x
მეტი
  • 17.05.2024
  • სტატია:134700
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509036
ბლეიდი
imageბლეიდი - მარველის კინოსამყაროს პირველი ფილმი. სახელი და გვარი უესლი სნაიფსი ბევრისთვის ასოცირდება ბლეიდთან, ზოგიც კი მას სწორედ ბლეიდის სახელით მოიხსენიებს თუ ამ პერსონაჟის შემსრულებელ მსახიობს უესლი სნაიფს ეკრანებზე დაინახავს. ბლეიდი ეკრანებზე 1998 წელს გამოვიდა, მისი მეორე და მესამე ნაწილი კი 2002 და 2004 წლებში.

2008 წელს ბლეიდის პირველი სერიის რეჟისორი სტივენ ნორინგტონი გეგმავდა ბლეიდის პრიკველის ტრილოგიას, სადაც დაბრუნდებოდა სტივენ დორფი თავისი პერსონაჟით დიკონ ფროსტით. 2016 წელს კი ფილმ „სხვა სამყარო“-ს ვარსკვლავმა კეიტ ბეკინსეილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მუშავდებოდა პროექტი სადაც მოხდებოდა „ბლეიდი“-ს და „სხვა სამყარო“-ს სერიების გადაკვეთა, მაგრამ პროექტი ვერ განხორციელდა, რადგან 2012 წელს უფლებები ბლეიდზე დაუბრუნდა მარველის სტუდიას.

2013 წლის მაისში, მარველი მუშაობდა სცენარზე ახალი ბლეიდისთვის და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა უესლი სნაიფსთან. საბოლოოდ კი მოხდა ისე, რომ 2019 წელს სან დიეგოს კომიქ-კონ-ზე, მარველის სტუდიამ განცხადება გააკეთა, რომ მოხდებოდა ფილმის რებუტი და შეურთდებოდა მარველის კინოსამყაროს. ახალი მსახიობიც უკვე შერჩეული იყო ბლეიდის როლზე. ახალი ბლეიდი კი მაჰერშალა ალი იქნება.

რომ არაფერი ვთქვათ მსახიობის მიღწევებზე, ბევრს ჰქონდა და აქვს სკეპტიკური შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ მაჰერშალა ალი თავს ვერ გაართმევდა ორთაბრძოლის სცენებს, რადგან მას არანაირი გამოცდილება არ აქვს საბრძოლო ხელოვნებაში, რაც ბლეიდის პერსონაჟისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარეა. თუმცა მაინც იმედს იტოვებენ, რომ მაჰერშალა, უესლი სნაიფსის ჩრდილში არ დარჩება და ბლეიდის პერსონაჟს ქარიზმატულობას და ეფექტურობას არ დააკარგვინებს. უესლი სნაიფსმა კი თავის მხრივ მსახიობს წარმატება და წინსვლა უსურვა.


ავტორი: ბესო ჭიკაიძე

შეგიძლიათ ნახოთ
0
6
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0