x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ის, თუ რითი იყვნენ დაკავებულები "ტიტანიკის" მგზავრები სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ...ახსნას არ ექვემდებარება

image


"ტიტანიკის" დაღუპვიდან ას წელზე მეტი გავიდა, თუმცა ამ სამგზავრო ხომალდის მიმართ ინტერესი დღემდე არ ცხრება! და ეს გასაკვირი არც არის, რადგან ამ უდიდესი ინგლისური ლაინერის დაღუპვის ისტორია არაერთი საიდუმლოებით არის მოცული. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით თავისი დროის ყველაზე მდიდრული და მასშტაბური გემის გამაოგნებელი და საინტერესო ფაქტების შესახებ.



1. პირველი კლასის კაიუტა


image


პირველი კლასის ბილეთი 2560 დოლარი ღირდა. რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 61, 000 დოლარია! ამ თანხის გადახდის შემთხევაში მგზავრების განკარგულებაში იყო მდიდრული ოთახი ორი საძინებლით, მისაღები ოთახით, სველი წერტილითა და გარდერობის ორი ოთახით, გარდა ამისა, ოთახის მფლობელს ასევე ჰქონდა სასეირნოდ გამოყოფილი კერძო 15 მეტრის სიგრძის გემბანი.



2. "შეუჩერებელი" ვიოლინო


image


ვიოლინო, რომელზეც გემის ორკესტრის მუსიკოსი უოლეს ჰარტლი, კატასტროფის დროს საათების განმავლობაში, შეუჩერებლივ უკრავდა 2013 წელს აუქციონზე 1, 7 მილიონ დოლარად გაიყიდა!



3. მენიუ ტრაგედიის დღეს


image


სასწაულებრივად გადარჩენილი მენიუს წყალობით შეგვიძლია გავიგოთ თუ რა მიირთვეს პირველი, მეორე და მესამე კლასის მგზავრებმა კატასტროფის დღეს. სხვათა შორის, კერძების ამ ჩამონათვალს უდიდესი ღირებულება აქვს. 2012 წელს ეს რარიტეტი 120 000 დოლარად გაიყიდა.



4. დღიური რაციონი მესამე კლასის მგზავრებისთვის


image


ყველაზე მოკრძალებული მესამე კლასის მგზავრთა რაციონი იყო, რომელთა საუზმეც მოიცავდა რძიან შვრიის ფაფას, შებოლილ ქაშაყს "მუნდირიან" კარტოფილს, კვერცხს ლორთან ერთად, კარაქსა და პურს, მარმელადს, შვედურ პურს, ჩაის და ყავას. სადილი კი ბრინჯიანი წვნიანისგან, პურისგან, ფუნთუშასგან, შემწვარი საქონლის ხორცისგან, ტკბილი სიმინდისგან, მოხარშული კარტოფილისგან და ჩირისგან მომზადებული პუდინგისგან შედგებოდა. ტრაპეზის დასასრულს მგზავრებს ასევე ახალ ხილს სთავაზობდნენ. იმ დროს ირლანდიელ და ნორვეგიელ ღარიბ ემიგრანტებს, რომლებიც მესამე კლასში საკმაოდ ბევრნი იყვნენ, ახალი ხილი აპრილში ფუფუნებად ეჩვენებოდათ! მგზავრებს სადილსა და ვახშამს შორის ჩაისთან - ცივ ხორცს, ყველს, მწნილს, ბრინჯიან ჩაშუშულ ლეღვს და კარაქსა და პურს სთავაზობდნენ. ვახშმისას კი მგზავრები თხევადი შვრიის ფაფით, ფუნთუშით და ყველით უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ.




5. სადილი მეორე კლასის მგზავრებისთვის


image


მეორე კლასის მგზავრები ბევრად უფრო მრავალფეროვნად იკვებებოდნენ. მარტო სადილად მომზადებული კერძების ჩამონათვალი მესამე კლასის მგზავრების დღიური რაციონის შესაბამისი იყო. პირველი იყო კონსომე ტაპიოკასთან ერთად, მეორე კერძის სახით გემზე მყოფ ადამიანებს სთავაზობდნენ გამომცხვარ ზღვის ქორჭილას პიკანტური სოუსით, შემწვარ ქათამს ბრინჯითა და ქარით, ბატკანს პიტნის სოუსითა და შემწვარ ინდაურს პიკანტური მოცვის სოუსით. გარნირად შეეძლოთ აერჩიათ მწვანე ბარდა, მოხარშული ბრინჯი, შემწვარი კარტოფილი და თალგამის პიურე, დესერტად კი მათ ქიშმიშის პუდინგის, ღვინის ჟელის, ქოქოსის სენდვიჩის ან ამერიკული ნაყინის დაგემოვნება შეეძლოთ. გარდა ამისა, ტრაპეზის ბოლოს მეორე კლასის ყველა მგზავრს ახალ ხილს, ყველს, თხილს, ყავასა და ფუნთუშებს სთავაზობდნენ.




