x
მეტი
  • 17.05.2024
  • სტატია:134700
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509036
სამეფო კობრა – 11 საინტერესო ფაქტი ყველაზე შხამიანი გველის შესახებ

image


1. სამეფო კობრა — ყველაზე დიდი ზომის შხამიანი გველია პლანეტაზე. მისი სიგრძე 6 მეტრი შეიძლება იყოს. გავრცელების არეალი — სამხ. და სამხ-აღმ. აზიის ტროპიკული ტყეებია (ინდოეთი, პაკისტანი, ინდონეზია და ფილიპინები).
2. სამეფო კობრას ლათინურად Ophiophagus hannah ჰქვია, რაც ქართულად — «გველის მჭამელს» ნიშნავს. ნამდვილი კობრა — Naja გვარს განეკუთვნება, ხილო სამეფო, სახელის მიუხედავად, ცალკე სახეობას (Ophiophagus hannah) ქმნის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, «დედოფალს» გამოჩენა არ უყვარს. ის უპირატესობას ბნელ გამოქვაბულებს და სოროებს ანიჭებს, რომელიც ჯუნგლებში მრავლად არის.
3. სანეფო კობრა ერთადერთი გველია, რომელიც სხვა გველებით იკვებება, მათ შორის, შხამიანი გველებითაც.
4. როდესაც ორი სამეფო კობრა ერთმანეთს ხვდება, სიგრძეში ეტოლებიან... რომელიც უფრო მოკლეა, იქაურობას დარცხვენილი ტოვებს.

5. მისი შხამი იმდენად ძლიერია, რომ ერთი კბენით, ლომის კი არა, სპილოს მოკვლაც კი შეუძლია.


image


6. სხვა გველებისგან განსხვავებით, სამეფო კობრა შხამის დოზას კონტროლს უწევს. ადამიანებს ის, ხშირ შემთხვევაში, საერთოდ შხამის გარეშე კბენს, რომ შხამი იმაზე არ დახარჯოს, რაც საკვები არ არის.
7. უამრავი სხვა გველისგან განსხვავებით, ის ბუდეს ფოთლებით აშენებს და საკუთარ შვილებზე ზრუნავს. კობრა ბუდეში 20-დან – 40 კვერცხს დებს, ხოლო შემდეგ, მასში გარკვეულ ტემპერატურას (25-დან – 29 С°-მდე) მუდმივად ინარჩუნებს.
8. სამეფო კობრას კარგი მეხსიერება აქვს და იმ ადამიანის დამახსოვრება შეუძლია, ვინც დაიჭირა ან სხვა სახის ზიანი მიაყენა.

9. ინდოეთში სამეფო კობრა წმინდა ცხოველად ითვლება და მისი მოკვლა მხოლოდ რელიგიურად კი არა, კანონითაც ისჯება. 1972 წლიდან არსებობს კანონი, ამ გველის მოკვლას კრძალავს, თუ ამას საგანგებო მდგომარეობა არ მოითხოვს. სხვა შემთხვევაში, სასჯელი – 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

10. სამეფო კობრას სიცოცხლის ხანგრძლივობა, დაახლოებით, 30 წელია.


image


11. «კობრას ცეკვა» — ამ სიტყვების გაგონებისთანავე, ყველას კალათიდან ამოსული გველი და საყვირიანი ინდოელი მამაკაცი ახსენდება. ჩვენთვის ეს ეგზოტიკური წარმოდგენაა, სარისკო ტრიუკებით და აუწერელი შეგრძნებებით. ნებისმიერი ინდოელისთვის კი — ქალაქის მოედნებზე გამართული, ჩვეულებრივი წარმოდგენა და ამავდროულად, ნამდვილი ხელოვნება პროფესიონალებისთვის.

გველების შემლოცველი — ინდოეთში უძველესი და საოცარი პროფესიაა. თუმცა, ამ ქვეწარმავლების შელოცვის ხელოვნება, ძველ ეგვიპტეში ჩაისახა და უკვე იქიდან აზიის ქვეყნებში გავრცელდა. ყველაზე საინტერესო კი, ამ ისტორიაში ის არის, რომ კობრა, სინამდვილეში, არ ცეკვავს, რადგან მას საყვირის ხმა არ ესმის. გვერდიდან ისე ჩანს, რომ თითქოს გველი მელოდიის რიტმზე მოძრაობს. მაგრამ, რეალურად, ის საყვირის მოძრაობას მიჰყვება და ვიბრაციაზე რეაგირებს, რომელსაც შემლოცველი, საყვირზე დაკვრის დროს, ფეხის მიწაზე დარტყმით ქმნის. აი ასე იქმნება ცეკვის ილუზია, რომელიც ადამიანებს ნუსხავს. გარდა ამისა, გველების გაწვრთნისას, საყვირით დარტყმაც გამოიყენება და როდესაც მას ასეთი საფრთხე ექმნება, ქვეწარმავალი მის თავიდან აცილებას ცდილობს და აქეთ-იქით იხრება, რაც «მუსიკალური ნომრის» წარმოდგენისას, დამატებით ილუზიას ქმნის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემლოცველების სიცოცხლეს, ქვეწარმავლებთან მუშაობის დროს, საფრთხე არ ემუქრებათ, რადგან გველს კბილებიდან შხამს წინასწარ აცლიან.


image

არხის სხვა სიახლეები:


* "ბარაქის ხის" მაგიური და სამკურნალო თვისებები

* ძველ რომში, ბავშვი 6 თვემდე, უსულო საგნად ითვლებოდა და მისი მკვლელობა არ ისჯებოდა

* შეჭამეს თუ არა, აბორიგენებმა კუკი? – რეალური ფაქტები დიდი მოგზაურის შესახებ



0
682
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
682
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0