბიძაშვილის ხსოვნას მივუძღვენით. სწორედ მას ეგულებოდა ხვამლის მთის გულში ხელუხლებელი მიწისქვეშა ქალაქი... ბედნიერება იქნება, თუკი ეს ასე იქნება და მისი აღმოჩენის მოწმე ჩვენ გავხდებით.
"ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოს..." ძველი ბერძნული მითები გვამცნობენ, რომ პრომეთე ღმერთებისთვის ცეცხლის მოპარვისთვის, ზევსის განჩინებით, კავკასიონის მთაზე იყო მიჯაჭვული. პრომეთე იგივე ამირანია, რომელსაც გულ-ღვიძლს ყორანი უკორტნიდა...
ქრისტემდე III საუკუნეში აპოლონ როდოსელი წერდა, არგონავტებს მდინარე ფაზისის (რიონი) გადაცურვისას მთიდან პრომეთეს გმინვა ესმოდათო. იმ მთის აღწერილობა კი ხვამლისას ემთხვევა. XIX საუკუნის 50-იან წლებში პრომეთესა და არგონავტების კვალის აღმოსაჩენად ხვამლი იტალიელმა მკვლევარმა პიზაგალიმ დალაშქრა. ის წერდა, - გამაოცა იმან, რომ აქაურებმა მშვენივრად იცოდნენ პრომეთეს ამბავი და განუზომლად უხაროდათ, როცა ნადირობისას სვავებს ვხოცავდითო.
არსებობს სხვა თქმულებაც: ხვამლს ნოეს კიდობანიც მიადგა და მის მიდამოებში ქართველების პირველი წინაპარი დაესახლა (ქართველები ნოეს ერთ-ერთი ძის, იაფეტის შთამომავალნი ვართ!). ვახუშტი ბატონიშვილი კი წერს: ხვამლის კლდეში არის "ქვაბი გამოკვეთილი, მტერთაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები... ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოს". ხვამლის მისტიკამ ჟიულ ვერნიმდეც კი მიაღწია და თავის რომანში "შეუპოვარი კერაბანი" აღწერა.
მიუხედავად ამისა, ხვამლი პროფესიონალურად არ შესწავლილა, ალბათ იმიტომ, რომ სტალინის ბრძანებით (ალბათ, სჯეროდა, რომ იქ განძი იყო გადანახული) ხვამლის მთავარ ციხე-ქვაბულში 1939 წელს ცნობილი მთამსვლელი ალიოშა ჯაფარიძე ავიდა, რომელმაც განაცხადა, - იქ არაფერიაო... მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად ასე როდია - ხვამლის ფანტასტიკურ კარს მიღმა არის რაღაც მნიშვნელოვანი, რაც ჯერ არ ვიცით. წყარო: კვირის პალიტრა ეთერ ერაძე