6. სადილი პირველი კლასის მგზავრებისთვის


image


პირველი კლასის მგზავრებისთვის განკუთვნილი სადილი წარმოსახვასაც კი აოცებდა. აპერიტივის სახით მგზავრებს ხამანწკებს სთავაზობდნენ. პირველ კერძად კი შესაძლებელი იყო კონსომეს, "ოლგას" ან ქერის კრემ-სუპის არჩევა, მეორე კერძად უკვე მოხარშული ორაგული კიტრითა და მუსლინის სოუსით მოდიოდა, რის შემდეგაც შესაძლებელი იყო ფილე მინიონის ან ყაბაყით ფარშირებული ქათმის სოტეს დაგემოვნება, მგზავრებს ასევე სთავაზობდნენ ცხვრის ხორცს პიტნის სოუსით, შემწვარ იხვს ვაშლის სოუსით ან ძროხის ფილეს, გარნირად კი გემზე მყოფ ადამიანებს შეეძლოთ აერჩიათ მწვანე ბარდა, სტაფილო ნაღების სოუსში, ბრინჯი და ახალი მოხარშული კარტოფილი, ამის შემდეგ მათ წინ კერძების კიდევ ოთხი სახეობა ელოდათ! მგზავრებს შეეძლოთ ტრაპეზის შემდეგ პატარა პაუზა აეღოთ და ალკოჰოლური სორბეტი, სახელად "რომაული პუნში" შეესვათ, ამის შემდეგ კი მათ განკარგულებაში იყო შემწვარი მტრედები წყლის წიწმატით, სატაცური ვინეგრეტის სოუსში და ასევე "ფუა-გრა" ნიახურით, თუ გემზე მყოფ სტუმრებს დესერტის მირთმევის ძალა კიდევ შესწევდათ, მაშინ მათ წინაშე იყო "ვალდორფის" პუდინგი, ატამი "შატრიოზის" ლიქიორის ჟელეში, ვანილისა და შოკოლადის ეკლერები და ნაყინი.




7. სამაშველო ნავები


image

პროექტის მიხედვით "ტიტანიკი" 64 სამაშველო ნავით აღიჭურვა, თუმცა მისი პირველი და ერთადერთი რეისის დროს მათი რაოდენობა მხოლოდ 20 იყო.




8. სამაშველო ჟილეტები


image


ფოტოზე გახლავთ ლაურა ფრანკატელის სამაშველო ჟილეტი, რომელსაც ხელი მოგვიანებით სხვა გადარჩენილებმაც მოაწერეს, რომლებიც მასთან ერთად იმავე ნავში იმყოფებოდნენ.




9. სპორტული დარბაზი


image


"ტიტანიკის" მგზავრების განკარგულებაში ასევე სატრენაჟორო დარბაზიც გახლდათ, რომელიც უახლესი ტექნოლოგიით იყო მოწყობილი. ველოტრენაჟორები აღჭურვილი იყო ერთგვარი სპიდომეტრებით, რაც ადამიანებს ერთმანეთთან შეჯიბრების შესაძლებლობას აძლევდა.




10. "ტიტანიკის" დაღუპვის ერთ-ერთი მიზეზი


image


ხომალდს წყალში გაშვების პირველივე დღეებიდან მთელი რიგი წარუმატებლობები სდევდა თან. როდესაც გემი ბელფასტის გემთმშენებელს ტოვებდა, მის ერთ-ერთ საწვავის საცავში მასიური ხანძარი გაჩნდა. თანამედროვე მკვლევარები თვლიან, რომ სწორედ ამან დაასუსტა გარსი, რაც საბოლოოდ, "ტიტანიკის" დაღუპვის ერთ - ერთი მიზეზიც გახდა.


image


"ტიტანიკის" 1912 წლის 10 აპრილის ფოტო

გასაოცარია, რომ XX საუკუნის დასაწყისისთვის ერთი შეხედვით, ასეთი სრულყოფილი კოლოსი შეიძლებოდა ერთ დღესაც ფსკერზე აღმოჩენილიყო... "ტიტანიკი" 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა, გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ კი, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40-ზე ლაინერი აისბერგს შეეჯახა, შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ, 1912 წლის 15 აპრილს გემი ჩაიძირა, ჩაძირვამ 1, 517 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია, რაც "ტიტანიკის" კატასტროფას ერთ-ერთ უდიდესს ხდის საზღვაო ისტორიაში.







0
615
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
615