x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
"სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო არა ქართველებო? იმ დედის განწირული ყვირილის მერე აუზში ვინც ჩაწექით, ყველა მეზიზღებით, ყველა" - რას წერს ჩაქვში ტრაგედიის თვითმხილველი?
image"სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო არა ქართველებო? იმ დედის განწირული ყვირილის მერე აუზში ვინც ჩაწექით, ყველა მეზიზღებით, ყველა"-ასე ეხმაურება პოლიციის მაიიორი ათუნა ნოზაძე ჩაქვში დატრიალებულ ტრაგედიას, რა დროსაც 5 წლის ბიჭუნა აუზში დაიხრჩო.


"სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო არა ქართველებო? იმ დედის განწირული ყვირილის მერე აუზში ვინც ჩაწექით ყველა მეზიზღებით, ყველა!1 საერთოდ როგორ არ დატოვეთ ეგ ადგილი და გააგრძელეთ დასვენება, მე მარტო ეგ მიკვირს!!დღეს ეს ინფორმაცია რომ გავიგე მთელი დღე ცუდად ვიყავი და იმ უბედურ დედაზე ვდარდობდიიი. არა რა, გაგვიცივდა ქართველებს ჯიგარი, ერთმანეთი გვეზიზღება და მერე რამე რომ მოხდება საშინელება, გვიკვირს რატომო"-წერს ხათუნა ნოზაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის" აუზში 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო, დედის თვალწინ.
"დახ­რჩო­ბის მო­მენ­ტი არა­ვის და­უ­ნა­ხავს. რო­გორც ყვე­ბი­ან, აზ­რად არ მოს­ვლი­ათ, თუ ბავ­შვი იხ­რჩო­ბო­და. დედა-შვი­ლი ქუ­თა­ი­სი­დან იყო ჩა­მო­სუ­ლი“
მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა თვითმხილველი მარიამ სურგულაძე.

“დღეს ჩემი ფანჯრების წინ 5 წლის ბიჭი დაიხრჩო აუზში, ჩაქვში – სასტუმრო დრიმლენდ ოაზისში….

– სასტუმროს, რომ თითოეულ აუზზე გამოყოფილი მაშველები ჰყოლოდა, რომლებიც გააკონტროლებდნენ აუზის ტერიტორიას

– სასტუმროს, რომ კვალიფიციური მედ პუნქტი ჰყოლოდა, რომელსაც ეცოდინებოდა ხელოვნური სუნთქვის სწორად გაკეთება


– სასწრაფო, რომ 30 წუთის დაგვიანებით არ მოსულიყო

– სასწრაფოს, რომ თან ჰქონოდა ინტუბაციის აპარატი და მხოლოდ ადრენალინი არ გაეკეთებინათ ბავშვისთვის

პატარა ბიჭი დღეს შეიძლება ისევ თავის დედასთან ერთად ყოფილიყო, რომლის განწირული კივილი მთელს ტერიტორიაზე ისმოდა..

ამ ყველაფრის პარალელურად აუზი, სადაც 5 წლის ბავშვი დაიხრჩო ერთი წამითაც არ დახურულა და დამსვენებლები არხეინად განაგრძნობენ ბანაობას…

რა გვჭირს?? ეს ყველაფერიც მთავრობას ხომ არ უნდა დავაბრალოთ?”

3
636
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
636
  
2023, 26 ივლისი, 22:59
ცხელი გოგონები გელოდებით ---- www.Xmiss.pw
2023, 22 ივლისი, 6:27
რა თქმა უნდა ტრაგედია ეს ამბავი,თუმცა ეხლა რას ეშველება? მთავარია,რომ არ მოხდეს ასეთი ამბავი და ზრდასრულთა უუნარობას ბავშვები არ შეეწირონ.
2023, 22 ივლისი, 6:24
მორალისტობა ტეხავს,ტრაგედიის დროს მორალისტობა ტეხავს აბსოლიტურად. დარწმუნებული ვარ რო ეს ქალი ლუკმას არ იდებს პირში,სანამ მის უბანში და ახლომახლოს მშიერნი დააპუროს. რაც ამ ტრაგედიას შეესწრო ლუკმა არ გადაუგდია საყლაპავში,ამიტომ დგას და მორალისტობს,ისეთი ფურია ქე რო პრეტენზია აქვს გაწიხვლაზე.

რატომ არ უნდა გაეგრძლებინათ ბიზნესის კეთება ადამიანებს,ვინმე ნორმალურს გაქვთ პასუხი? ან ადამიანს ერთი კვირა რო აქვს შვებულება,რატომ უნდა შეწყვიტოს დასვენება? რო დაკეტოს სივრცე,დამსვენებელს ფული უნდა დაუბრუნოს,თანამშრომლებს ხელფასებს ვერ მისცემს და ვერ დააფინანსებს საოპერაციო ხარჯებს,მერე მორალს ადამიანის უხელფასოდ დატოვებაზე წაიკითხავენ. ადრე ქართველებს ქონდათ(ზოგი ახლაც აკეთებს) ტრადიცია,ახლობლის გარდაცვალების მერე 40 დღე და მეტიც გლოვობდნენ,თმას და წვერს არ იკრეჭდნენ,ხოდა როდისმე გაცოცხლებული გინახიათ მიცვალებული ამით? ხოდა იმ ბავშვის ტირილით,ბავშვი დაბრუნდება თუ მშობლები გადაიტანენ უფრო ადვილად. როცა მივიდნენ და არ იყო უსაფრთხოების ზომები დაცული(არ იყო მაშველი),რატომ არ მოითხოვეს? მე გეტყვით რატომაც,მაგდენი გაქანება და ტვინი რო ქონდეს კაცობრიობას,მით უფრო ქართველს,უამრავი ტრაგედია იქნებოდა აცილებული,თუმცა არ აქვთ. ივნისის ტრაგედიის დროს,რა იყო პრობლემა და რატომ არ შეიძლებოდა მისი მოგვარება ადრე? თუ ის მილი სტიქიამ ამოავსო და სტიქიამდე გამტარი იყო. გლოვა,ტირილი და ვაის ძახილი არ შველის საქმეს,მოქმდება სჭირდება ყველაფერს. რამდენი დაინტერესდით,იმ სტიქიის მერე სამუშაოები შეგემოწმებინათ და გენახათ,რა გაკეთდა და რა არა. თუმცა მორალის წაკითხვა პოსტფაქტუმ ადვილია,ვიდრე მანამდე.
0 1 3