x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134689
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508885
"იურული პერიოდის პარკი", შესაძლოა, რეალობად იქცეს

ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ განამარხებულ დინოზავრის სხეულში, რომელიც 75 მლნ. წლის წინ ცხოვრობდა, კარგად შენახული უჯრედები აღმოაჩინეს, რომლებშიც თითქოს, დინოზავრის დნმ-ი იყო შემონახული, მთელს მსოფლიოში, ელვის სისწრაფით გავრცელდა. ზოგიერთი ამ ინფორმაციამ შეაშფოთა, ზოგი კი, პირიქით – გაახარა, რადგან პერსპექტივაში, ნამდვილი «იურული პერიოდის პარკის» შექმნის და დინოზავრების ხილვის შესაძლებლობა დაინახა. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის!


image


როგორც მასალის კვლევის პრეს–რელიზშია ნათქვამი, მიკროსკოპის ქვეშ, მკვეთრად ჩანს მომრგვალებული სტრუქტურების თავმოყრის არე, რომელიც ძალიან ჰგავს უჯრედის ბირთვს, და ასევე, ქრომოსომების მსგავსი, ჩახლართული წარმონაქმნია. როგორც პალეონტოლოგმა და ამ კვლევის ხელმძღვანელმა მერი შვეიცერმა (Mary Higby Schweitzer) ადრე განაცხადა, ტირანოზავრის გაქვავებულ ნაშთებში, სრულიად შესაძლებელია, მილიონობით წლის მანძილზე, ცილოვანი წარმონაქმნები იყოს შემონახული. უნდა ითქვას, რომ ეს ძალიან საეჭვო განცხადებაა! მაგრამ, იმის არაერთი მაგალითიც არსებობს, როდესაც მეცნიერები რამეს, სამეცნიერო ფანტაზიად თვლიდნენ და შემდეგ, მის ავტორებს გენიოსებად აღიარებდნენ ხოლმე... თუმცა, ახლა, პალეონტოლოგი უფრო თავშეკავებულია: «ამ უჯრედებში არის რაღაც, რაც ქიმიურად ემთხვევა და ისევე რეაგირებს როგორც დნმ-ი», — აღნიშნა მან National Geographic-თვის მიცემულ ინტერვიუში.


image


დღესდღეობით ცნობილია, რომ დნმ-ს ნახევრად დაშლის პერიოდი 521 წელია. ხოლო, გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში, ეს დრო, შეიძლება, რამდენიმე მილიონი წლით გახანგრძლივდეს. მაგრამ, როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, 5 მილიონი წლის შემდეგ, მისი წაკითხვა შეუძლებელი იქნება. აღნიშნული მოსაზრებით თუ ვიხელმძღვანელებთ, 75 მლნ. წლის განამარხებულ ნაშთებში, ცოცხალიც არაფერი უნდა იყოს! მაგრამ ფაქტია, რომ არის! ახლა საკითხავია, შეძლებენ, თუ არა მკვლევარები დნმ-ის ფრაგმენტების აღდგენას?

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის ავტორების პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ არსებობს დამატებითი მასალები, რომლებიც ექსპერიმენტის ახლიდან ჩატარების საშუალებას იძლევა. განმეორებითი კვლევა კი, როგორც ცნობილია, აქტუალობის მთავარი კრიტერიუმია!..

ჩვენ კი, მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ კვლევის შედეგებს დაველოდოთ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* "განგსტერი" პრემიერი და ტომპსონის ლეგენდარული ავტომატი

* სწრაფი ტესტი საკუთარი "ფენომენის" დასადგენად

* 10 რამ ქალის გარეგნობაში, რაც მამაკაცების უმრავლესობას "აგიჟებს"

* ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?



0
223
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0