x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134694
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509000
ჰიტლერის უკანასკნელი დავალება და სამარეში წაღებული საიდუმლო

იმაში, რომ ზოგიერთები საიდუმლოს არასოდეს ამხელენ და ის სამარეში მიაქვთ, ახალი არაფერია. მაგრამ, არის ისეთი საიდუმლო, რომელიც გარკვეულ ისტორიულ მოვლენას, ან მის მიერ გამოწვეულ შედეგს უკავშირდება და დიდი ინტერესის გამო ის, დროთა განმავლობაში, ერთგვარ გამოცანად იქცევა ხოლმე... და აქ, სწორედ, ამ კატეგორიის ერთ საიდუმლოს წარმოგიდგენთ:

ოტო გუნშე 1943 წ. 12 იანვრიდან ადოლფ ჰიტლერის პირადი ადიუტანტი (შტაბის ოფიცერი) იყო. 1945 წ. 30 აპრილს მან, პირადად ფიურერისგან მიიღო, სიკვდილის შემდეგ, მისი და ევა ბრაუნის გვამები დაწვის დავალება.


image


სწორედ ოტო გუნშემ იცოდა სრული სიმართლე, ფიურერის სიცოცხლის უკანასკნელი წლის და გარდაცვალების შესახებ. თუმცა, მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა, მან მემუარების დაწერაზე უარი თქვა.
ახალგაზრდა ოფიცერმა, ფიურერის განსაკუთრებული ნდობა, მას შემდეგ დაიმსახურა, რაც 1944 წ. 20 ივლის, ჰიტლერზე თავდასხმა მოხდა. სწორედ ის დაეხმარა მას ნანგრევებიდან თავის დაღწევაში და ფაქტობრივად, გადაარჩინა. სწორედ იმ დღის შემდეგ, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, ოტო გუნშე დიქტატორს გვერდიდან არ მოშორებია.
ჰიტლერს სტალინის ხელში ჩავარდნის ძალიან ეშინოდა და მნიშვნელობა არა ჰქონდა, ის ცოცხალი იქნებოდა თუ მკვდარი. როგორც ის ამბობდა, არ უნდოდა, რომ ექსპონატი გამხდარიყო, ცვილის ფიგურების საბჭოთა მუზეუმში. თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, გერმანელი დიქტატორისთვის ცნობილი გახდა, მუსოლინის მკვლელობის და მისი გვამის საქვეყნოდ გამოფენის შესახებ, რამაც ფიურერს გადაწყვეტილება მიაღებინა, რომ სიკვდილის შემდეგ, მისი გვამისგან, არაფერი დაეტოვებინა მოკავშირეებისთვის. ამიტომ, თავის ადიუტანტს სთხოვა, რომ მისი და ევა ბრაუნის სხეული დაეწვა.

გუნშემ ჰიტლერის უკანასკნელი დავალება შეასრულა და მას შემდეგ, რაც ფიურერმა და ევა ბრაუნმა საწამლავი მიიღეს, მათი გვამები გაანადგურა...


image


ბერლინში შესვლის შემდეგ, საბჭოთა ჯარისკაცებმა გუნშე ტყვედ აიყვანეს და მან ტყვეთა ბანაკში, რამდენიმე წელი გაატარა. 1956 წელს, გათავისუფლების შემდეგ, SS-ის ყოფილი ოფიცერი ოტო გუნშე მშვიდი, უხმაურო ცხოვრებით ცხოვრობდა და ყველანაირად ცდილობდა, საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენილიყო. ის 86 წლის ასაკში გარდაიცვალა და ჰიტლერის გარდაცვალების საიდუმლოც თან წაიღო... ხოლო, საზოგადოებაში გაჩნდა ვერსია, რომ დამწვარი გვამები, ჰიტლერს და მის მეუღლეს არ ეკუთვნოდა და რომ ნაცისტების ბელადი ლათინურ ამერიკაში გაიქცა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ძველეგვიპტური მუმიის რენტგენულმა კვლევამ აჩვენა, რომ... უძველესი მედიცინის საიდუმლოებები

* სამეფო კობრა – 11 საინტერესო ფაქტი ყველაზე შხამიანი გველის შესახებ

* რომელს უფრო მეტად უყვარს პატრონი – ძაღლს, თუ კატას?.. და რატომ?

* თუ მოულოდნელად სტუმარი გეწვიათ... "მაშველი" – ტორტი 1 საათში (უმარტივესი რეცეპტი)



0
598
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
598
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0