x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ლალი მესხი-მომხიბვლელი ინდიელი გოგო და ლეგენდარული გოიკო მიტიჩის პარტნიორი
image

1960/1970-იანი წლების ბავშვები ინდიელებზე გადაღებულ სათავგადასავლო ფილმებზე გაიზარდნენ, რომელსაც გდრ-ის კინოსტუდია "დეფა" იღებდა, ყველას ახსოვს იუგოსლაველ -გერმანელი მსახიობი, რეჟისორი და ტრიუკის შემსრულებელი, გოიკო მიტიჩი, საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ქვეყნების "მთავარი ინდიელი" და წითელკანიანთა ბელადი:", ჩგინგაჩგუნკის დიდი გველი", "შევარდენის კვალი", "თეთრი მგლები", "ოცეულა", "აპაჩი", "ულზანა, აი არასრული ჩამონათვალი იმ საკულტო ფილმებისა...



ინდიელებზე გადაღებულ სათავგადასავლო ფილმებში გოიკო მიტიჩის პარტნიორი ქალები იყვნენ: ამერიკელი მსახიობი კატი სეკელი, პოლონელი საყოველთაოდ ცნობილი ბარბარა ბრილსკა, ბულგარელი ისკრა რადევა, ცნობილი უნგრელი მსახიობი ანდრეა დრაჰოტა და ქართველი მოცეკვავე და მსახიობი ლალი მესხი, რომელიც დღეს 17 ივნისს 74 წლის გახდა.



image

პირველი კურსის სტუდენტი იყო, როცა 1965 წელს დავით რონდელმა მიიწვია ფილმში „პიერი-პოლიციის თანამშრომელი“. თუმცა პირველი პოპულარობა მოუტანა როლმა მუსიკალურ კომედიაში „შეხვედრა მთაში“, სადაც ის ბუბა კიკაბიძის შეყვარებულის როლს თამაშობდა, ასევე მისი პარტნიორობი იყვნენ ლეილა აბაშიძე, თენგიზ არჩვაძე, კოტე დაუშვილი, იპოლიტე ხვიჩია და სხვები.

imageფოტოზე: კადრი ფილმიდან "შეხვედრა მთაში", ლალი მესხი და ლეილა აბაშიძე

ლალი მესხი თამაშობს კიდევ რამდენიმე ქართულ ფილმში, ესენია: "მალე გაზაფხული მოვა"(ო. აბესაძე, 1967), "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" (ყ. მგელაძე, 1969, ლია), "გოგონა და ჯარისკაცი"(თ. ფალავანდიშვილი, 1970, ირინე), "იქ, ჩემთან" (ზ. ხალვაში, 1990), "მიზერერე" (ზ. ხალვაში, 1991) და სხვა.

imageფოტოზე:მალხაზ გორგილაძე, სესილია თაყაიშვილი, ლალი მესხი, ნოდარ ფირანიშვილი, იპოლიტე ხვიჩია და კაკო კვანტალიანი ფილმში: „პიერი მილიციის თანამშრომელი"



როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ლალიმ ითამაშა გერმანიის კ/სტ "დეფას" მიწვევით ორ სათავგადასავლო ფილმში: "თეთრი მგლები" (1969) და "შევარდენის კვალი" ( 1969)

