x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
საინტერესო ფოტოები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც თქვენს ყურადღებას იმსახურებს!

image


ჩვენს პლანეტაზე იმდენი საინტერესო და საოცარი რამ არსებობს, რომ მათ აღმოჩენას ალბათ ერთი სიცოცხლეც კი არ ეყოფა, ამიტომ დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ გასაოცარი ფაქტების მხოლოდ მცირე ნაწილს, რომელიც ნამდვილად არ მოგაწყენთ და თვალსაწიერსაც გაგიფართოვებთ.


image


ავსტრალიაში კერძოდ, შობის კუნძულზე არის სპეციალური ხიდი კიბორჩხალებისთვის. ყოველწლიურად მილიონობით კიბორჩხალა მიგრირებს, რომელთა უსაფრთხოებასაც სწორედ აღნიშნული ხიდი უზრუნველყოფს



image

ასე გამოიყურება ტრიუმფალური თაღი პარიზში სავსე მთვარისას



image


გვირაბის მშენებლობა ნიუ-იორკის ქვეშ 16 სართულის სიღრმეზე (2013 წელი)


image



"ტიტანიკის" მენიუ მის დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე


image


აშშ-ის ზოგიერთ ქალაქში არის სპეციალური ზონები, რომლებიც განკუთვნილია ონლაინ მარკეტების გამყიდველებსა და მყიდველებს შორის შეხვედრებისთვის, ადგილი როგორც თავადაც ხედავთ უსაფრთხოების კამერებით არის აღჭურვილი



image


ეს 2000 წლის რომაული ფეხსაცმელი ყველასთვის გასაოცრად საკმაოდ თანამედროვედ გამოიყურება


image


და მათ შორის ძირიც


image


ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი კოსმოსში გაშვების წინ ბოლო მომზადებას გადის, 1989 წელი


image


გერმანული სასურსათო მაღაზიის "ამერიკული განყოფილება", რომელიც სავსეა პოპკორნით, ცხარე სოუსებითა და მდოგვით



image


ასე გამოიყურება 30 წლის დანა მრავალჯერადი გალესვის შედეგად


image


რქოვან ზვიგენებს აქვთ ძალიან გასაოცარი სპირალური ფორმის კვერცხუჯრედები, რომელსაც ბიოლოგიურ ლექსიკონში კვერცხებს უწოდებენ


image


ასე გამოიყურება ღეროვანი უჯრედები მას შემდეგ, რაც ისინი შეგროვდა და გადანერგვისთვის გამზადდა


image


ეს გახლავთ გადაშენების პირას მყოფი იავური მარტორქის სახეობა. ასეთი მარტორქა დედამიწაზე მხოლოდ 76-ია შემორჩენილი, თუმცა კარგი ამბავიც არის: 10 წლის წინ მათი რაოდენობა მხოლოდ 50 იყო!

image


მარსზე არის ყინულით სავსე უზარმაზარი კრატერი, რომელსაც კოროლევის კრატერს უწოდებენ, რომლის დიამეტრი - 81 კმ, ყინულის სისქე კი - 1, 8 კილომეტრს შეადგენს


image


ე.წ. "ასაფხრეწი" ელექტრონული მიკროსკოპის ქვეშ


image


ასე გამოიყურება დაშლილი ესკალატორი


image


"ქოჩრიანი" კანარის - ჩიტი, ორიგინალური ვარცხნილობით



image



ჰუვერის კაშხლის წყალსადენის გვირაბი


image


გორილა სტომატოლოგთან


image


ეს გახლავთ გორილა სახელად მოტაბა, რომელიც სტომატოლოგთან პროფილაქტიკური შემოწმებისთვის გადაიყვანეს


image


სატურნს ჰყავს თანამგზავრი სახელად "მიმასი", რომელიც ძალიან ჰგავს სიკვდილის ვარსკვლავს...



image


თუმცა ეს უბრალოდ დამთხვევაა. "მიმასი" პირველად ახლოდან "ვარსკვლავური ომების" გამოსვლიდან სამი წლის შემდეგ იხილეს

image


კარდინალი თავზე ბუმბულის გარეშე - საოცარი სანახაობაა



image


ეს არის "პეპერბოქსის" რევოლვერი, ამ ცეცხლსასროლი იარაღის სახეობას შეიძლება 24 ლულამდეც კი ჰქონდეს


image


ჯავშანი მეომარი სპილოსთვის, ინდოეთი, მე-16 საუკუნე


image


ეს კი პელორუს ჯეკია, რუხი დელფინი, რომელიც დაახლოებით მეოთხედი საუკუნის განმავლობაში გემებს მიაცილებდა, რომლებიც კუკის სრუტეს ახალი ზელანდიის სამხრეთ და ჩრდილოეთ კუნძულებს შორის კვეთდნენ, პელორუს ჯეკი იყო პირველი საზღვაო ცხოველი, რომელიც მთავრობის მფარველობაში იქნა აყვანილი.


image


და ბოლოს ცოტა სილამაზე: ქვიშის ქანდაკება, რომელიც ცოცხალი არსებასავით გამოიყურება












0
338
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
338