x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134690
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508897
საფრანგეთში დაკავებული ავღანელი მიგრანტი: "ჩვენს ქვეყანაში ნორმაა ინტიმური კავშირი პატარა ბიჭთან"
image

ავღანელი მიგრანტი, რომელმაც სექსუალურად იძალადა რამდენიმე ბიჭსა და გოგონაზე, თავის ამაზრზენი საქციელი გაამართლა, როგორც "ნორმად მიღებული" კულტურული პრაქტიკა საკუთარი ქვეყანაში.


32 წლის მუჰამედ რაჰმან არსალა 2018 წელს საცხოვრებლად ჩრდილოეთ საფრანგეთში, სენტ-ბრიუში გადავიდა, სადაც მან არაერთი დანაშაული ჩაიდინა. მას 12 წლის ბიჭის გაუპატიურებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაკა და გასულ კვირას სასამართლოში დააბრუნეს სხვა ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო.


სასამართლო მოსმენის დროს გაირკვა, რომ არსალა ავტობუსში აეკიდა არასრულწლოვან ბიჭს, როცა დრო იხელთა, ხელი მოჰკიდა და მიტოვებულ საწყობში შეათრია და მასზე სექსუალურად იძალადა. მას შემდეგ, რაც ბიჭი პარკში დაბრუნდა, არასრულწლოვანი გოგონების ჯგუფმა, რომლებიც ადრე არსალა აეტორღიალა, დაინახეს, რომ ბიჭს სახეზე განაწყენებული გამომეტყველება ჰქონდა, გამოკითხეს თუ რატომ იყო ასე მოწყენილი და მაშინვე პოლიციას გამოუძახეს.ავღანელი მიგრანტი იმავე დღეს დააკავეს.ეს მოხდა 2018 წლის აგვისტოში.



ბრალდებულმა სასამართლოზე თქვა: „ჩემს ქვეყანაში ნორმალურია სქესობრივი კავშირი ახალგაზრდა ბიჭებთან, რადგან ქალები არ არიან ხელმისაწვდომი. როდესაც საფრანგეთში ჩამოვედი, არ ვიცოდი თქვენი კანონები, შემდეგ გავიგე, რომ ეს აკრძალულია."

12 წლის ბიჭის გაუპატიურების გარდა, იგი ბრადლებულია ორ არასრულწლოვან გოგონაზე თავდასხმაში. ის მიუახლოვდა გოგონას და დამტვრეული ინგლისურით უთხრა, რომ მას დახმარება სჭირდებოდა.მან გოგონა შეიყვანა თავის ოთახში, სადაც კარი ჩაკეტა.

დაზარალებულმა ასე აღწერა ეს ამბავი: „მან კედელს მიმახეთქა და მუხლს მიჭერდა, ის ძალიან ძლიერი იყო, წინააღმდეგობის გაწევა ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი, იგი ცდილობდა თან ეკოცნა და თან ტანსაცმლს მხდიდა. შეშინებული ვიყავი, ბოლოს მითხრა, თუ გინდა რომ გაგიშვა, ჩემს პენისს უნდა შეეხოვო."


არსალას კიდევ სამი წლით თავისუფლების დაუმატეს ორ მოზარდ გოგონაზე სექსუალური ხასიათის თავდასხმისთვის, საბოლოოდ მისი სასჯელი 18 წლამდე გაიზარდა. ვადის მოხდის შემდეგ მას საფრანგეთიდან დეპორტაციას გაუკეთებენ, იუწყება Daily mail-ი

0
1713
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1713
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0