imageფოტოზე:კადრი ფილმიდან "შევარდენის კვალი", გოიკო მიტიჩი და ლალი მესხი


"გერ­მა­ნე­ლებ­ი, ინ­დი­ე­ლებ­ზე სე­რი­ებს იღებ­დნენ... თბი­ლის­ში იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლე­ბი, რად­გან სე­რი­ა­ლე­ბის პრო­დი­უ­სერ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში იმოგ­ზა­უ­რა და ჩვე­ნი ბუ­ნე­ბით იმ­დე­ნად მო­ი­ხიბ­ლა, გა­და­წყვი­ტა ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ე­ღო... ჩა­მო­სუ­ლი რომ იყ­ვნენ, "შე­ვარ­დნის ნაკ­ვა­ლევ­ზე" მთა­ვა­რი გმი­რი გო­გო­ნას შემ­სრუ­ლე­ბე­ლი არ ყავ­დათ და გა­და­წყვი­ტეს აქ შე­ერ­ჩი­ათ. ისე მოხ­და, რომ მე შე­მარ­ჩი­ეს და ამ როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს... და­ინ­ტე­რეს­დნენ, რა ფილმში ვი­ყა­ვი გა­და­ღე­ბუ­ლი, ზუს­ტად მა­შინ იყო ახა­ლი გა­მო­სუ­ლი - „შეხ­ვედ­რა მთა­ში“, სა­ნა­ხა­ვად წა­ვე­დით და გა­და­ი­რივ­ნენ იმ ბუ­ნე­ბა­ზე, იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნათ... ხევ­სუ­რეთ­ში ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლია ერ­თგან, როშ­კის ჩანჩქე­რი, სა­დაც ფილმში მე სა­ბა­ნა­ოდ ჩავ­დი­ვარ და გერ­მა­ნულ ფილმშიც ის ად­გი­ლი გა­და­ი­ღეს... შემ­დეგ გერ­მა­ნი­ა­ში გა­მო­მი­ძა­ხეს და იქ ვი­ყა­ვი გა­და­ღე­ბებ­ზე, გა­და­ღე­ბე­ბი იყო იუ­გოს­ლა­ვი­ა­ში, ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ა­ში... ზა­ფხუ­ლის ფეს­ტი­ვალ­ზეც მი­მიწ­ვი­ეს, სა­დაც ეს ფილ­მი გა­დი­ო­და და მთე­ლი გერ­მა­ნი­ის უამ­რა­ვი ქა­ლა­ქი მო­მა­ტა­რეს, აი ასე­თი სავ­სე და ბედ­ნი­ე­რი, სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დი მქონ­და, დღე­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიხ­სე­ნებ."(ნაწყვეტი ლალი მესხის ინტერვიუდან)

image


ლალი მესხი წლებია კინოს ჩამოშორდა და ამჟამად მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიის პედაგოგია და უკვე წლებია ბავშვთა სურათების გალერეაში მუშაობს.


image

image

ასევე დაგაინტერესებთ


დღეს, 15 ივნისს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა შესანიშნავ მსახიობს ბორის წიფურიას, რომელმაც 30 -ზე მეტ ფილმში ითამაშა, ამის გარდა იგი იყო 1984-1990წწ. თბილისის სახელმწიფო ცირკის დირექტორი და პოპულარული ტელეშოუ "ფორტუნას" წამყვანი, რომელიც ს



5 ივნისს დაიბადა ქართული თეატრის და კინოს უბადლო ოსტატი, კახი კავსაძე(1935-2021), მის იუბილეთან დაკავშირებით გთვაზობთ 5 საინტერესო ისტორიას მსახიობის ცხოვრებიდან: კახი კავსაძე 1956 წლის სისხლიან 9 მარტს იხსენებს: ***იმ დღეს, 9 მა


დღეს, 3 ივნისს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდებოდა არაპროფესიონალ მსახიობს, პროფესიით ექიმს გოგა ფიფიას, მან სულ სამ ფილმში ითამაშა, თუმცა სამუდამოდ დაამახსოვრა თავი ქართველ მაყურებელს, რა თქმა უნდა პირველ რიგში გვახსოვს საკულტო ფილმიდან "როცა აყვავდა ნუში", სადაც ბრწყინვალედ შეასრულა ლექსოს როლი. "თუ მსახიობის...


დღეს 18 მაისს დაიბადა არაპროფესინალი მსახიობი თინათინ ვარდანაშვილი, (პროფესიით გეოფიზიკოსი)გოგონა, რომელსაც 1972 წელს გამოსულმა სადებიუტო როლმა ფილმში "როცა აყვავდა ნუში " არნახული წარმატება მოუტანა, შემდეგ მან კიდევ რამდენიმე ფილმში ითამაშა, თუმცა მაყურებელს იგი დაამახსოვრდა სამუდამოდ როგორც "მეათეკლასელი ხათუნა". ქვემოთ გთავაზობთ 10 საინტერესო ...

0
630
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
630
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0