x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134585
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
ბათუმის მერია 60 ახალ ავტობუსს შეიძენს


image


ბათუმის მერიის ინფორმაციით ქალაქს 60 ახალ ავტობუსი დაემატება.


საუბარია იაპონური ფირმის ISUZU-ს 70 მგზავრზე გათვლილ, 10 მეტრიან ავტობუსებზე.


ავტობუსების წარმოების პროცესის დასათვალიერებლად ქალაქის მერი არჩილ ჩიქოვანი თურქეთში ISUZU-ს ქარხანაში იმყოფებოდა.



"60 ერთეული ადაპტირებული ავტობუსი ეტაპობრივად შემოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი წელს სრულად განახლდება " - ნათქვამია მის განცხადებაში.


ავტობუსების შეძენა აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდა. ავტობუსების შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერი 2022 წელს გამოცხადდა. [ბათუმის მერიის ინფორმაცია]



image

image

image


image


ფოტო|: ბათუმის მერია



1
23
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
23
  
2023, 23 თებერვალი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1