x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134691
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508903
როკფელერებმა ყველაფერი წინასწარ იცოდნენ: ცნობილი ოჯახის საშინელი პროგნოზები
image
როკფელერების ოჯახის ჩამოყალიბების ისტორია აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა მისტიური ლეგენდები, რომლებიც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მათ კლანზე ვრცელდება.



დევიდ როკფელერი დაიბადა 1915 წლის 12 ივნისს ნიუ-იორკში. ბიჭს განზრახული ჰქონდა, არა მხოლოდ ჩაეწერა თავისი სახელი აშშ-ს საბანკო სისტემის ისტორიაში, არამედ, წარუშლელი კვალი დაეტოვებინა გლობალურ ეკონომიკაზე. მოხდა ისე, რომ ამ გავლენიან ოჯახში დაბადებული ყოველი ახალი თაობა არათუ არ ხარჯავდა წინაპრების სიმდიდრეს, არამედ, ზრდიდა და უფრო და უფრო ამაღლებდა ოჯახის სიდიადეს.



ბზნესმენის ცხოვრება ყოველთვის საიდუმლოებით იყო მოცული. არასაჯარო ბიზნესი მხოლოდ მისტიციზმს მატებდა მათ იმიჯს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ როკფელერების კლანმა აშკარად მეტი იცის, ვიდრე სხვებმა. აქ არის რამდენიმე მტკიცებულება.



2010 წელს როკფელერის ფონდმა გამოაქვეყნა ნაშრომი სათაურით „ტექნოლოგიისა და საერთაშორისო განვითარების მომავლის სცენარი“. მაისის საჯარო პრეზენტაცია მასებისთვის შეუმჩნეველი დარჩა, მაგრამ როგორც შემდგომმა პრაქტიკამ აჩვენა, ეს უშედეგო იყო. 54 გვერდზე ფონდის ექსპერტებმა დეტალურად აღწერეს რა ელის მსოფლიოს უახლოეს მომავალში. კერძოდ, აღწერილია პანდემია, რომელიც ზღუდავს მოსახლეობის მობილურობას და დიდ საფრთხეს უქმნის მთელ პლანეტას.





„პანდემიისთვის მომზადებული ქვეყნებიც კი სწრაფად დაზარალდებიან, როდესაც ვირუსი გავრცელდება მთელ მსოფლიოში, დაინფიცირდება გლობალური მოსახლეობის თითქმის 20 პროცენტი და დაიღუპება 8 მილიონი ადამიანი სულ რაღაც შვიდ თვეში, უმეტესობა ჯანმრთელი ახალგაზრდები.“- ნათქვამია მოხსენებაში, რომელიც პროგნოზირებს სამომავლო სცენარს. შეგახსენებთ, რომ ეს დაიწერა პანდემიამდე 10 წლით ადრე.




2002 წელს გაეროს ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნა წერილი, სადაც გამომგზავნი იყო მითითებული, როგორც როკფელერი, უჩვეულო შინაარსით. ელ. ფოსტის სათაური იყო „ათვლა არმაგედონამდე“. ვარაუდობენ, რომ მიმღების ასლში მითითებული იყო არაერთი ცნობილი დამოუკიდებელი ჟურნალისტი.




აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის ავთენტურობა ოფიციალურად არასოდეს დადასტურებულა, თუმცა ამავდროულად, არც არავის გაუკეთებია უარყოფა. შეტყობინება შეიცავდა ახალი მსოფლიო წესრიგის დეტალურ დღის წესრიგს. შეგახსენებთ, რომ სწორედ როკფელერს მიეწერება ციტატა:



„ჩვენ ვართ გლობალური ტრანსფორმაციის ზღვარზე, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ სწორად ორგანიზებული მეგაკრიზისი ეპიდემიების, ომების, შიმშილის, შიშის, ქაოსის სახით და ერები მიიღებენ ახალი მსოფლიო წესრიგს და ერთიან მსოფლიო მთავრობას“.



სწორედ დევიდ როკფელერმა წამოიწყო ნიუ-იორკში ტყუპების კოშკების მშენებლობა. 1967 წელს, News Week-ის გარეკანზე განთავსებულია სურათი, სადაც ბიზნესმენი გადაღებულია ტყუპების წინ. მოგვიანებით, შეთქმულების თეორიის მოყვარულებმა ამ ფოტოზე საშინელი ნიშანი დაინახეს - გავლენიანი კლანის ხელმძღვანელის საათმა აჩვენა 9-11. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ირკვევა, რომ მილიარდერის ბაბუამ, ჯონმაც ერთხელ უკვე აირჩია მომავალი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტერიტორია. თუმცა, მის ფანტაზიებში ეს ადგილი არა ვინმეს, არამედ ცნობილი ანტონიო გაუდის შემოქმედებას უნდა დაეკავებინა. თუმცა, გრანდიოზული სასტუმროს აშენების იდეა ნახატებზე დარჩა.




2008 წელს, JP Morgan-ის ანალიტიკოსებმა, როკფელერის ოჯახის მიერ კონტროლირებად ბანკმა, გამოაქვეყნეს მოხსენება, რომელშიც ნათლად აღნიშნეს, რომ მსოფლიო დიდი კატასტროფის ზღვარზეა, რომელიც გავლენას მოახდენს მილიონობით ადამიანის საფულეზე. უძრავი ქონების ბაზრის კოლაფსი, რომელმაც მოგვიანებით იფეთქა შეერთებულ შტატებში, სიურპრიზი იყო ბევრი ჩვეულებრივი ადამიანისთვის. დიდმა რეცესიამ, როგორც მას მოგვიანებით უწოდეს, ქვეყნის მოქალაქეები უსახლკაროდ დატოვა. ეს სააფონდო ბირჟის ყველაზე დიდი კრახი იყო თანამედროვე ისტორიაში.




ძნელია დარწმუნებით თქმა, მაგრამ როკფელერის კლანი კარგად ერკვევა პროცესებში, ბიზნესისა და არსებული მდგომარეობის „შეგრძნების“ ნიჭი რამდენიმე ნაბიჯით წინ უსწრებს პროცესებს. უმდიდრეს ოჯახს აქვს გარკვეული სახის ინფორმაცია, რომელსაც უზიარებენ სამყაროს დოზებში.




მროგორც არ უნდა იყოს, ღირს როკფელერების მომავლის პროგნოზების მოსმენა. კერძოდ, 2025 წლისთვის მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში არეულობაა მოსალოდნელი.


„ადრე თუ გვიან, რაღაც აუცილებლად დაარღვევს წესრიგს, რომელიც მთავრობებმა უმტკივნეულოდ ჩამოაყალიბეს.“- ასე იდუმალებით მთავრდება როკფელერის ფონდის ერთი ანალიტიკური სცენარი, რომელიც ჯერ კიდევ 2010-იანი წლების დასაწყისში იყო მომზადებული.




1
319
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
319
  
2023, 11 ივლისი, 22:57
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1