x
მეტი
  • 14.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508972
იდეალური საყვარლები, რომელთა ოფლიც აფროდიზიაკად ითვლებოდა - 10 ფაქტი გლადიატორების შესახებ

image


გლადიატორთა შესახებ არაერთი წიგნი დაწერილა და მრავალი ფილმიც გადაღებულა, თუმცა ზოგიერთმა ავტორმა აშკარად შესცოდა და თავიანთი არასწორი ხედვებით ადამიანების წარმოსახვაში მცდარი შეხედულებები გააჩინა. იცოდით არენაზე არა მხოლოდ კაცები რომ იბრძოდნენ? ან ის თუ იცით ყველა გლადიატორი მონა რომ არ იყო? მოკლედ, მოდით, ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ და გავარკვიოთ, რა ხდებოდა სინამდვილეში გლადიატორთა ბრძოლების დროს.



გართობა კი არა, დაკრძალვა


image


ცოტამ თუ იცის, რომ გლადიატორთა ბრძოლები რომაელებს არ გამოუგონათ. ეს ტრადიცია მათთან ეტრუსკებისგან შევიდა, რომლებიც მანამდე აპენინის ნახევარკუნძულს მართავდნენ. ეტრუსკები წინამძღოლებისა თუ მეთაურების დაკრძალვაზე დემონსტრაციულ ბრძოლებს მართავდნენ, ვინაიდან სჯეროდათ, რომ მიცვალებულს ასე არ მოეწყინებოდა და დაღვრილი სისხლი მას შემდგომი ცხოვრებისთვის მოამზადებდა. თანდათან ეს ტრადიცია რომაელებში გადავიდა, სადაც ბრძოლამ ერთგვარი სანახაობისა და გართობის ფორმა მიიღო.




ოფლი, როგორც აფროდიზიაკი


image


ძველი რომაელები შხაპს მხოლოდ მას შემდეგ იღებდნენ, რაც კანს სპეციალური სკრაბით დაიმუშავებდნენ, ზეითუნის ზეთის წასმის შემდეგ, გლადიატორები სკრაბიან ჭუჭყს მდიდარ რომაელ ქალებზე ჰყიდდნენ, რომლებსაც მტკიცედ სჯეროდათ, რომ თამამი, დაკუნთული მამაკაცის ცხიმი და ჭუჭყი ძლიერი სქესის სხვა წარმომადგენლებისთვის ერთგვარი აფროდიზიაკი იქნებოდა. ისინი ამ შემადგენლობას საცხად იყენებდნენ, მას ასევე თავიანთ სუნამოებში ურევდნენ და მეუღლეებს საკვებშიც კი უმატებდნენ.




სისხლი, როგორც წამალი


image


გოგონები დაღლილი და დაჭრილი გლადიატორის დასაგლეჯადაც კი მზად იყვნენ, რადგან თვლიდნენ, რომ მათ სისხლს სასწაულებრივი თვისებები ჰქონდა. გოგონები მებრძოლების სისხლს თმისთვის მიმზიდველობისა და სიჯანსაღის მისანიჭებლად იყენებდნენ, მას ასევე ეპილეფსიითა და შაკიკით დაავადებულებსაც აძლევდნენ.




წარმატებული საყვარლები


image


მდიდარი რომაელი ქალები გლადიატორთან ღამის გასათევად სოლიდური თანხის გაღებისთვისაც კი მზად იყვნენ, ვინაიდან ისინი შესანიშნავ საყვარლებად ითვლებოდნენ.




გლადიატორთა პროფკავშირები


image


მიუხედავად იმისა, რომ მებრძოლები მონებად ითვლებოდნენ, ისინი თავიანთი ინტერესების დასაცავად ორგანიზაციაში - "კოლეგიაში" ერთიანდებოდნენ, ვინც მაშინდელ პროფკავშირებში წევრიანდებოდა, რეგისტრაციის საფასური უნდა გადაეხადა, რაც მას გარდაცვალების შემთხვევაში ნორმალური დაკრძალვის გარანტიას აძლევდა.



საზღვაო გლადიატორთა ბრძოლები


image


გლადიატორები არა მხოლოდ ხმელეთზე იბრძოდნენ. საზღვაო ბრძოლების მოწყობა ძალიან ძვირი იყო, ამიტომ ისინი იშვიათობას წარმოადგენდა. ყველაზე დიდი ბრძოლა გემებზე იმპერატორმა კლავდიუსმა მოაწყო. ფუჩინოს ტბაზე 50-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი იქნა გაშვებული, გლადიატორთა რაოდენობამ კი 20 ათასს შეადგინა. ამ ბრძოლას თვალს თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ადევნებდა. გლადიატორთა ბრძოლა მასობრივ სპორტად იქცა, და დიდი შეცდომაა იმის თქმა, რომ ის მხოლოდ ქაოტური ხოცვა-ჟლეტა იყო.




გლადიატორთა ხელფასი


image


ბრძოლებში მონაწილეობისთვის გლადიატორები ანაზღაურებას იღებდნენ (რაღა თქმა უნდა, გადარჩენის შემთხვევაში), ერთხელ იმპერატორმა ნერონმა მონა სპიკულუსს მთელი სასახლეც კი აჩუქა არენაზე ბრწყინვალე სანახაობის მოწყობისთვის.




ქალი გლადიატორები


image


მართალია გლადიატორების უმეტესობა მამაკაცი იყო, თუმცა მათ შორის რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ქალებიც იყვნენ, რომლებიც მზად იყვნენ არენაზე გასასვლელად, და ეს იმისდა მიუხედავად, რომ რომაელი კაცები ქალთა ბრძოლებს გმობდნენ, ვინადან სათაკილოდ და უხამსად მიაჩნდათ. ქალებს, რომლებიც არენაზე იბრძოდნენ, გლადიატრიქსებს უწოდებდნენ.




გლადიატორი - იმპერატორები


image


საზოგადოების სიყვარულის მოსაპოვებლად გლადიატორთა ბრძოლებში ზოგჯერ იმპერატორებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ რაღა თქმა უნდა, დაცვის ქვეშ და ბლაგვი იარაღით, თუმცა როგორც წესი, საზოგადოებას ასეთი სანახობები დიდად არ ხიბლავდა, რადგან ისინი მათი აზრით, კლოუნადას უფრო ჰგავდა, ვიდრე ნამდვილ ბრძოლებს.




გლადიატორთა წოდებები


image


როდესაც გლადიატორთა ბრძოლები ფეხს ჯერ მხოლოდ იკიდებდა, ისინი უფრო არაორგანიზებულ ხოცვა -ჟლეტას ჰგავდა, დროთა განმავლობაში ბრძოლის წესებიც გაჩნდა. გლადიატორები კლასებად - ბრძოლის ტექნიკით, იარაღითა და უნარების მიხედვით იყოფოდნენ.














0
355
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
355