x
მეტი
  • 19.05.2024
  • სტატია:134745
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509096
"განგსტერი" პრემიერი და ტომპსონის ლეგენდარული ავტომატი

1940 წლის ზაფხულში, ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი, მეომრების საბრძოლო სულის ასამაღლებლად, ქვეყანაში მოგზაურობდა და სამხედრო ნაწილებს სტუმრობდა. მას ჯარისკაცებისთვის და ბრიტანეთის მოსახლეობისთვის იმის დემონსტრირება უნდოდა, რომ იმ წლის 4 ივნისს, თემთა პალატაში, მის მიერ წარმოთქმული სიტყვა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება დანებებას არ აპირებდა და მტერს ყველგან, ნებისმიერ დროს შეებრძოლებოდა, უბრალო დემაგოგია არ იყო.


image


ხოლო, საკუთარი სიტყვების გასამყარებლად, პორტ ჰარტლპულში ყოფნისას, მან ხელში ტომპსონის (Thompson submachine gun) ლეგენდარული ავტომატი აიღო და ფოტოკამერის წინ ცინიკურად ჩაიცინა.

ეს სარეკლამო ფოტო იყო და არც იარაღი ყოფილა შემთხვევით შერჩეული. იმ წელს ბრიტანეთმა ამერიკისგან 20 ათასზე მეტი «ტომპსონი» შეიძინა (ომის დასრულებამდე კი – 107500 ცალი), რითაც ძალიან ამაყობდა. პრემიერის ფოტო ბრიტანეთში ელვის სისწრაფით გავრცელდა. ხოლო მისი სლოგანი, ასეთი იყო: სამშობლოს დასაცავად შეიარაღდით, იარაღი ხელში, ჩვენმა ლიდერმაც კი აიღო!

სულ მალე გაირკვა, რომ ფოტო, რომელზეც ბრიტანეთის პრემიერი განგსტერების საყვარელი იარაღით პოზირებდა (მშრალი კანონის და დიდი დეპრესიის წლებში, მას განგსტერები, სიჩქარის და სიმძლავრის გამო, დიდად აფასებდნენ), ქვეყნის გარეთაც არანაკლებ პოპულარული იყო...

ის, ნსდაპ-ის (ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია) პროპაგანდის დეპარტამენტის უფროსს, იოზეფ გებელსს ისე მოეწონა, რომ მისი გამოყენება ნაცისტური გერმანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა. გებელსის ბრძანებით, ფოტოზე პრემიერის უკანა ფონი წაშალეს, შემდეგ ფოტოს ჩარჩო შემოავლეს და დიდი შრიფტით დააწერეს: «იძებნება» (ზევით) და «მკვლელობის წაქეზებისთვის» (ქვევით).

ანტი–ჩერჩილური პლაკატის მეორე ვერსიაზე კი, მხოლოდ ერთი სიტყვა – «Scharfschütze» ეწერა, რაც – «სნაიპერს» ნიშნავს. ხოლო, ფოტო მასზე ისეა დამონტაჟებული, თითქოს ჩერჩილი სახლის კუთხიდან ვერაგულად იყურება.


image


ფაშისტები «ბრიტანელი განგსტერის» ფოტოს, მხოლოდ გერმანიაში და მასთან ალიანსში მყოფ ქვეყნებში, – იტალიასა და იაპონიაში კი არა, ბრიტანეთის ტერიტორიაზეც ავრცელებდნენ. ისინი პლაკატების ათასობით ასლს თვითმფრინავებიდან ყრიდნენ. ხოლო, საპროპაგანდო ფურცლებზე, ფოტოს, შემდეგი შინაარსის ტექსტი ერთოდა, რომლითაც ბრიტანელ მეომრებს მომართავდნენ: «განგსტერი, რომელსაც თქვენ აქ ხედავთ, საკუთარ სტიქიაშია. ის თქვენ ქალებთან, ბავშვებთან და დანარჩენი მსოფლიოს მშვიდობიან მოსახლეობასთან, ომისკენ გიბიძგებთ. ეს ჰააგის კონვენციით აკრძალული და სრულიად უკანონო ქმედებაა, რომელიც აუცილებლად აღკვეთილი იქნება... თქვენ კი, ამ საშინელებისგან საკუთარი ოჯახი მაინც გადაარჩინეთ»!


image

არხის სხვა სიახლეები:


* ზღვის წყლის და ჰაერის გავლენა ჩვენს ორგანიზმზე

* რომის იმპერიის ნამსხვრევებზე.... როგორ შეიცვალა ევროპა, უკანასკნელი 2000 წლის მანძილზე? (+ ვიდეო)

* 10 რამ ქალის გარეგნობაში, რაც მამაკაცების უმრავლესობას "აგიჟებს"

* ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?



0
115
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0